x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135397
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509668
რუსეთს ფინანსურად დაეხმარა აშშ-ს ენერგოპოლიტიკა-ჩრ.დაკოტას გუბერნატორი
image

ჩრდილოეთ დაკოტის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ რუსეთს ფინანსურად დაეხმარა აშერიკის ენერგეტიკული პოლიტიკა.



აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში ფაქტობრივად დაეხმარა რუსეთს, განაცხადა ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორმა დუგ ბერგუმმა Fox News-ზე.


მისი თქმით, შეერთებული შტატები ამჟამად ორ მარიონეტულ ომს აწარმოებს - ერთს რუსეთთან უკრაინის ხელით, მეორეს ირანთან. ორივე ქვეყანის საომარი მოქმედებები ფინანსდება ნავთობიდან გაყიდული ფულით. ”ბაიდენის ენერგეტიკული პოლიტიკა დაეხმარა ჩვენს მოწინააღმდეგეებს”, - განაცხადა ბერგუმმა.



ბაიდენის სტრატეგიამ გამოიწვია შიდა ინფლაცია შეერთებულ შტატებში, ამოწურა ნავთობის სტრატეგიული რეზერვი და ზიანი მიაყენა ენერგეტიკულ ინდუსტრიას, დასძინა გუბერნატორმა. მან ასევე მიუთითა ქვეყანაში ენერგომატარებლების მაღალ ფასზე და ამერიკელების სამუშაო ადგილების დაკარგვაში დაადანაშაულა მთავრობა.




მანამდე აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერ ჯო ბაიდენს კორუმპირებული და არაკომპეტენტური ტირანი უწოდა.


„მე აქ ვარ იმისთვის, რომ გესაუბროთ მემარცხენე ფაშიზმის აღზევებაზე ამ ქვეყანაში და თეთრ სახლში კორუმპირებული და არაკომპეტენტური ტირანის დამარცხების აუცილებლობაზე - გაიძვერა ჯო ბაიდენი, ყველაზე ცუდი პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში. “, - განაცხადა ტრამპმა.



სხვათა შორის ეს განცხადება გაკეთდა იმავე დღეს, როდესაც თავად ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სასტიკი ტირანი უწოდა. ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტმა ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულების წინაშე გამოსვლისას თქვა.

0
236
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0