x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135388
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509670
"გაუმარჯოს რუს ხალხს...საბჭოთა ხალხებიდან ყველაზე გამორჩეულ ერს" -იოსებ სტალინი

image

1945 წლის 24 მაისს წითელი არმიის მეთაურების პატივსაცემად კრემლის დიდი სასახლის წმინდა გიორგის დარბაზში გაიმართა მიღება.

გენერალურმა შტაბმა და მთავარმა პოლიტიკურმა სამმართველომ წინასწარ შეადგინა მიწვეულ სტუმართა სია .ბანკეტის დროს სტალინმა წარმოთქვა სადღეგრძელო, რომლის აპოგეაც იყო რუსი ხალხის ქება-დიდება.არსებობს სადღეგრძელოს ორი ვარიანტი, სტენოგრაფისტის ჩანაწერი და საგაზეთო პუბლიკაცია, რომელიც ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება. რადგან ისტორიის მკვლევართა უმეტესობა ორიგინალს სტენოგრამას მიიჩნევს, სწორედ ამ ვარიანტს გთავაზობთ:






"ამხანაგებო, ნება მომეცით კიდევ ერთი, ბოლო სადღეგრძელო წარმოვთქვა.

მე, როგორც ჩვენი საბჭოთა ხელისუფლების მეთაურს, მსურს ვადღეგრძელო ჩვენი საბჭოთა ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, რუსი ხალხი. (მქუხარე, ხანგრძლივი ტაში, შეძახილებით "ვაშა")


მე შევსვამ, უპირველეს ყოვლისა, რუსი ხალხის სადღეგრძელოს, რადგან ისინი საბჭოთა კავშირის შემადგენელი ერებიდან ყველაზე გამორჩეული ერია.



რუსი ხალხის ჯანმრთელობის სადღეგრძელოს ვამბობ, რადგან ამ ომში დაიმსახურეს და ადრეც დაიმსახურეს წოდება, როგორც საბჭოთა კავშირის წამყვანი ძალა ჩვენი ქვეყნის ყველა ხალხებს შორის.



მე ვამბობ რუსი ხალხის სადღეგრძელოს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ლიდერები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ აქვთ საღი აზრი, ზოგად პოლიტიკურად საღი აზრი და მოთმინების უნარი.



ჩვენმა მთავრობამ ბევრი შეცდომა დაუშვა 1941-1942 წლებში, როდესაც ჩვენმა არმიამ უკან დაიხია, დატოვა ჩვენი მშობლიური სოფლები და ქალაქები უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, ლენინგრადის რეგიონში, კარელო-ფინეთის რესპუბლიკაში, დატოვა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო.



სხვა რომელიმე ერს შეიძლება ეთქვა: თქვენ არ გაამართლეთ ჩვენი იმედები, ჩვენ მოვიყვანთ სხვა მთავრობას, რომელიც მშვიდობას დაამყარებდა გერმანიასთან.... ეს შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ გახსოვდეთ....


რუსი ხალხი ამას არ დათანხმდა, რუსი ხალხი არ წავიდა კომპრომისზე, მათ გამოხატეს უსაზღვრო ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ., რადგან მათ სჯეროდათ საკუთარი მთავრობის პოლიტიკის სისწორის და თავი გასწირეს გერმანიის დამარცხების უზრუნველსაყოფად.




ვიმეორებ, ჩვენ გვქონდა შეცდომები, პირველი ორი წელიწადი ჩვენი ჯარი იძულებული იყო უკან დაეხია, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვაკონტროლებდით მოვლენებს, ვერ გავუმკლავდებოდით შექმნილ სიტუაციას. თუმცა რუს ხალხს სჯეროდა, ითმენდა, ელოდა და იმედოვნებდა, რომ ჩვენ მაინც ვძლევდით მოვლენებს.

და საბჭოთა ხელისუფლებისადმი რუსი ხალხის ეს ნდობა აღმოჩნდა გადამწყვეტი ძალა, რომელმაც უზრუნველყო ისტორიული გამარჯვება კაცობრიობის მტერზე - ფაშიზმზე.



ხელისუფლებისადმი ამ ნდობისთვის, რომელიც რუსმა ხალხმა გამოიჩინა, ჩვენ მათ დიდ მადლობას ვუხდით!

გაუმარჯოს რუს ხალხს!

(მქუხარე, ხანგრძლივი აპლიდისმენტები)



image

"გაუმარჯოს რუს ხალხს"-მიხეილ ხმელკოს ფერწერა-1947 წელი




0
584
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
584
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0