x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509634
ჰიტლერის ყველაზე დიდი სიყვარული და სხვა საინტერესო ფაქტები, ფიურერის ცხოვრებიდან
«შეპყრობის ობიექტი»


ჰიტლერს სიგიჟემდე უყვარდა საკუთარი დისშვილი ანგელიკა მარია რაუბალი. 19 წლით უმცროსი გოგონა, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო.


imageანგელიკა მარია რაუბალი


ამასთან, რთული გასაგებია, რატომ?! თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, ანგელიკა არც გონიერებით, ხასიათით და თუ ფოტოების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა.


imageჰიტლერი 16 წლის დისშვილთან ერთად


გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ანგელიკას და მის ბიძას შორის, მხოლოდ პლატონური სიყვარული იყო (იმ დროს ჰიტლერი ევა ბრაუნს ხვდებოდა). ჰიტლერი გოგონას აღმერთებდა, გამუდმებით აკონტროლებდა და თაყვანისმცემლებს «უფრთხობდა». ჭორებიც, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია და კიდევ იმან, რომ როდესაც ანგელიკამ, 23 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ჰიტლერი ისეთ ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რომ მისმა თანამებრძოლებმა მდგომარეობიდან ძლივს გამოიყვანეს (მათ ჰიტლერი მიტინგზე წაიყვანეს). ამ ისტორიის შემდეგ, ჰიტლერი, რატომღაც ვეგეტარიანელი გახდა.


რატომ დაიმოკლა ულვაში?


ვიდრე ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა, ჰიტლერს ბევრად გრძელი და ფუმფულა ულვაშები ჰქონდა, ისეთი, როგორიც იმ დროს იყო მოდაში.



imageჰიტლერი ბავარიის ქვეითთა ​​პოლკში, I მსოფლიო ომის დროს


მაგრამ, ერთხელ, მისმა გრძელმა ულვაშმა, მომავალი ფიურერი, კინაღამ იმ ქვეყნად გაისტუმრა... I მსოფლიო ომის დროს, ქიმიური იარაღი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ჯარისკაცებს აირწინაღები ყოველთვის ჰქონდათ. მაგრამ, ჰიტლერმა, გრძელი ულვაშების გამო, რესპირაციული ნიღაბი სახეზე კარგად ვერ მოირგო და მოიწამლა.

ამ შემთხვევის შემდეგ, მან ულვაში დაიმოკლა და ასე გაჩნდა, ყველასთვის ცნობილი «ჰიტლერის ულვაშები».


ჰიტლერს პირად დაქვემდებარებაში 15 გოგონა – დეგუსტატორი იყო


30–იან წლებში, ანტიჰიტლერული ორგანიზაცია შეიქმნა, რომელშიც ის ადამიანები შედიოდნენ, ვინც ჰიტლერის იდეოლოგიას არ იზიარებდა და ომის წინააღმდეგებიც იყვნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ახალი ომი სახიფათო იყო გერმანიისთვის და ის, მათ ქვეყანას, ათობით წლით უკან დასწევდა. საერთო ჯამში, ჰიტლერზე თავდასხმის 42 შემთხვევა არის დაფიქსირებული და ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ჰიტლერმა უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები მიიღო. ყველაზე მეტად კი, მას მოწამვლის ეშინოდა.

ამიტომ, მას ახალგაზრდა გოგონების მთელი შტატი ემსახურებოდა, რომლებსაც მისთვის მირთმეული ყველა კერძი უნდა დაეგემოვნებინათ.


მოწევის წინააღმდეგ მებრძოლი


ჰიტლერმა, მსოფლიოში პირველმა, წამოიწყო მოწევის საწინააღმდეგო სამთავრობო კამპანია. ზომები, დაახლოებით, იგივე იყო, რაც დღეს: მოწევა იკრძალებოდა ტრანსპორტში, კაფე–ბარებში და სხვა საზოგადო ადგილებში.

შეამცირეს თამბაქო მეომრების რაციონშიც. ფრონტზე მოწევას ჰიტლერი არ კრძალავდა, მაგრამ ომის შემდეგ, არმიაში მოწევის აკრძალვას გეგმავდა.

მოწევასთან ბრძოლის მთავარი მიზეზი – იდეოლოგიური იყო. მოწევა მავნებელი იყო ქალის ჯანმრთელობისთვის, რადგან ორგანიზმი უფრო მალე ბერდებოდა. ხოლო, ნორმალური ქალს, ნაცისტური იდეოლოგების აზრით, ბევრი შვილი უნდა გაეჩინა.


დისნეის მულტფილმის მოყვარული


ჰიტლერს, როდესაც კარგ განწყობაზე იყო, When You Wish upon a Star მელოდიის სტვენა უყვარდა. ეს სიმღერა უოლტ დისნეის «პინოქიოდან» იყო, რომელიც ეკრანებზე 1940 წ. გამოვიდა.

ფიურერს ძალიან მოსწონდა დისნეის მულტფილმები და მან გებელსს, ბავშვებისთვის, სპეციალური პროპაგანდისტული მიმართულების შექმნა დაავალა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ის უცხოპლანეტელი იყო და შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე მუშაობდა

* 20 საინტერესო ფაქტი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

* მისი წინასწარმეტყველება საზოგადოებას შოკში აგდებს – 10 უკვე ახდა... კიდევ რას უნდა ველოდოთ?

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
497
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0