x
image
Yoona
Mediator image
მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს

image

თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავისი სტანდარტების მიხედვით იდეალური ადამიანი შექმნას, ან მილიონობით ადამიანისთვის სამაგალითო გახდეს. მაიკლ ფელპსმა ეს არაერთხელ დაამტკიცა. მისი სახელი თითქმის ყველასთვის ცნობილია, ხოლო პროფესიონალურ სპორტში მას გამონაკლისის გარეშე ყველა იცნობს. მრავალრიცხოვანი მსოფლიო რეკორდის მფლობელი და ძლიერი პიროვნება - აი, როგორ აღწერენ ამ სპორტსმენს. რა გზა განვლო მან წარმატებისა და დიდების მისაღწევად? რა გახდა ფელპსის მამოტივირებელი ძალა და რა არის განსაკუთრებული აბსოლუტური ჩემპიონის აზროვნებაში?

მაიკლ ფელპსის ცხოვრება მხოლოდ სპორტი არაა. მაშინაც კი, თუ ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ ის წყალში დაიბადა, გაგიკვირდებათ, რომ მისი მთავარი ვნების გარეშე ის ჩვეულებრივ ცხოვრებით ცხოვრობს. გაინტერესებთ საინტერესო ფაქტები მისი ისტორიიდან?


1.ბავშვობაში მაიკლ ფელპსს წყლის ეშინოდა


სპორტსმენის ბავშვობის შიში გახდა იმის მიზეზი, რომ მაიკლი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თავით სპორტში გადაეშვა. ადრეული დიაგნოზი –ჰიპერაქტიურობა გულისხმობდა, რომ ფელპსი დაბნეული ადამიანი გაიზრდებოდა, რომელსაც კონკურენციის გაწევის და მიზნისკენ მისწრაფების უნარი არ ექნებოდა. თუმცა ცურვით დაკავებამ ბავშვის განკურნება შეძლო და მისგან აბსოლუტური ჩემპიონი გახადა. და რაო, კონკურენციის გაწევა არ შეუძლიაო?

2.სპორტსმენი არაადამიანური რაოდენობის საკვებს მიირთმევს

სინამდვილეში ამაში გასაოცარი არაფერი არაა, მაგრამ ციფრი მაინც შთაბეჭდილებას ახდენს. ამასთან, ფელპსის ნორმა ნებისმიერი ჯანსაღი მამაკაცის ნორმას 3-ჯერ აჭარბებს. მაიკლის დატვირთვის რაოდენობა უბრალოდ წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, მას გარკვეული რაციონის დაცვა სჭირდება. მსოფლიო ჩემპიონისთვის 10 ათასი კალორია დიდი არაფერია, არა?


3.ფელპსი რეპს უსმენს

შეიძლება ვინმემ მისი გემოვნება სპეციფიკურად მიიჩნიოს. თუმცა მაიკლ ფელპსმა არაერთხელ თქვა, რომ ეს მუსიკა (განსაკუთრებით ემინემის რეპი) ვარჯიშის და სერიოზული ცურვის წინ კონცენტრირებაში ეხმარება.


4.მაიკლ ფელპსი ზვიგენს ცურვაში შეეჯიბრა

ერთხელ, ფელპსი სატელევიზიო არხის Discovery გიჟურ პროექტს დაეთანხმა. სხვათა შორის, ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ ის ნამდვილ თეთრ ზვიგენს ეჯიბრებოდა. შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ მსოფლიო დონის მოცურავემ 2 წამიანი სხვაობით წააგო? ალბათ ის ზვიგენი ცნობილი გახდებოდა.. რომ არა ერთი მაგრამ. როგორც აღმოჩნდა, ზვიგენი ნამდვილი არ ყოფილა, არამედ – „დახატული“. კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით სპეციალისტებმა ზვიგენის მოდელი შექმნეს, რომელსაც რეალური მტაცებლის მაქსიმალურად ზუსტი პარამეტრები მიანიჭეს. აი, სწორედ მას შეეჯიბრა სპორტსმენი.

5.მაიკლ ფელპსმა 2000 წლიანი რეკორდი მოხსნა

ხანდაზმულობის ვადა არა მხოლოდ ზოგიერთ დანაშაულს, არამედ რეკორდებსაც არ აქვს, მან ერთ-ერთი ასეთი „ძველი“ მოცურავის, ლეონიდას როდოსის რეკორდი მოხსნა და რიოს ოლიმპიადაზე 13 გამარჯვება მოიპოვა.


image

6.მან კაზინოში 100 ათასი დოლარი მოიგო

როგორ ამბობენ? ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია? ფელპსის კიდევ ერთი გატაცება აზარტული თამაშებია. როგორც ჩანს, მას ცხოვრებაში ძალიან უმართლებს. მხოლოდ ერთ საღამოს მან ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში მსხვილი თანხის მოგება შეძლო.


7.ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მომენტი მისი კარიერიდან - ერთ ოლიმპიადაზე 8 ოქროს მედალი

2008 წელს პეკინში, ოლიმპიურ თამაშებში მაიკლ ფელპსმა ერთ ოლიმპიადაზე ოქროს მედლების რაოდენობით მარკ სპიტცის რეკორდის მოხსნა გადაწყვიტა. თუმცა მაიკლის ოცნება ოცნებად დარჩებოდა, რომ არა ფანტასტიკური გამარჯვება 100 მეტრიან დელფინის მეთოდით ცურვაში, სადაც მხოლოდ შეხებით, მხოლოდ 0, 01 წამით მოგება შეძლო. ადამიანის თვალისთვის ეს შეუმჩნეველი მომენტია, მაგრამ ამან ფელპსის ოქროს მედალი მოუტანა.


თავისი მერვე ოქროს მედალი მაიკლმა 4x100 ტალღური სტილით მოიგო, რომელიც ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს ნამდვილად ლეგენდარული მომენტი იყო. სხვათა შორის, ასეთ შედეგს არავინ ელოდა. ფლიპსი ისტორიაში შევიდა როგორც ადამიანი, რომელმაც ერთ ოლიმპიურ თამაშში 8 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება, პიროვნებაზე მნიშვნელოვან დაღს ასვამს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი ჩვენ გვტეხს, ზოგიერთი კი „თავიდან დაბადებას“ გვაიძულებს. დროის გასვლის შემდეგ როგორ შეიცვალა ამ სპორტსმენის აზროვნება?


„მე ვიღებ სიამოვნებას იმისგან, რასაც ვაკეთებ“

ასეთია მარტივი, მაგრამ ურყევი ჭეშმარიტება, რომელიც თითოეული ადამიანის ცხოვრების ამოსავალი უნდა იყოს. და სხვანაირად ბედნიერი როგორ უნდა გახდეთ?


„შეზღუდვები არ არსებობს - რაც უფრო მეტად გსურთ რაღაცას მიაღწიოთ, მით უფრო წინ წაიწევთ“, ხოლო „რეკორდები არსებობს იმისთვის, რომ ისინი გადალახოთ“.

როგორც საზღვრები, რომლებიც იმისთვის არსებობს, რომ ისინი დაარღვიო. ვერასდროს გაიგებთ რა შესაძლებლობას ფლობთ, სანამ ერთხელ არ გარისკავთ და არ ცდით.


„ნორმალური ცხოვრების ფორმულა სპორტის გარეშე არ არსებობს“

კონკრეტულად მაიკლ ფელპსის წარმატების ინგრედიენტი სპორტია. მაგრამ ყველა ადამიანს თავისი რეცეპტი აქვს. სწორედ ამიტომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რის გარეშე არის წარმოუდგენელი ნორმალური ცხოვრების ფორმულა.


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

2
1351
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1351
  
2018, 20 დეკემბერი, 22:58
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
2018, 20 დეკემბერი, 9:26
ბრწყინვალე სპორტსმენი!
0 1 2