x
image
თორ ნიკე
Mediator image
"საქართველო ნეო-კოლონიაა" - ირაკლი გოგავა
საქართველო ნეო-კოლონიაა - ირაკლი გოგავა


პოლიტოლოგმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი გოგავამ 2024 წლის 24 მაისს ტელეკოპანია ობიექტივის ეთერში ისაუბრა საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზებზე და გამოსავალზე:


"როგორია კოლონიის განმარტება? კოლონია არის ქვეყანა, რომლის შრომითი რესურსების (ადამიანების, მოქალაქეების), და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია ხდება. ჩვენს შემთხვევაში, საქართველო არის კლასიკური ნეო-კოლონია. თვითონ საქართველოს ტერიტორიაზეც ახდენენ უცხოური ფირმები და ბანკები საქართველოს მოქალაქეების ექსპლუატაციას და ამუშავებენ მათ ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე. დამატებით, ევროპაში და ჩრდ. ამერიკაში გაედინება ჩვენი ხალხი, 1.5-დან 2 მილიონამდე ქართველი უკვე გასულია იქ და ამუშავებენ მესამედ ფასში, რითაც მათ ეკონომიკას დიდი მოგება აქვს.


რაც შეეხება საქართველოს ბუნებრივ რესურსებს, ყველაფერი გადის დასავლეთში სანაცვლოდ კი ვყიდულობთ მათს სამრეწველო პროდუქციას. ჩვენგან გაედინება ოქრო, სპილენძი (სპილენძის კონცენტრატი ყოველ წელს გადის თითქმის მილიარდი დოლარის), ხე-ტყე, მარგანეცი, დიატომიტი, მეტალი, ფერადი ლითონები ჯართის სახით და ა.შ. და ჩვენ საკუთარი რესურსებიდან მოგების უმცირესი პროცენტი გვრჩება. მხოლოდ ჯართი რომ ავიღოთ, 60 მილიონი ტონა მეტალია გატანილი საქართველოდან 1991 წლიდან 2024 წლამდე. წელიწადში საშუალოდ 2 მილიონი ტონა ჯართი გადიოდა. ეს უპრეცენდენტო ძარცვაა. შევარდნაძის დროს, სხვათაშორის, ჯართის გატანა აიკრძალა პარლამენტარ გოგი თოფაძის ინიციატივის საფუძველზე და პარლამენტმა მორატორიუმი გამოაცხადა. დაახლოებით 8-10 თვე იყო აკრძალული. ვინ არ ჩამოვიდა - მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები და დასავლური ქვეყნების ელჩები შევარდნაძეს ესხდნენ მისაღებში რომ ეს აკრძალვა სასწრაფოდ მოხსნილიყო. წესით, ეს ჯართი ქვეყნიდან კი არ უნდა გაგვეტანა, უნდა ყოფილიყო აკრძალვა გატანაზე. უნდა აგვემუშავებინა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და აღგვედგინა ასევე ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა, რაც არ უნდა დამჯდარიყო. თავის ჯართს ქართველი ხალხი ჩააბარებდა იქ. ამგვარად ჩვენ საკუთარი ალმატურაც გვექნებოდა, რკინის მილები და ყველაფერი, რაც მისგან მზადდება და მშენებლობაში გამოიყენება. ეს რომ არ გავაკეთეთ, ქვეყანამ დაკარგა კოლოსალური მოგება, საუბარია მილიარდობით დოლარზე."



"სიმდიდრის დაგროვების სულ 4 წყარო არსებობს:


1. მეცნიერება, გამოგონებები, ინოვაციები. რაც ჩვენთან მკვდარია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში არსებული 114 კვლევითი ინსტიტუტიდან არცერთი აღარ დატოვეს დამოუკიდებლობის პერიოდში და ყველა გაგვიუქმეს.


2. ფინანსები. ანუ თუ ბეჭდავს შენი ქვეყანა ისეთ ვალუტას, რომელიც მოთხოვნადია მსოფლიოში, მაგაზე საკმაოდ დიდ ფულს იშოვი, როგორც სახელმწიფო.


3. ბუნებრივი რესურსები. თუ გაქვს ნავთობი, გაზი, ოქრო ძალიან დიდი რაოდენობით და ამას ყიდი.


4. სამრწეველო პროდუქცია. ანუ თუ გაქვს ქარხნები და ფაბრიკები და უშვებ პროდუქციას, ქმნი დამატებით ღირებულებას და ის არის შენი მოგების მთავარი წყარო.


სხვა წყარო სიმდიდრის დაგროვებისა ქვეყნისთვის თეორიაშიც არ არსებობს. ეს 4 კატეგორიაა. აქედან ჩვენთან პირველი სამი კატეგორია არ იმუშავებს, ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. მხოლოდ მეცნიერებაა ისეთი, რომელიც აუცილებლად უნდა აღდგეს, მაგრამ ამის აღდგენას 10-დან 15 წლამდე მაინც დასჭირდება. ამიტომ თუ მალევე გვინდა შედეგის მიღება, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ სამრწეველო პროდუქციის შექმნაზე. ფაბრიკა-ქარხნების აშენებაზე. ამ ქვეყნის რე-ინდუსტრიალიზაციაზე. კვლავ რომ გავხდეთ ინდუსტრიული, მწარმოებელი ქვეყანა. ამგვარად, ქარხნების მშენებლობა უნდა დაიწყოს. მე-20 საუკუნეში რომ შენდებოდა ქარხნები, თითოეულის აშენებას მრავალი წელი სჭირდებოდა, ზოგიერთს 5 ან 10 წელი. დღეს უკვე სხვანაირი ქარხნები შენდება - სენდვიჩ-პანელებისგან ანგარს აკეთებ, დაახლოებით 40-მეტრიანი ერთი ხაზია, რომელსაც რამდენიმე ოპერატორი სჭირდება. და თითოეულ ქარხანაში საშუალოდ 50-დან 200 ადამიანამდე საქმდება და უშვებ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. ეს ერთადერთი რეალური შანსი გვაქვს საკუთარი ეკონომიკის და ცხოვრების გასაუმჯობესებლად და თან მაქსიმუმ 1 წელიწადში სერიოზულ ქვეყანას გავმართავთ.


ამას გვიკრძალავენ. ჩვენ დასავლეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განგვისაზღვრა კოლონიის ფუნქცია, ჩაგვსვეს ვალის კაბალაში მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით. ჩვენ არც შეგვეძლო ამას შევწინააღმდეგებოდით, იმ ხელისუფლებას მოიშორებდნენ, ვინც ამას შეეწინააღმდეგებოდა. ზვიად გამსახურდია ამის ნათელი მაგალითია. ზვიადს შანსი არ ჰქონდა, იმიტომ რომ მაშინ რუსეთი და აშშ ერთ ნავში ისხდნენ, ერთ პოლიტიკას ატარებდნენ. რუსეთის ელიტამ აშშ-ს ნებით დაუმორჩილა საკუთარი თავი და ქვეყანა. დაანგრია საბჭოთა კავშირი და დასავლურ მოდელზე დაიწყო გადასვლა, შესაბამისად მოსკოვში მართვის ბერკეტები ამერიკელებმა ჩაიგდეს ხელში. ამ პერიოდში რუსეთი ნატოში მიღებასაც კი ეხვეწებოდა დასავლეთს. შესაბამისად ზვიადს სამწუხაროდ მაშინ შანსი არ ჰქონდა რაც არ უნდა ეღონა. მაგრამ რომ ჰქონოდა შანსი, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე გაიტანდა საქართველოს ინტერესებს.


ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა მაღალ დონეზე ვაცხოვროთ. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ზვიად გამსახურდია ხალხმა პრეზიდენტად აირჩია, მაგ მომენტისთვის საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა 260 მილიარდი დოლარის ღირებულების მხოლოდ ქარხნები - ინდუსტრია, რომელიც უშვებდა, დაახლოებით 25-დან 30 მილიარდამდე დოლარის პროდუქციას ყოველ წელს. მთლიანად ამხელა წარმოებას ვერ შევინარჩუნებდით იმიტომ, რომ გაწყდა ეკონომიკური ბმები და მაღალი კოოპერაციის ხარისხი ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ 14 რესპუბლიკასთან, მაგრამ შედარებისთვის თუ ავიღებთ უკრაინის და ბელორუსის მაგალითს, უკრაინელებმა შეინარჩუნეს თავიანთი საბჭოთა დროინდელი სამრეწველო სიმძლავრის 30%, ხოლო ბელორუსმა - 40%. ჩვენ რომ მოგვეხერხებინა და შეგვენარჩუნებინა ჩვენი საბჭოთა დროინდელი საწარმოო სიმძლავრის 20% მაინც, და ეს თავისუფლად იყო მოხერხებადი, მაშინ ჩვენ დღეს ვიქნებოდით განვითარებული ქვეყნის სტატუსის მქონე, მაღალი ცხოვრების დონის სახელმწიფო. მაგრამ ბელორუსმა და უკრაინამ ეს იმიტომ მოახერხა, რომ რუსეთთან შენარჩუნეს კარგი ურთიერთობა, ხოლო საქართველოში ხელისუფლებები, არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ შევარდნაძის დროსაც კი დსთ-ში შესვლასაც კი ეწინააღმდეგებოდნენ. პარალელურად შიდა კონფლიკტებმა, მრავალწლიანმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ, არასწორმა საგარეო და ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რუსეთთან ურთიერთობების ფუნდამენტურად გაფუჭებამ ძალიან დაამდაბლა საქართველოს ცხოვრების დონე და ეკონომიკური პერსპექტივა."



კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
347
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
347
  
30 მაისი, 5:10
რუსეთთან სხვადასხვა ხალხის ურთიერთობის რამდენიმე დონის მაგალითია
1. უშუალოდ რუსეთის ნაწილად ყოფნა
2. დამოუკიდებელ ქვეყნად, მაგრამ მის მოკავშირედ ყოფნა
3. დამოუკიდებელ ქვეყნად, მაგრამ მისადმი მეგობრულად ყოფნა - თითქმის მიუმხრობლობამდე.
4. ან მის მიმართ მტრობა.

ჩვენ და უკრაინა ახლა მე-4 დონეზე ვართ და რაც მოგვდის, ეს ძალიან სავალალო ფაქტია.

ხოლო რაც შეეხება პირველ ვარიანტს, შეიძლება ეთნოსი იყოს რუსეთის ფედერაციის, რუსეთის სახელმწიფოს უშუალო ნაწილი. მაგალითად 2024 წლისთვის რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს 190 ადგილობრივი ეთნოსი. მათ აქვთ რამდენიმე ათეული ავტონომია და ფედერაციული რესპუბლიკა. ჩეჩნეთი მათ შორის ყველაზე ცუდი მაგალითია და სპეციფიკური იმიტომ, რომ ჩეჩნეთი სულ ცოტა ხნის წინ იყო ერთ-ერთი სერიოზული საერთაშორისო ტერორიზმის კერა, აპირებდა ჩამოეყალიბებინა კავკასიური ხალიფატი და რუსეთს ორი დიდი ომი მოუხდა მასთან. ამიტომ იქ მკაცრი ხელის მმართველი გახდა საჭირო და თუ რუსეთის დანარჩენ რესპუბლიკებში არის ჩვეულებრივი რეჟიმი და ცხოვრების საერთო რიტმს, წესებს და დონეს ნაკლებად გაარჩევ აღმოსავლეთ ევროპისგან. ჩეჩნეთში კადიროვს მისცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ დიდი ძალაუფლება იმის სანაცვლოდ რომ ეს დიდი პრობლემა მისთვის მოეგვარებინა.

რატომაა ახლა ჩეჩნეთის მაგალითი საქართველოსთვის აბსოლუტურად შეუსაბამო? იმიტომ, რომ საქართველო არ არის ტერორიზმის ბუდე, არ აპირებს ხალიფატის შექმნას, არ არის რუსეთის ბუნებრივი, იდეოლოგიური, რელიგიური მტერი. არავინ გვთავაზობს რუსეთიდან რომ უშუალოდ მისი ფედერაციის, მისი სახელმწიფოს ნაწილი გავხდეთ. ჩვენგან რუსეთი ითხოვს ერთადერთ რაღაცას: ქართველებო, ნუ მიმტრობთ და ნუ იქნებით ჩემი მტრების მხარეს. ნუ გააძლიერებთ რეგიონში დასავლური და ისლამური სამყაროს ყოფნას (ნუ თანამშრომლობთ ნატოსთან) და დავლაგდებით. ჩვენგან რუსეთს უნდა - საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები იმიტომ რომ კავკასია მისი სუსტი წერტილია და საქართველო ცენტრალური კავკასიაა. ჩვენით დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია დასავლეთს რუსეთისთვის ან ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს.
29 მაისი, 19:23
უამრავი მაგალითია რასაც გთავაზობს, კადიროვი მონათმფლობელია და აქაც ან იგივე კადიროვს ჩააბარებენ საქართველოს ან ახალი გამოჩნდება ადგილობრივი. რუსეთი რას გთავაზობს მაგას თუ განმარტება სჭირდება და რავი, აღარ ყოფილა საშველი
29 მაისი, 12:40
ივანე მაჩაბელი სინამდვილეში აშოტა ამბარცუმაშვილო, შენ პოპულარულ ადამიანურ ენაზე აგიხსნეს მონობის მნიშვნელობა. ეხლა შენ კეთილ ინება და აგვიხსენი სიტყვა პროპაგანდის მნიშვნელობა. თუ რა თქმა უნდა ამის საშუალებას საკუთარი ინტელექტი მოგცემს
29 მაისი, 12:17
გამოჩნდი დამთხველო, სად ეგდე? მიტინგებზე დაეთრეოდი შე მი-6-ის აგენტო. დაგენძრათ აწი უნდა გამოაჩინო საიდან ფინანსდება თქვენი ნაბოზზზვრების კოდლა.
29 მაისი, 8:58
ეს არის მონობის ორი ოფიციალური განმარტება. აქედან რას გვთავაზობს რუსეთი კონკრეტულად?

იმ ადამიანის ცხოვრების პირობები, ან სტატუსი, რომელიც არ არის თავისუფალი სამუშაოს მიმცემის არჩევაში, რომელსაც ექცევიან როგორც საგანს, ან საკუთრებას, და რომელიც შეიძლება გაიყიდოს ბაზარზე. მ. მოიცავს ისეთ ინსტიტუტებსა და პრაქტიკას, როგორიცაა სავალო ვალდებულება, ბატონყმობა, ქალთა და ბავშვთა ექსპლოატაცია. მიუხედავად მ-ის საწინააღმდეგო ორასწლიანი ბრძოლისა მ. კვლავ არსებობს. გაეროს მონაცემებით დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მ-ში პ- ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.

მეპატრონის მიერ ადამიანის სიცოცხლის უფლების, მისი თავისუფლების, ნებისმიერი მოღვაწეობის გაკონტროლება. მ-ის წინააღმდეგ აჯანყებები ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ხდებოდა. არისტოტელე მ-ის დამცველად გვევლინება. იგი ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანი ბუნებით არის მონა. ცნობილი ფაქტია, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ ჩრდილოეთ ამერიკაში მიგვიყვანა დამოუკიდებლობის დეკლარაციამდე, სადაც ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი თანაბარია და ღვთის მიერ მას მინიჭებული აქვს გარკვეული, განუხრელი უფლებები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება უფლება სიცოცხლეზე, თავისუფლებასა და ბედნიერებისაკენ სწრაფვაზე. თუმცა დეკლარაცია დაწერა თომას ჯეფერსონმა (მაშინ იგი მონათმფლობელი იყო ვირჯინიიდან), მან მაინც არ გაათავისუფლა თავისი მონები. პირველად მ. და მონებით ვაჭრობა აიკრძალა ბრიტანეთის იმპერიასა და და აშშ-ში XIX ს-ში, რასაც ხელი შეუწყო პრინციპულმა პოზიციებმა, პოლიტიკურმა გამორჩენამ და კავშირის შენარჩუნების მომხრეთა გამარჯვებამ აშშ-ის სამოქალაქო ომში (1861-65).
დაახლოებით ალტინფოს პროპაგანდაა: დასავლეთი კოლონიალიზმს გვთავაზობს, რუსეთი მონობას, მაგრამ არ ვიმჩნევთ
0 1 6