x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509668
მატადორი კრისტინა სანჩესი: როგორ ამოვიდა და ჩავიდა კორიდის ოსტატის ვარსკვლავი
ჩვენს წარმოდგენაში მატადორი არის მამაცი მოქნილი მამაკაცი კაშკაშა კოსტიუმში, რომელიც რისკავს თავის სიცოცხლეს ყოველი კორიდის (ხარების ბრძოლა) დროს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ სახიფათო და სასტიკ სამუშაოს ქალი აირჩევს. სინამდვილეში, მსოფლიოში ძალიან ცოტა ქალი მატადორია, მაგრამ მათ შორის არიან ვარსკვლავები, როგორიცაა ესპანელი კრისტინა სანჩესი. იგი ერთადერთია, რომელმაც მოახერხა ოსტატობის მწვერვალის მიღწევა და ესპანეთში და მთელ ევროპაში დიდხანს ითვლებოდა შეუდარებლად.



image



კრისტინა 1972 წლის 20 თებერვალს მადრიდში დაიბადა. მისი მამა პიკადორი იყო, ამიტომ კრისტინა ადრეული ასაკიდან უყურებდა ადამიანისა და ხარის სისხლიან და მომხიბვლელ სანახაობას. თუმცა მამისთვის მოულოდნელი იყო, როცა გაუმხილა, რომ სურდა მის კვალს გაჰყოლოდა.



image




გოგონა შევიდა მადრიდის ტაურომაქიის სკოლაში. კრისტინას ბევრი მუშაობა მოუწია სწავლის გადასახდელად. ჯერ დალაქობის ხელოვნებას დაეუფლა და სილამაზის სალონში დასაქმდა, მოგვიანებით მენეჯერის პოზიცია დაიკავა სავაჭრო კომპანიაში. თავისუფალ დროს სანჩესი კორიდის ხელოვნების დაუფლებას უთმობდა.



წარმატება და შური

კრისტინას პირველი ბრძოლა არენაზე 1986 წელს ჰქონდა. ეს იყო კორიდის სახეობა „ბეკერადა“ (becerrada). გოგონას მეტოქეები 2 წლამდე ახალგაზრდა ხარები იყვნენ. 1992 წელს კრისტინა სანჩესმა პიკადორის როლი შეასრულა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში. ამ დროისთვის თავის სამშობლოში, ესპანეთში ცნობილი პიროვნება იყო და კორიდის სამყაროში ფენომენად ითვლებოდა.



image



სანჩესის კარიერაში ყველაზე წარმატებული 1995 წელი იყო. მამაცმა პიკადორმა 30 წარმატებული ბრძოლა ჩაატარა და ხელში ატაცებული გაატარეს არენის „ლას ვენტასის“ მთავარი კარიბჭის გავლით. მის პროფესიაში ეს ცერემონია ოსტატობის უმაღლეს აღიარებად ითვლება. ეს სანჩესის ტრიუმფი იყო – მისი ბავშვობის ოცნება, რომელიც ერთ დროს შეუძლებელი ჩანდა, საბოლოოდ ახდა.



image



თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ კრისტინა გაჩერებაზე არ ფიქრობდა. მან გადაწყვიტა გამხდარიყო საუკეთესო მატადორებს შორის. ეს არც ისე მარტივი საქმე იყო და საქმე მხოლოდ ხარებს არ ეხებოდა. კორიდის თაყვანისმცემლები საკმაოდ კონსერვატიულები არიან და თუ ქალი მატადორი ხდება, მამაკაცის ჩრდილში ყოფნა უწევს. 1995 წლის მაისში კრისტინა სანჩესი პირველად წარსდგა კორიდაზე მატადორის როლში. ეს მოხდა საფრანგეთის ქალაქ ნიმში.



ქალი მატადორის კარიერის დაღმასვლა

ბრძოლა წარმატებულად დასრულდა და სანჩესი ფიქრობდა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ მიდიოდა. ასე არ იყო, მამაცი ქალის წინაშე წარმოიშვა ახალი დაბრკოლება, რომლის გადალახვა წარმოუდგენლად რთული იყო. ტორერო მამაკაცები ქალთან ერთად არენაზე გამოსვლაზე უარს ამბობდნენ. საზოგადოება აღიარებდა კრისტინას, მაგრამ შორს იყო პროფესიულ წრეებში აღიარებისგან.



image



1996 წელს სანჩესმა ჩაატარა 66 ბრძოლა, 1997 წელს – 60, 1998 წელს – 30. მილიონობით მაყურებლის საყვარელი ტორერო გახდა, მაგრამ ყველაზე პრესტიჟულ კორიდაზე ქალებს მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ასეთმა დისკრიმინაციამ დიდად იმოქმედა კრისტინას თავდაჯერებულობაზე. უფრო მეტიც, კარგად იცოდა თავისი სუსტი წერტილი. ეს იყო ბოლო დარტყმა შუბით, რომელიც ხარს სიცოცხლეს ართმევდა.



image



ყოველი ახალი ბრძოლისას მისი ხელი უფრო და უფრო კანკალებდა და ამას ყველა ამჩნევდა. 1999 წელს კრისტინა სანჩესმა 22 ბრძოლა ჩაატარა და განაცხადა, რომ პენსიაზე გადიოდა. 2000 წელს პორტუგალიელ პიკადორზე ხოსე ალეხანდრო და სილვაზე დაქორწინდა. ახლა წყვილი ცხოვრობს მადრიდის გარეუბანში მყუდრო სახლში და ორი შვილი ჰყავს. ასე შურისა და დისკრიმინაციის გამო კორიდის ისტორიაში საუკეთესო ქალი მატადორის კარიერა დასრულდა.



image



კარიერის დასრულების შემდეგ კრისტინა სანჩესი არენაზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდა. ეს მოხდა 2016 წელს. მაშინ კორიდის 44 წლის ვარსკვლავმა შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყო და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. იმ დღეს შეგროვებული თანხა კიბოთი დაავადებული ბავშვების ფონდს გადასცა.



ასევე დაგაინტერესებთ:

8000 კალორია დღეში და ჟანგბადის ნიღაბში ძილი – სუმოს მებრძოლების ყოველდღიურობა

11 ფაქტი სინქრონულ ცურვაზე, რომლის გაგების შემდეგ უბრალო ხალხი კითხულობს: რაო, რაო?

როგორ გამოიყურება სპორტსმენების სხეული სპორტის სხვადასხვა სახეობაში?

მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს

8 ფაქტი პროფესიონალური სირბილის შესახებ – გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდებათ


0
289
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
289