x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136007
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510279
ერთხელ 2 "ექიმი" (ჰაუსი და როსი) ერთმანეთს შეხვდა...

ყველაზე სერიოზული კინო და სატელევიზიო პროექტებზეც კი, მსახიობები, კადრს მიღმა, ხშირად ხუმრობენ და გადასაღებ მოედანზე სახალისო განწყობას ქმნიან. ხან კი ისე ხდება, რომ სხვების გასამხიარულებლად, ერთმანეთს ხრიკებს უწყობენ, ან ერთს, მეორე მსახიობი ჩიხში შეჰყავს.

სწორედ მსგავსი რამ მოხდა, როდესაც გადასაღებ მოედანზე, ყველასთვის საყვარელი "ექიმები" ერთმანეთს შეხვდნენ:


image


ჯორჯ კლუნის კინო–კარიერა 1988 წ. დაიწყო, მაგრამ მისი ვარსკვლავური გზა, მას შემდეგ დაიწყო, რაც «სასწრაფოში» ( 19942009) ექიმი დუგ როსის როლზე დაამტკიცეს. «სასწრაფოს» პედიატრი მაყურებელმა, ეკრანებზე გამოჩენისთანავე შეიყვარა. მსახიობი ექიმის როლს 5 წლის მანძილზე ასრულებდა.

მეორე სახელოვანი «ექიმი», რომელმაც თანამდებობაზე 8 სეზონი, ანუ 8 წელი «გაქაჩა» (2004–2012), ჰიუ ლორი იყო და «თანამდებობა», ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა (სცენარის მიხედვით, ექიმი ჰაუსი კოჭლი იყო და მსახიობს, ფეხზე გამუდმებული ზეწოლის გამო, ქვედა კიდურები მართლაც დაუზიანდა).

და აი, ყოფილი «ექიმი», ერთმანეთს ფილმის – «მომავლის მიწა» (2015) გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და ჯორჯ ქლუნმა ჰიუ ლორთან სამედიცინო თემებზე დაიწყო საუბარი – ხან რას ეკითხებოდა და ხან რას, რითაც ჰიუს უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა, ირგვლივ მყოფებს კი ახალისებდა...

მოგვიანებით, ჰიუ ლორმა აღიარა, სამედიცინო სფეროდან არაფერი ახსოვდა. თუმცა, საუბრის თავაზიანად გაგრძელებას მაინც ცდილობდა: «"ექიმ ჰაუსში" სცენის შესრულებიდან, 10 წუთის შემდეგ, არაფერი მახსოვდა და მედიცინასთან დაკავშირებული ტექსტიდან, ერთი სიტყვის გამეორებაც არ შემეძლო. ჯორჯს კი, იმის მიუხედავად, რომ "სასწრაფო" ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე "ჰაუსი", დღემდე ბევრი რამ ახსოვს». ბოლოს კი დაამატა, რომ ერთადერთი, რაც «ჰაუსიდან» დარჩა – ეს მის მიერ განსახიერებული გმირის სიარულის მანერაა: «როდესაც ფილმში მიღებენ და რეჟისორი "მოტორს" ამბობს, კოჭლობას ვიწყებ. ძაღლს ვგავარ, რომელზეც ელექტროდებია მიმაგრებული».


image

არხის სხვა სიახლეები:


* ჰიტლერის ყველაზე დიდი სიყვარული და სხვა საინტერესო ფაქტები, ფიურერის ცხოვრებიდან

* 10 ფაქტი საკვების შესახებ (ზოგიერთი, უმჯობესია არ ვიცოდეთ)

* ის უცხოპლანეტელი იყო და შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მუშაობდა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0