x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ჩაცუცქვა "მოძველბიჭო" ტიპობის გამომხატველი ელემენტი, რომელიც დღესაც მოქმედებაშია
image
არის ტრადიციები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს. ერთერთი ასეთი ტრადიციაა გაგეცინებათ და ჩაცუცქვა, რომელიც წარმოიშვა ციხის პატიმრებში, ციხიდან გამოვიდა ქუჩაში და კრიმინალის მოტრფიალე ახალგაზრდობამ აიტაცა, შემდეგ კი ჩვეულებრივი, სტანდარტული აზროვნების ახალგაზრდებმაც მიბაცეს და ერთგვარ ტრენდადაც კი იქცა.


ჩაცუცქვის ტრადიციამ მოინელა საბჭოთა კავშირი, გააცილა შვბნელი 90-იანი წლები და დღესაც აქტუალურია. საქართველოშიც უამრავი მიმბაძველი და მოყვარული ჰყავს ამ ტრადიციას დღემდე.


სად არ შეხვდებით ჩაცუცქულ მოზარდებს და ახალგაზრდებს, სოფლებში, გზებზე, ქალაქის ნებისმიერ ადგილზე.

ციხის კამერაში საწოლზე წამოწოლა და დაჯდომა შეიძლება მას შემდეგ, რაც შუქი ჩაქრება, მანამდე წამოწოლა ან დაჯდომით პატიმარი კარცერს ანუ სამარტოო საკანს გამოკრავს ხელს, სადაც ჯანმრთელობისათვის აუტანელი პირობებია ნებისმიერ ციხეში.


დღისით პატიმარს შეუძლია ფეხზე იდგეს ან დაჯდეს იატაკზე, რომელიც ისეთი ცივია მასზე დიდხანს მაინც ვერავინ დაჯდება, თან იატაკზე დაჯდომა ციხეში არასწორ საქციელად ითვლება და ამისი გამკეთებელი სხვა პატიმრებისაგან ირიყება, ისევე, როგორც კეთროვანებს რიყავდა საზოგადოება.

"კრიმინალური მენტალიტეტი ამბობს: იატაკი, როგორი მოწმენდილიც არ უნდა იყოს ის უწმინდურია, რადგან იატაკზე ყველა გაგების პატიმარი დადის, მათ შორის "დაშვებულებიც" (ასე უწოდებენ მამათმავლებს კრიმინალურ ჟარონზე), შესაბამისად იმ იატაკზე დაჯდომა, სადაც "დაშვებულები" დადიან არასწორ საქციელად ითვლება.



ამიტომაც "ზეკებისგან" საზოგადოების ფართო მასებში გასული ჩაცუცქვის ტრადიცია დღემდე აქტიურია და მოქმედებაშია.

image

0
87
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
87