სხვა 11 ფაქტი სინქრონულ ცურვაზე, რომლის გაგების შემდეგ უბრალო ხალხი კითხულობს: რაო, რაო? 2023, 17 ნოემბერი, 16:38 შეუძლებელია არ აღფრთოვანდე სინქრონული მოცურავეების ზუსტი და კარგად კოორდინირებული მოძრაობებით, მათი უჩვეულო საცურაო კოსტიუმებით და კაშკაშა მაკიაჟით.
მაყურებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება, რამდენი ძალისხმევა იხარჯება ყოველდღე, რომ გამოსვლამ იდეალურად ჩაიაროს. 1. სპორტსმენები მაკიაჟს თავად იგონებენ და იკეთებენ. სინქრონული ცურვის ყველა გუნდს არ აქვს საკმარისი ფინანსები, რომ პროფესიონალი ვიზაჟისტი დაიქირაოს ყოველი შეჯიბრებისთვის. მით უფრო, რომ შეჯიბრებისთვის მომზადება იაფი ისედაც არაა. საშუალოდ თითოეულ სპორტსმენ ქალს სჭირდება 1 ახალი საცურაო კოსტიუმი ყოველ თვეში და 1 შეფუთვა მზისგან დამცავი კრემი ყოველ კვირაში. სწორედ ამიტომ, ბევრი მოცურავე მაკიაჟს თავად იკეთებს. რაც შეეხება კოსმეტიკას, გოგონები მთელი კარიერის მანძილზე ხარჯავენ 10 ტუბს ტუჩსაცხს და არა იმიტომ, რომ ასე ძალიან მოსწონთ შეღებვა. საქმე იმაშია, რომ მათი მაკიაჟი მსახიობების მსგავსად კაშკაშა უნდა იყოს. ახლოდან უფრო ექსტრემალურად გამოიყურება, მაგრამ შორიდან საკმაოდ ბუნებრივი ჩანს. 2. თმის დასაფიქსირებლად ჟელატინს იყენებენ. სინქრონული მოცურავეების იდეალური ვარცხნილობის საიდუმლო ბევრ ჟელატინშია, რომელსაც სპორტსმენები წყალში აზავებენ და კონკურსამდე თმაში იზელენ. ჟელატინი მაგრდება და მთელი შეჯიბრის განმავლობაში ვარცხნილობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. მოგვიანებით მისი ჩამობანა მხოლოდ ცხელი წყლით შეიძლება.3. სინქრონული მოცურავეები თავის პროგრამას 15 მსაჯის წინაშე ასრულებენ კონკურსებზე არის ჟიური, რომელიც შედგება მსაჯების 3 ჯგუფისგან, თითოეულში 5 კაცია. თითოეული ჯგუფი გამოსვლის სხვადასხვა ასპექტს აფასებს. პირველი ჯგუფი აფასებს შესრულებას, მეორე – საერთო შთაბეჭდილებას, მესამე – შესრულებული ელემენტების სირთულეს. თავისუფალ პროგრამაში ერთი ჯგუფი აფასებს შესრულებას, მე–2 ჯგუფი – არტისტიზმს, მე–3 ჯგუფი – სირთულეს.4. პროგრამა დადგენილ ვადებში უნდა შესრულდეს სინქრონული ცურვის ძირითადი წესების მიხედვით, თითოეული გამოსვლა 2, 5–დან 5 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს. ეს გუნდში ხალხის რაოდენობაზე დამოკიდებულია. თუმცა იმის მიუხედავად, რამდენი კაცია წყალში, მათ აჯარიმებენ, თუ პროგრამა დადგენილ ვადაზე 15 წამით მეტი ან ნაკლებია.5. სპორტის ეს სახეობა აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას ზოგადად, ცურვა ითვლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამაძლიერებელ სპორტად, რადგან ზრდის ჟანგბადის დონეს ორგანიზმში ისე, რომ არ იწვევს გულის ზედმეტად გადატვირთვას. შედეგად, მიოკარდიუმის დაავადებების განვითარების რისკის 40%-ით მცირდება.6. ზოგჯერ სინქრონულ მოცურავეებს მოქნილობაზე ტესტის გავლა უწევთ. ზოგჯერ დიდ შეჯიბრებებში ასპარეზობამდე სპორტსმენებს მოქნილობაზე ტესტის გავლა უწევთ. მსაჯები გუნდის საბოლოო შედეგს უმატებენ 1 ქულას გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელიც წარმატებით გაივლის ამ ტესტს.7. სპორტსმენებმა უნდა შეარჩიონ შესაბამისი საცურაო კოსტიუმები სინქრონული მოცურავეები შეჯიბრებისთვის საცურაო კოსტიუმის შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ. არა მხოლოდ მასალა, არამედ ფორმა უნდა გაითვალისწინონ. ის უნდა იყოს მოსახერხებელი, მსუბუქი და ტანზე მიდგმული. როგორც წესი, სპორტსმენის ზურგი ღიაა, მაგრამ ჯვარედინი თასმები საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს. საცურაო კოსტიუმი თეძოებზე ღრმად ამოჭრილი თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, ეს დიზაინი სინქრონული ცურვისას ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს.8. ზოგიერთი შეჯიბრი განსაკუთრებული უნარების ფლობას მოითხოვს სინქრონული ცურვის შეჯიბრებებზე დაწესებულია მკაცრი მოთხოვნები არა მხოლოდ შესრულების ხანგრძლივობის და მაკიაჟის, არამედ სპორტსმენის ჩაცმულობის მიმართ. სავალდებულო ელემენტის კონკურსში გამარჯვებულებმა უნდა შეასრულონ კონკრეტული ფიგურები ჟიურის წინაშე, რომელიც მათ ტექნიკას აფასებს. მსაჯების ყურადღება არაფერმა უნდა გაფანტოს, მათ შორის კაშკაშა დიზაინმა. არავინ უნდა გამოირჩეოდეს, ამიტომ ამ შემთხვევაში სპორტსმენებს მოეთხოვებათ ჩაიცვან შავი საცურაო კოსტიუმი ყოველგვარი ლოგოტიპის გარეშე და თეთრი ქუდი.9. სპორტსმენები ცხვირის მომჭერს იკეთებენ, მაგრამ არა ყველა ცხვირის მომჭერი აუცილებელია იმისთვის, რომ ცხვირში წყლის შესვლა თავიდან აიცილონ. მოცურავეების უმეტესობა მას იყენებს იმის მიუხედავად, რომ ეს ცოტა უსიამოვნო შეიძლება იყოს. თუმცა ზოგი სხვა მეთოდს პოულობს, რომ ცხვირი წყლისგან დაიცვას. მაგალითად, ზედა ტუჩით ნესტოების დაფარვა. ასევე სპორტსმენს შეიძლება ეკეთოს ყურის დამცავი საცობი, რომ წყალი ყურებში არ ჩავიდეს.10. სინქრონული მოცურავეები გახელილი თვალებით ცურავენ. სინქრონულ მოცურავეებს დამცავი სათვალეების ტარება ეკრძალებათ, მაგრამ თვალები ყოველთვის ღია უნდა ჰქონდეთ, თუნდაც წყალქვეშ ყოფნისას. პროგრამის შესრულებისას მოცურავეს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს პარტნიორი გუნდში, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლოს პოზიციის გასწორება და გარკვეული მოძრაობების მომზადება.11. სპორტსმენებს მენსტრუაციის არ რცხვენიათ. ყველა გოგონას შეიძლება გამოცდილი ჰქონდეს უხერხული მომენტები, რომლებიც მენსტრუაციას უკავშირდება. იმის გამო, რომ სინქრონული მოცურავის საცურაო კოსტიუმი საკმაოდ ღიაა, ქვემოდან ტამპონის ძაფი შეიძლება ჩანდეს. ამ დროს დასახმარებლად მოდიან თანაგუნდელები, რომლებიც უხერხულ მომენტზე უთითებენ.ინტერვიუს დროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა კელსია უორელმა თქვა: "ჩვენ არ გვრცხვენია, ამაში არაფერია სამარცხვინო. იქ იმდენად დაუცველები ვართ ერთმანეთის წინაშე და იმდენად გახსნილები, რომ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად. მაგალითად, თუ ვინმეს ტამპონის ძაფი უჩანს, გუნდის სხვა წევრები ამის შესახებ აუცილებლად ეტყვიან". ასევე დაგაინტერესებთ: 1. 8 ფაქტი პროფესიონალური სირბილის შესახებ – გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდებათ 2. როგორ თქვა მორბენალმა უარი გამარჯვებაზე მორალური პრინციპების გამო 3. მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს 4. ბიჭი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ანტირეკორდი დაამყარა 5. 20+ სახალისო ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ სპორტი უცნაური და სასაცილოა 6. Forbes-მა დაასახელა 2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი 7. სპორტის ყველაზე უცნაური სახეობა 8. 14 ფოტო, როგორ შეიცვალა სპორტის სამყარო ბოლო 100 წლის განმავლობაში 9. სილამაზე საშინელი ძალაა: ცნობილმა სპორტსმენმა ქალებმა აჩვენეს, როგორ გამოიყურებიან კაბებში 10. ბოდიბილდერმა ქალური კაბა ჩაიცვა. ნახეთ, როგორ გამოიყურება უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1300 შეფასება არ არის |