x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509670
"ამავე გეგმით, ქართულმა ოცნებამ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ამცნოს, რომ..."- რა ინფორმაციას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს რომ თბილისში, რამდენიმე დღის წინ რუსი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა, რომელმაც ივანიშვილის მთავრობას "აფხაზეთიზაციის და სამაჩაბლოზაციის გეგმა" წარუდგინა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნება" საზოგადოებას მომდევნო დღეებში ამცნობს იმის შესახებ, რომ ვითომ რუსეთი მზად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნოს, სინამდვილეში კი, მისივე თქმით, ქვეყნის სრული ოკუპაცია-ანექსია იგეგემება:


"საქართველოს სრული ანექსიის ანუ აფხაზეთიზაციის და სამაჩაბლოზაციის გეგმა ივანიშვილის მთავრობას მოსკოვმა უკვე დაუდო‼️


ამ პაკეტით რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან საგანგებოდ რუსი მაღალჩინოსანი თბილისში იმყოფებოდა.


ამავე გეგმით, მომდევნო დღეებში, ქართულმა ოცნებამ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ამცნოს, რომ ვითომ რუსეთი მზად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნოს.

სინამდვილეში კი, იგეგმება ქვეყნის სრული ოკუპაცია-ანექსია.


ჩვენ ისღა დაგვეჩენია, ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რათა ქვეყნის 100 პროცენტი არ იქნეს პუტინის რუსეთის მიერ ოკუპირებული"- წერს დამოუკიდებელი დეპუტატი სოციალურ ქსელში.





0
186
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
186