სხვა თქვენ გისმენენ! - 7 ნიშანი, რომ თქვენი ტელეფონი გატეხეს და უსმენენ 28 მაისი, 21:19 აბონენტზე მეთვალყურეობა სხვადასხვა გზით შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ თუ სატელეკომუნიკაციო ოპერატორის აღჭურვილობა არ გამოიყენება, მაშინ ბოროტმოქმედი თავს ააშკარავებს. ტელეფონი განსხვავებულად იწყებს მუშაობს, ავლენს ფონის აქტივობას. შევაფასოთ მთავარი ნიშნები.
სმარტფონი მოულოდნელად სწრაფად იცლება. შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს თქვენს მიერ არაკონტროლირებადი აპლიკაციის ჩართვა. ჯაშუშური პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ რაც შეიძლება ფარულად იმოქმედოს, მაგრამ ენერგია მაინც სჭირდებათ. მოწყობილობა ხურდება არა საუბრის ან სხვა გამოყენების დროს, არამედ პასიურ რეჟიმში. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მუშაობას რაღაც პროგრამა, რომელიც რესურსებს ხარჯავს. სმარტფონი თქვენი ბრძანების გარეშე ითიშება, იტვირთება, ნომერს კრეფს ან აპლიკაციას რთავს. ხშირად ეს არის არა ოპერაციული სისტემის შეფერხება, არამედ გატეხვის ნიშანი. საპირისპირო სიტუაცია: ტელეფონს ვერ თიშავთ. გამორთვის ნაცვლად იხსნება სხვადასხვა აპლიკაციები, განათება და ა.შ. უცხო ნომრები ჩნდება ზარების ჟურნალში ან იღებთ სმს შეტყობინებას ნაცნობი აბონენტისგან, მაგრამ შეტყობინება უცნაურად გამოიყურება. მაგალითად, იწყება ასოების ან სიმბოლოების უაზრო ნაკრებით. სავარაუდოდ, მესიჯებს ჰაკერი აგზავნის. გახსენით შეტყობინება და თქვენი სმარტფონი თავად ჩამოტვირთავს ვირუსის პროგრამას. როგორ გაიგო ბოროტმოქმედმა თქვენი ნომერი? შესაძლოა, უკვე გატეხა თქვენი ნაცნობის სმარტფონი და მის საკონტაქტო სიას იყენებს. სატელეფონო საუბრისას ისმის ხმაური ან ექო. ან გირეკავენ და მაშინვე თიშავენ. ეს ყოველთვის არ არის გამოწვეული ოპერატორის ქსელთან დაკავშირებული პრობლემებით: შესაძლებელია, ვიღაც აქტიურად ცდილობს თქვენს სმარტფონში შემოღწევას. როგორ დავიცვათ სმარტფონი? დააყენეთ პაროლი თქვენს ტელეფონზე. აპლიკაციებში ან ვებსაიტებზე შესასვლელად პაროლების დამახსოვრების რეჟიმი არ გამოიყენოთ. არ დატენოთ ტელეფონი უცნობი კომპიუტერიდან, დაკავშირებისას აირჩიეთ „მხოლოდ დატენვა“. აკრძალეთ Wi-Fi–ზე ავტომატური დაკავშირება. თავად შეარჩიეთ და საეჭვო ქსელები გამორიცხეთ. პაროლით დაცული კავშირები აირჩიეთ. არ შეიძინოთ არაფერი და არ გადარიცხოთ თანხა მაშინ, როცა საჯარო Wi-Fi ქსელით სარგებლობთ. თუ თქვენი სმარტფონი მუშაობს Android–ის ოპერაციულ სისტემაზე, საიმედო ანტივირუსი ჩართეთ. ტელეფონი სერვისცენტრში მიიტანეთ კომპლექსური შემოწმებისთვის, ხომ არ არის საეჭვო პროგრამები ჩამოტვირთული. ასევე დაგაინტერესებთ: 3 შემთხვევა, როცა სჯობს თქვენი სმარტფონი უფასო Wi-Fi-ს არ დაუკავშიროთ. ჰაკერები ასეთ შემთხვევას ელოდებიან რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა? ანალიტიკოსებმა დაასახელეს ყველა დროის 15 ყველაზე პოპულარული ტელეფონი შეძლებთ სოდით სმარტფონის სილიკონის ქეისის გაწმენდას? ექსპერიმენტის შედეგები ქმარმა დასატენი სადენი გადაჭრა და ფოლგა დაახვია. შედეგმა გამახარა 1181 1-ს მოსწონს 1-ს არა |