x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
სულ არ მაინტერესებს გრანტის გამო მაწანწალა ძაღლებს ვინ დაიცავს, ქუჩაში არაა მაწანწალა ძაღლის ადგილი
image
ვიცი ბევრისთვის მტკივნეულ თემას ვეხები, ვიცი, რომ ამ სტატიის გამო ბევრი აყვირდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს ნამდვილად არ მაღელვებს.


ბოლო დროს საქართველოში ერთგვარ ტრენდად იქვა მაწანწალა ძაღლების დაცვა ვითომ და ადამიანების აგრესიული დამოკიდებულებისაგან მათდამი.


ქუჩა არაა ის ადგილი, სადაც უნდა დადიოდეს მაწანწალა ძაღლი, სხვა თემაა ქუჩაში ძაღლს არასწორი ადამიანები, რომ აგდებენ ასაკის თუ იმის გამო, რომ ვერ უვლიან.


ძაღლი, რომ წაგეტანოს და თავის დასაცავად ფეხი, რომ მოუქნიო ან ქვა აიღო ძაღლის დასაფრთხობად იმდენი ადამიანი დაგესევა, ეგრევე პირველი რასაც ფიქრობ ესაა, რომ ან ეს ადამიანები არ არიან მთლად ჯანსაღი აზროვნების ან მათ ინტერესებშია თუნდაც აგრესიული, მიუსაფარი ძაღლის დაცვა, რადგან ამ ქმედების გამო იღებენ გრანტს.



ღიად და დაუფარავად მოგმართავთ ასეთებს: გრანტის ფასად ნუ გაყიდით სინდისს და ადამიანობას.


თუ ასე გაწუხებთ მაწანწალა ძაღლების ბედი, ის ფული რომელსაც გრანტების სახით იღებთ, გააერთიანეთ და ააშენეთ ძაღლებისათვის თავშესაფარი.
მე, როგორც ქვეყნის მოქალაქეს არანაირი ვალდებულება არა მაქვს, აგრესიული ძაღლის აგრესიას გაქცევით ვუპასუხო. კეთილი ინებეთ და ვისაც შეგტკივათ გული ამ აგრესიულ, ხროვებად მოწანწალე ძაღლებზე, წაიყვანეთ სახლებში და მოუარეთ.


ძაღლის სიყვარულს ვერავინ მასწავლით, მაგრამ ჩემი ძაღლები აცრილები არიან, გაწვრთვნილები არიან და საკვებიც არ აკლიათ.


ჩემს ძაღლებს ღია, რომ დავუტოვო ჭიშკარი, არცერთ შემთხვევაში არ დატოვებენ საკუთარ ეზოს, არ ხტებიან ღობეზე და ქუჩაში მიმავალ ადამიანებს არ ესხმიან თავს.


ჭიშკარზე მიყენია ქალაქშიც და სოფელშიც ზარი, ვისაც შემოსვლა უნდა დარეკავს და ოჯახის წევრები დავხვდებით, რომელთა ერთი ბრძანებაც საკმარისია ძაღლები უძრავად გაჩერდნენ იქვე, სადაც მიიღებენ ბრძანებას. ჩემს ცხოვრებაში არც ტაბელური და არც პირადი იარაღი, რომლის ტარება ოფიციალურად მაქვს დაკანონებული არ ამომიღია ბუდიდან არასაშტატო სიტუაციაში, ერთადერთხელ ამოვიღე და გამოვიყენე, რადგან ქალაქის ცენტრალურ კლინიკასთან ძაღლების ხროვა თავს დაესხა გოგონას და რომ არა ჩემი ქმედება გოგონა ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.


ჰაერში გასროლამაც კი ვერ დააფრთხო მაწანწალა ძაღლების ხროვა მანამ, სანამ რამდენიმე განსაკუთრებით აგრესიული ძაღლის ლიკვიდაცია არ მოვახდინე. მერე კი გაიფანტნენ. გოგონას კი მოუწია ანტირაბიული ვაქცინის გაკეთებამ.
ვიღაც ვიგინდარას მიერ ქუჩაში გაგდებული ძაღლის გამო ან მე ან სხვამ რატომ უნდა გაიკეთოს იძულებით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა?


ბატონი ელიზბარაშვილი გამოდის მედიით და ისეთ "რეჩებს ურტყამს" თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობდეს.


არ მაინტერესებს, ქველმოქმედების მიზნით უვლით თუ გრანტის სანაცვლოდ მიუსაფარ ძაღლებს, მაწანწალა ძაღლის ადგილი არაა ქუჩაში, სადაც ისინი საფრთხეს უქმნიან გამვლელებს.


არც მე მსიამოვნებდა თუნდაც მაწანწალა ძაღლის მოკვლა, მაგრამ ასიდან ასივე შემთხვევაში ადამიანის გადასარჩენად ყოველთვის გავიმეტებ მაწანწალა ძაღლს, ვისაც ეწყინება ცივი წყალი დალიოს ან მთლად უკეთესი-მიჩივლოს!
ჩემი და სხვისი შვილების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უნდა უქმნიდნენ მაწანწალა ძაღლები, აცრილიაო გაიძახიან. ვინ აწარმოებს სტატისტიკას რამდენი მაწანწალა ძაღლია ქუჩაში?


ვაი და არაა აცრილი, სად ვსდიო მერე ძაღლს, იმის დაკვირვებისათვის, ცოცხალია თუ მოკვდა, რომ მე ანტირაბიული ვაქცინები გავიკეთო?
ჩემთვის უპირველესია ადამიანი, სწორედ ამიტომ შევალიე უზარმაზარი შრომა ჩემი ნაგაზების გაწვრთვნას, სხვებისთვის საფრთხე, რომ არ შეექმნათ.


სადაც შევესწრები, რომ მაწანწალა ძაღლი თუნდაც ოჯახის ძაღლი, საფრთხეს უქმნის ადამიანს, აუცილებლად მოვახდენ ჯერ ჰაერში გასროლას დასაფრთხობად, თუ ამან არ იმოქმედა აუცილებლად მოვახდენ მის ლიკვიდაციას თუ ოჯახის ძაღლს ალიკაპი არ ექნება.


მეზობელს ჰყავს როტვეილერები, ქუჩაში გამოყავდა ალიკაპის გარეშე, საკმაოდ მსუყე ჯარიმა გამოუწერეს, ისწავლა ჭკუა და ახლა ალიკაპის და საბელების გარეშე არ გამოყავს ძაღლები გარეთ.


მე ორივე ნაგაზი გასასეირნებლად სოფელში ამყავს და ჩემივე ეზოში ვუშვებ, სადაც სირბილით, მდინარეში ბანაობით და თამაშით ერთობიან, შემდეგ კი ქალაქის სახლში ვაბრუნებ.


ასე, რომ ჯერ ადამიანების უფლებები დაიცავით და მერე ცხოველების, არცერთი ჭკუათმყოფელი წინააღმდეგი არ იქნება მაწანწალა ძაღლებსაც ჰქონდეთ თავშესაფარი, რომელიც იქნება შემოსაზღვრული ღობით.


0
146
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
146