სხვა ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც პორნომოდელი გახდა, საბავშვო ბაღის გახსნას აპირებს 2024, 31 მაისი, 11:43 ![]() ბრიტანელმა მოციგურავემ, ელისე ვიქტორია კრისტმა ტრავმის გამო 2021 წლის ბოლოს სპორტს თავი დაანება. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ერთბაშად სამ სამუშაოზე, ცხოვრობდა მანქანაში და იტანჯებოდა ალკოჰოლიზმით. კრისტიმ აღიარა, რომ იმ დროს მისი ერთადერთი აზრი იყო: „როგორ დავეცი მსოფლიო ჩემპიონი იმ დონემდე, რომ გავხდი ის, ვისაც არაფერი აქვს?" ![]() გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. იგი მკურნალობდა სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც გაიცნო მომავალი ქმარი. მოგვიანებით წყვილს ქალიშვილი შეეძინა. ![]() კრისტის ბევრი სირთულის გავლა მოუწია, სანამ არ შექმნა ექაუნთი OnlyFans-ზე. თავიდან ქალს ეგონა, რომ სექსინდუსტრიაში მუშაობა მისი საქმე არ იყო. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ პლატფორმის გამოყენება შეეძლო არა მხოლოდ ინტიმური შინაარსის მასალების გამოსაქვეყნებლად, არამედ თაყვანისმცემლებთან კომუნიკაციისთვისაც. ისინი ხშირად უსვამდნენ კითხვებს ჩქაროსნული ციგურაობის და ფიტნესის შესახებ და კრისტიც სიამოვნებით პასუხობდა. ![]() 401 3-ს მოსწონს
|