სხვა როგორ თქვა მორბენალმა უარი გამარჯვებაზე მორალური პრინციპების გამო 2023, 27 ივლისი, 14:10 2012 წელს ესპანეთში გამართულ სირბილში შეჯიბრებისას კენიელი აბელ მუტაი მთელი რბოლა ლიდერობდა. როცა ფინიშამდე სულ რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, წარწერებში დაიბნა და იფიქრა, რომ რბოლა უკვე დაასრულა.
გულშემატკივრები ცდილობდნენ მინიშნებას, მაგრამ მან მათი ყვირილი მილოცვად მიიღო, რადგან ესპანური სიტყვაც არ ესმოდა. კენიელის უკან ესპანელი ივან ფერნანდესი მორბოდა. მან შეამჩნია, რომ ლიდერი შეყოყმანდა და რბოლა არ დაასრულა. გასწრების და პირველი ადგილის დაკავების ნაცვლად, ფერნანდესმა კენიელს პირდაპირ ფინიშისკენ უბიძგა. მოგვიანებით ინტერვიუში ესპანელმა თქვა, რომ ასეთ გამარჯვებაში აზრს ვერ ხედავდა, ამიტომ კენიელს დაეხმარა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ბიჭი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ანტირეკორდი დაამყარა 2. მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს 3. Forbes-მა დაასახელა 2023 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი 4. ბოდიბილდერმა ქალური კაბა ჩაიცვა. ნახეთ, როგორ გამოიყურება 5. 14 ფოტო, როგორ შეიცვალა სპორტის სამყარო ბოლო 100 წლის განმავლობაში 490 შეფასება არ არის |