x
მეტი
  • 23.06.2024
  • სტატია:135536
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509825
რატომ ეკრძალებოდა ჩინეთის იმპერატორს ხარჭასთან ს#ესობრივი აქტი 30 წუთზე მეტხანს?

image


საიმპერატორო ჰარემები ჩინეთში უძველესი დროიდან არსებობდა, რათა სამეფო დინასტიის გაგრძელების მაქსიმალური შანსი გამოეყენებინათ.


image


საიმპერატორო ჰარემები მხოლოდ ფუფუნება და სიმდიდრე არ იყო. ისინი თავიანთი დროის სოციალური ნორმების, ღირებულებების და ჩინეთის ძალაუფლების დინამიკის ერთგვარი ანარეკლი იყო. ჩინური ჰარემი იყო ის ადგილი, სადაც პოლიტიკა და პირადი ურთიერთობები ერთმანეთში მჭიდროდ იყო გადაჯაჭული, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ქალები ერთ ჭერქვეშ იკრიბებოდნენ და ტახტის მომავალ მემკვიდრეებს ზრდიდნენ, მაგრამ იცით, რატომ იყო იმპერატორის სქესობრივი აქტი ხარჭებთან (როგორც მინის, ასევე ცინის დინასტიის ეპოქაში) მკაცრად განსაზღვრული 30 წუთით?




სასახლის მკაცრი წესების დაცვა თავად იმპერატორსაც კი უწევდა


image


ძველ ჩინეთში იმპერატორებს აკრძალულ ქალაქში ხშირად რამდენიმე ათასი ხარჭაც კი ჰყავდათ, რომლებიც იმპერატორის კეთილგანწყობას ელოდნენ. ქალების ასეთი დიდი რაოდენობის გამო ჰარემების მართვა მინის დინასტიის დროს მკაცრი და ინსტიტუციონალიზებული იყო. მინის ეპოქაში ორგანიზაციას, რომელიც იმპერატორის პირად ცხოვრებას მართავდა "ცინშიფანი" ეწოდებოდა, ხოლო უმაღლესი პასუხისმგებელი პირი იყო - პალატის საჭურისი ცინში, რომელიც იმპერატორის საძინებლის ყველა საქმის მართვაზე გახლდათ პასუხისმგებელი.


image


იმპერატორის ხარჭებთან და ცოლებთან აბსოლუტურად ყველა კავშირი მკაცრად კონტროლდებოდა, რომელსაც მართავდა და იწერდა საჭურისი ცინში. ყოველი ურთიერთობა დეტალურად უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, დაწყებული წლიდან დამთავრებული თვითა და დღით, როგორც მტკიცებულება შესაძლო ჩასახვის შესახებ, როცა იმპერატორი ვახშმობდა, საჭურისი მას ვერცხლის ლანგრით მას 12 ჯოხზე წამოცმულ ხარჭების სახელებს მიართმევდა, თუ იმპერატორი რომელიმე ხარჭასთან ღამის გათევას არ აპირებდა, ის საჭურის ეუბნებოდა: "გამერიდე." რის შემდეგაც თავდახრილი საჭურისი თავისივე ლანგრით ოთახიდან გადიოდა.


image



თუ იმპერატორს ხარჭასთან სქესობრივი აქტის დამყარება სურდა, ის 12 შეთავაზებული ჯოხიდან ირჩევდა ქალის იმ სახელს, რომელიც მას მეტნაკლებად ყველაზე მეტად მოსწონდა, შემდეგ კი მას ვერცხლის ლანგარზე გადმობრუნებული დებდა. ამის შემდეგ საჭურისი არჩეულ ხარჭასთან მიდიოდა და მას აბაზანის მიღებისკენ და ყველა საჭირო პროცედურის ჩატარებისკენ მიუთითებდა, რადგან ის უკვე იმპერატორის მიერ კურთხეულად ითვლებოდა, როდესაც იმპერატორის დასაძინებლად წასვლის დრო დგებოდა, საიმპერატორო სასახლეში მყოფი საჭურისი ხარჭას სამოსს ხდიდა, მის შიშველ სხეულს ყანჩას ბუბმულიან საბანში ახვევდა და იმპერატორის ოთახში მიყავდა. ეს უსაფრთხოების ზომა იმისთვის იყო მიღებულ რომ ვერც ერთ ქალს ვერ შეძლებოდა იმპერატორთან შეხვედრაზე გადამალული იარაღის ან შხამის შეტანა, ვინაიდან ერთხელ მინის დინასტიის ერთ- ერთი იმპერატორის მოკვლა ცუდი მოპყრობისთვის მისსავე ხარჭებმა ტანსაცმელში დამალული იარაღის საშუალებით სცადეს, და მას შემდეგ ქალებს იმპერატორის საძინებელში ტანსაცმლით შესვლა მკაცრად ეკრძალებოდათ.


image


"საქმეების" დასრულების მომლოდინე საჭურისი იმპერატორის ოთახთან ჯდებოდა და ყველა მონაცემს საგულდაგულოდ იწერდა, და რაც ყველაზე საყურადღებოა არის ის, რომ იმპერატორს და ხარჭას მთელი პროცესისთვის მხოლოდ 30 წუთი ეძლეოდა, რის შემდეგაც საჭურისი ყვირილს იწყებდა რომ "დრო ამოიწურა", თუ საჭურისი ამ სიტყვებს სამჯერ გაიმეორებდა და პასუხს ვერ მიიღებდა, მაშინ მას იმპერატორის ოთახში შესვლა და ხარჭის უკან წაყვანა უწევდა. ამავდროულად, ცინშიფანის სხვა საჭურისს უნდა დაეწერა ზუსტი დრო: დღე/თვე/წელი, როგორც მომავალი ორსულობის მტკიცებულება, თუ ეს ხარჭა 9 თვის შემდეგ ბავშვს გააჩენდა, მაშინ ამ ფაქტს სასახლეში მის მომავალ სტატუსზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო.





მაგრამ რატომ ეძლეოდა იმპერატორს და მის ხარჭას მხოლოდ 30 წუთი მთელი "პროცესისთვის"?


image


სინამდვილეში, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა.


პირველ რიგში, დროში მკაცრი შეზღუდვა იმისთვის იყო შემოღებული რომ იმპერატორს გადაჭარბებული სექსუალობით ბოროტად არ ესარგებლა "ოფიციალური ცოლის" გარდა კიდევ სხვასთან. შეგახსენებთ, რომ იმპერატრიცა ასევე მონაწილეობდა ხარჭების შერჩევაში, რომლებსაც შეეძლოთ იმპერატორის კურთხევის დამსახურება. იმპერატორი (მინის და ცინის დინასტიებიდან) საკუთარ ხარჭებს ხშირად თავისუფლადაც კი ვერ ხვდებოდა იმპერატრიცას ნებართვისა და დოკუმენტზე მისი ოფიციალური ბეჭდის გარეშე, ვინაიდან ჰარემში მას ხშირად ჰქონდა ვეტოს გამოყენების უფლება, რომელსაც ის იმპერატორსა და მის ხარჭებს შორის ურთიერთობის წინააღმდეგ იყენებდა.


image


მკაცრად განსაღვრული 30 წუთიანი ლიმიტი იმისთვის იყო შემოღებული რომ იმპერატორს მოესწრო "მთავარი საქმეების" გაკეთება, თუმცა ამავე დროს მას არ უნდა ჰქონოდა საშუალება რომელიმე ქალს კარგად გაცნობოდა და მას ძლიერად მიჯაჭვოდა, რათა სასახლეში სხვა ასობით და ათასობით ხარჭას შორის მყიფე წონასწორობა არ დაერღვია, ვინაიდან მინის დინასტიის აყვავებისას (1368–1644 წწ.) აკრძალულ ქალაქში თითქმის 40 000 ხარჭა ცხოვრობდა (დიახ, გიჟური ციფრია)! და ყველა ქალს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა მიეღო თანაბარი შანსი (თუმცა უმეტესობას ეს შანსი მთელი ცხოვრება არ ეძლეოდა)



image


საჭურისებს ასევე სჯეროდათ, რომ თუ იმპერატორს 30 წუთზე მეტი ხანი ხარჭასთან გასატარებლად მიეცემოდა, ძალიან სწრაფად მოიძებნებოდა ქალი, რომელიც მის მოხიბვლას შეეცდებოდა, რაც მისი და მისი ოჯახის სტატუსს აამაღლებდა, რასაც თავის მხრივ, ასევე შეეძლო პრობლემები გამოეწვია ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში თუ იმპერატორი მოულოდნელად მისი ერთ-ერთი ნათესავის გამოჩენილ ფიგურად ქცევას გადაწყვეტდა, ამიტომ უზენაესი ძალაუფლების ქონის შემთხვევაშიც კი იმპერატორის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის შეზღუდვა მოქმედებდა. შეიძლება თანამედროვე ადამიანს წარმოუდგენლადაც კი მოეჩვენოს ის ფაქტი, რომ მინის და ცინის დინასტიების თითქმის ყველა წარმომადგენელს ათასობით ხარჭასთან სქესობრივი აქტისთვის მხოლოდ 30 წუთი ეძლეოდა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ასეთი წესი მოქმედებდა ძველ ჩინეთში, რომელსაც ყველა იმპერატორი უსიტყვოდ ემორჩილებოდა.









0
621
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
621