x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
ცხოვრებისეული ბრძნული გამონათქვამები

image


"შენ შეგიძლია გააჩუმო 40 მეცნიერი, ერთი ფაქტის დასახელებით, მაგრამ ვერასოდეს გააჩუმებ 1 იდიოტს, სულ, რომ 40 ფაქტი მოუყვანო."




"გახსოვდეთ, რომ ბრბო, რომელიც ტაშს უკრავდა შენს მეფედ კურთხევას, ასევე დაუკრავს ტაშს შენთვის თავის მოკვეთას. ხალხს უყვარს სანახაობა."




"ბევრ ადამიანს უნდა შენთან ერთად ლიმუზინში ჩაჯდომა, მაგრამ მთავარი ისაა, ვინ ჩაჯდება შენთან ერთად ავტობუსში, როცა ლიმუზინი გაფუჭდება".


ოპრა უინფრი



"ის, ვინც არ აზროვნებს,

ფანატიკოსია, ვინც ვერ

აზროვნებს _ სულელი

და ვინც ვერ ბედავს

აზროვნებას _ მონა."

ჯორჯ ბაირონი



კაცმა დაკარგა ცხენი, მეზობელმა თანაუგრძნო

-“ვწუხვარ ცხენი რომ დაგეკარგა, ალბათ მგლებმა შეჭამეს უკვე“

- “ნუ ჩქარობ, რა იცი რა ხდება“- მიუგო ცხენის პატრონმა.

მეორე დღეს ცხენი დაბრუნდა, ცხენების ფარა გამოიყოლა თან.

-“რა კარგია, გილოცავ გამდიდრებულხარ“ -გამოეხმაურა მეზობელი

-“ნუ ჩქარობ, რა იცი რა ხდება."

მეორე დღეს ცხენის პატრონის ბიჭი მოახტა ცხენს გააჭენა, გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა.

-“რა სამწუხაროა“ - გულისტკივილი გამოთქვა მეზობელმა

-“ნუ წუხხარ, რა იცი რა ხდება“ - მიუგო ცხენის პატრონმა.

მეორე დღეს დაიწყო საყოველთაო გაწვევა ომში, ყველა წაიყვანეს ცხენი პატრონის ფეხმოტეხილი შვილის გარდა...

----------------------------------------

მორალი...

რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდაა, რამეთუ ღმერთმა უკეთ იცის სწორი და მოკლე გზა ჩვენ დასახმარებლად.ნუ ჩაეციკლებით თუ ცუდი ხდება ახლა

-“ რა იცი რა ხდება“ - იქნებ სამყარო ბედნიერებისთვის გამზადებს..."





"გაინტერესებთ როდის იტყუებიან ყველაზე მეტს?

ომის დროს;

არჩევნების წინ;

ნადირობის შემდეგ.

ასე რომ, ბოლომდე არასოდეს დაიჯეროთ ასეთ სიტუაციებში ნათქვამი მთელი გულითა და გონებით.

ოტო ფონ ბისმარკი



"არ შეგეშინდეს ადამიანების დაკარგვის. გეშინოდეს საკუთარი თავის დაკარგვის იმის მცდელობაში, რომ სხვას ასიამოვნო."



"თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან".


"არ შეუსწორო უგუნურს, თორემ შეგიძულებს. შეუსწორე გონიერს და ის დაგაფასებს.


"ქალები იტყუებიან, რათა საკუთარი გრძნობები დამალონ, კაცები – იმიტომ, რომ აჩვენონ გრძნობები, რომლებიც არ აქვთ.


"ერთხელაც, მიიხედავ უკან და საკუთარ თავზე მოგეშლება ნერვები. დაინახავ, რამდენ რამეს ითმენდი და როგორ იტყუებდი თავს, მხოლოდ იმიტომ, რომ შეგენარჩუნებინა ისინი, ვინც გამარჯობის თქმის ღირსიც არ იყვნენ შენგან."



"არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს ისე მდიდარი, რომ სხვისი ყიდვა შეძლოს და არც ისე ღარიბი, რომ თავის გაყიდვა მოუწიოს"

ჟან ჟაკ რუსო



"ცოდვებს ჩუმად სჩადიან... მარხვას ხმამაღლა იცავენ."



"საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა, მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია"

0
307
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0