x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138435
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
ნოე ჟორდანია ეროვნული გმირი თუ მოღალატე?
image

1918 წლის 26 მაისს საქართველომ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 117 წლიანი ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რა თქმა უნდა ამ აქტის ცენტრალური ფიგურა იყო სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომელსაც წლების განმავლობაში აყვედრიდნენ გულგრილობას ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით.თუმცა მარტო ეს არ არის, ზოგიერთი მას ირიბად ილიას მკვლელობაშიც კი ადებს ხელს, ყოველ შემთხვევაში მესამე დასი, სრულიად ანტი-ეროვნული სოციალ დემოკრატიული პარტია გახლდათ, რომელიც იმედს საქართველოში მაშინ თითქმის არ არსებულ პროლეტალიატის კლასზე ამყარებდა. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობის წარმოდგენაც კი ზედმეტი იყო.


ისინი განსაკუთრებით ერთიანნი იყვნენ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. ე.წ. "მესამე დასის" ლიდერები იყვნენ: მენშევიკები ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ისიდორე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, კარლო ჩხეიძე და ბოლშევიკები ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე.



ნოე ჟორდანიამ ილია შეადარა ფრანგ ქიმიკოს ლაუაზიეს, რომელიც რევოლუციამ სიკვდილით დასაჯა, მაგრამ ამისთვის რევოლუცია არავის დაუგმიაო , პარალელურად მძაფრი კრიტიკით უპასუხა სოციალ-ფედერალისტებს, რომლებმაც ილიას „სულიერ მკვლელებად“ მოიხსენიეს ქართველი „სოციალ-დემოკრატები".



image

ნოე ჟორდანია გახლდათ პირველი რესპუბლიკის მეთაური და რამდენად “კარგი” ან "ცუდი“.იყო?ამასთან დაკავშირებით გვახსენდება მისი დამოკიდებულება ეროვნულ საკითხთან ზოგადად და ისტორიის ცინიზმია ის, რომ სწორედ მას- ქართული ნაციონალური იდენტობის უარმყოფელს და იმპერიის პროლეტარიატზე ორიენტირებულს ხვდა წილად სათავეში ჩასდგომოდა ირედენტიზმისა და სეცესიის პროცესს- თავდაპირველად საკმაოდ ზერელედ და წინააღმდეგობრივადაც კი.


ფაქტობრივად მას არ სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა და გერმანელებმა ხელში ძალით შეაჩეჩეს. მაგრამ შემდეგ და შემდეგ მან საკმაოდ წარმატებით მოირგო საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის სავარძელი და თავისდაუნებურად გახდა მსახური იმისა, რასაც ადრე ებრძოდა და უნდა ითქვას-სხვათაშორის საკმაო წარმატებითაც (3 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმები სწორედ ამაზე მეტყველებენ).


ამ მხრივ ნოე ჟორდანია მართლაც საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა და მისი მოღვაწეობა ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენს: 1. ნოე, როგორც მოღვაწეობის საწყის ეტაპზე ანტიეროვნული იდოლოგიის გამტარებელი, ილიას ერთ-ერთი აქტიური იდეოლოგიური მოწინააღმდგე და ამის პარალელურად რუს სოციალ-დემოკრატებში საკმაოდ პატივსაცემი პიროვნება. 2. ადამიანი, რომელიც თავისი მოღვაწეობის არც ერთ ეტაპზე ქვეყნის დამოუკიდებლობაზე არ ფიქრობდა, ბედის ირონიამ დამოუკიდებელი საქართველოს მეთაურად აქცია. მართლაც, ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე საკუთარ მოგონებებშიც კი ამტკიცებენ, რომ მათ ევროპის სოციალისტური იდეები უფრო აინტერესებდათ, ვიდრე ნაციონალური და ამიტომ პოლონელ და რუს სტუდენტთა მარქსისტულ წრეს შეუერთდნენ ვარშავის უნივერსიტეტში. ისინი კითხულობდნენ პლეხანოვს, კაუცკის, მარქსს, კამათობდნენ, საერთაშორისო სოციალისტური კონგრესის შესახებ და პირველ მარქსისტულ შრომებს განიხილავდნენ.


სწორედ ვარშავაში, ჟორდანიამ „თავისი ნაროდნიკული სკამი მარქსისტულზე გაცვალა“. ის კითხულობდა ევროპელი სოციალისტების ნააზრევს, სწავლობდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის განვითარების ისტორიას, შეხვდა „ნამდვილ“ მუშათა კლასს და ამასთანავე რუსულ სოციალისტურ უტოპიასთან დაკავშირებით ილუზიები დაემსხვრა. კერძოდ, მან უშუალოდ გაიგო ეროვნული საკითხის მნიშვნელობა.


ჟორდანია წერს თუ როგორი შოკი მიიღო, როცა რუსმა ჟანდარმაა შენიშვნა მისცა მატარებლის კონდუქტორს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ერთ-ერთ მგზავრთან პოლონურ ენაზე ლაპარაკობდა. მაგრამ ამასთანავე ის აღწერს იმ სიძნელეებსაც, რაც რუსული ენის ბოიკოტირების დროს შეხვდა: მაღაზიაში, სადაც თაბახს და კალმებს ყიდულობდა, არცერთი პოლონელი გამყიდველი მას რუსულად არ დაელაპარაკა, რადგან რუსულ ენაზე მოლაპარაკეთა წინააღმდეგ ოფიციალურად გამოცხადებულ ბოიკოტის მოთხოვნებს ასრულებდნენ. ამ ქალაქმა მიახვედრა ჟორდანია, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურის უფლებებისათვის ბრძოლას.


მიუხედავად იმისა, რომ ნოე ჟორდანია სოციალ-დემოკრატი იყო და მარქსისტულ იდეებს იზიარებდა, მან შეადგინა პარტიის სამოქმედო პროგრამა, რომელსაც „რა არის გასაკეთებელი“ ჰქონდა სათაურად და ვარშავის ქართველმა სტუდენტებმა სწორედ ეროვნული საკითხის წინ წამოწევის გამო დაიწუნეს ის. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის ორიგინალი არ გადარჩენილა, ის გასაოცარ შთაბეჭდილებას მოახდენდა დღევანდელ მკითხველზე, რადგან იმდენად ზუსტად შეესაბამება ყველაფერი 21-ე საუკუნის საქართველოსაც კი.


მასში განხილულია ერისა და სახელმწიფოებრიობის ბუნება, გლობალიზაციის ზემოქმედება კულტურაზე, ომის შედეგები მცირე ერებზე და ამ უკანასკნელთა ურთიერთოებები ძლიერ, იმპერიულ სახელმწიფოებთან და ევროპასთან. საქართველოს ჩამორჩენილობაზეც ბევრს საუბრობს ჟორდანია, ისევე როგორც ქვეყნის დაყოფა-დანაწილების ისტორიაზე და მის დამონებაზეც ძლევამოსილი სახელმწიფოების მიერ. აქ ნოე ჟორდანიას უმთავრესი დარდი და საფიქრალია, შეძლებს თუ არა ოდესმე საქართველო, ბოლო მოუღოს თავის გასაცოდავებულ და გათიშულ-დანაწევრებულ მდგომარეობას და შექმნას „ერთადერთი და სრულად გაცნობიერებული ეროვნული „მე“. სასოწარკვეთილი ჟორდანია კითხულობს: „ნუთუ ხსნა არსად არის? ნუთუ საქართველოს შეგნებულად გაერთიანება შეუძლებელია? თუ კი მთელი ჩვენი ისტორია მიმართული იყო ქართველობის დაცალკევებისკენ, რა სასწაულით უნდა მოხდეს დღეს ეს სასურველი ერთობა? ნუთუ ისტორიული მოძრაობა არავითარ კანონს არ ექვემდებარება?“


ამ ყველაფრის საპირისპიროდ, „საქართველოს ოქროპირად“ წოდებული სპირიდონ კედია თავის დაუმთავრებელ წერილში ნოე ჟორდანიას შეფასებისათვის წერს: „ბნ. ნ. ჟორდანიას ნაწერი ადამიანში ზნეობის ტკივილს იწვევს. ამ მწერალს არ აქვს სიმართლის ოდნავი პატივისცემა. მასში ჩახშულია შინაგანი ხმა, სინდისს რომ ვეტყვით, ადამიანის უმაღლესი მსაჯული რომ არის და მას ღმერთებთან რომ აკავშირებს; ყოველთვის ცუდს რომ გვიშლის და კარგისათვის რომ გვაქეზებს. ზნეობა და მისი დასაბამი, ადამიანობას რომ გვანიჭებს და კაცთა სულიერი დაწინაურების წრფელი საფუარი რომ არის, მის არსების არც ერთ უჯრედს თითქოს არასოდეს გაჰკარებიაო. მის კალამს ნამუსი არ აქვს და მის მელანს სირცხვილის გრძნობა… ბნ. ჟორდანიას შეუძლიან ცივად უარყოს ის, რაც მთელი სიცოცხლე უკეთებია და დაიჩემოს, რაც არასოდეს აზრადაც არ მოსვლია; თავისი შენ მოგაწეროს, შენი წაგართვას და მიითვისოს. და ამას ის ჩადის ისეთის თავმოწონებთ, თითქოს ეს დასაძრახი კი არ იყოს, არამედ კანონიერი და სამართლიანი საქმე! (მოდით და ამისთანა ადამიანს ელაპარაკეთ).


კამათს მაშინ აქვს აზრი, როდესაც მხარეთა შორის “მოციქული ნამუსია”, როცა მათ ურთიერთობას საფუძვლად უდევს ზნეობის იგივე წესები, სინდისის იგივე ვალდებულებანი და აზროვნების იგივე ნორმები. უამისოდ ყველაფერი ფუჭია: ფაქტი არ ფაქტობს, არგუმენტი არ არგუმენტობს და ლოღიკა არ ლოღიკობს. უბედურებაა ასეთი კაცი საზოგადოებისათვის. უბედურება მით უფრო დიდია, რაც უფრო ფართოა მისი მოქმედების ასპარეზი.“(სპირიდონ კედია იმ ასეულობით ემიგრანტს შორისა იყო, რომლებიც ანტისაბჭოთა ქმედებების გამო გადაასახლეს. ის ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეალების ერთგული დარჩა ბოლომდე).


საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას: არსებობს ფაქტები როგორც იმის დასამტკიცებლად, რომ ნოე ჟორდანია იყო „მოღალატე“, ასევე იმისაც, რომ ის იყო „ეროვნული გმირი“, მაგრამ ეს ადამიანი დღემდე რჩება გამოცანად მისივე პოლიტიკური ქმედებების გამო, ხოლო ზოგიერთი მას „ქამელეონსაც“ კი უწოდებს.


მის საფლავზე კი ასეთი ეპიტაფია წარწერილი, რომელიც ისევ შეცდომით ბევრს თავად ჟორდანიას სიტყვები ჰგონია, სინამდვილეში კი ვერმახტის ქართულ ლეგიონში მებრძოლ პოეტს და მხატვარ კარიკატურისტს, სიმონ ბერეჟიანს ეკუთვნის:


„საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,

მას თან გაჰქონდა ერთი მუჭა მიწა მარადის.

შენ მუჭა მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,

ქართულო მიწავ ალბათ მიტომ დაპატარავდი.

ვარ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალი,

ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო.

თუ საქართველო არ მენახოს თავისუფალი,

ფერფლად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო.


image

2
847
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
847
  
ძალიან მოკლე პასუხია,არცერთი არ იყო ჟორდანია,რადგან ორივე რაღაც სახის მორალს და გაქანებას მოითხოვს,არცერთი არ ქონდა ამ კაცს. აი,გამოსირებული ნამდვილად იყო,ყველა ასეთი იყო,ვინც დაიჯერე და ეს სულით მარქსისტი გახადა ქვეყნის მეთაური.ამბობენ,უცხოეთიდან დანიშნული კადრი იყოო,არ მკითხოთ რომელი უცხოეთიდან,ხოდა სააკაშვილივის არ იყოს,ქე გამოდგა გამოსირებული და უსამშობლო ნაბი*ვარი
26 მაისი, 15:51
გერმანიის დაძალებით მიღებული დამოუკიდებლობა ქვეყნის მეთაური ნოე ჟორდანია. მენშევიკი მარქსისტი ნოე ჟორდანია იყო პროოოოჭი არაკაცი. ძველებისგან გადმოცემით ვიცი რომ ქრთამს ნატურით იღებდა როცა საქართველოდან მოქუსლა კაბინეტში უპოვეს ტომრებით ლობიო და სიმინდი.
ეს კი რას ფიქრობდა დიდი ილია ამ არაკაცზე.
ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ:

"ბანკი საკრედიტო დაწესებულებაა და "ფინანსიურ დაწესებულებასთან" ისეთივე მსგავსება აქვს, როგორც ზღვასა და ხმელეთს, წყალსა და ცეცხლსა. განა აქედამ აშკარად არა სჩანს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია - ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში - იმდენად უმეცარია, რომ ამ ორი სიტყვის - კრედიტის და ფინანსის მნიშვნელობაც კი ვერ გაურჩევია, არა სცოდნია. აფსუს გერმანიავ! ბ-ნი ჟორდანია მითამდა სწავლისა და ცოდნისათვის იქ იყო წასული, მაგრამ, როგორც ეტყობა, ცარიელი წასულა და ცარიელივე დაბრუნებულა. სირცხვილი გერმანიას! ასე ცარიელი როგორ გამოუსტუმრებია, რომ არც-კი უცოდინებია, - რა არის საკრედიტო დაწესებულება და რაა ფინანსიური. ეს ანბანი პოლიტიკურ ეკონომიის მეცნიერებისა რომ ვერ გაუგია და ვერ უსწავლია, მოდით და ახლა დაუჯერეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია გაგებული და შიგ-ჩახედული მარქსისტია. მაგრამ გერმანიისა აქ რა ბრალია. გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშად, რაც გინდა მაღლა თაროზე დასვათო, ნათქვამია. აქ მიზეზი კაცია და გუნება, და არა გერმანია...
0 1 2