ქალი და მამაკაცი ქალი ბავშვობაში თავის მომავალი ქმრის ქორწილში იყო და არ ახსოვდა ამის შესახებ 22 მაისი, 18:44 ![]() ინდონეზიელმა ქალმა აღმოაჩინა, რომ ბავშვობაში ქმრის ქორწილს სტუმრობდა 24 წლის რენატა ფადეას ქმარი მასზე 38 წლით უფროსია. ერთ დღეს ის ათვალიერებდა ალბომს, სადაც ქმრის მეორე ქორწილის ფოტოები იყო და უცებ იქ აღმოაჩინა საკუთარი თავი. აღმოჩნდა, რომ ცხრა წლის ასაკში იგი სტუმრად იყო შორეული ნათესავის ქორწილში, რომელიც მოგვიანებით მისი ქმარი გახდა. ![]() მათ შეუყვარდათ, დაქორწინდნენ და 2023 წელს ვაჟი შეეძინათ. ფადეა ირწმუნება, რომ მას გულწრფელად უყვარს 62 წლის ქმარი, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა. ![]() ინდონეზიაში საკმაოდ გავრცელებულია ადრეული ქორწინება . UNICEF-ის მონაცემებით, ამ ქვეყნის ქალების მეოთხედი 18 წლამდე ქორწინდება. 2019 წლამდე ინდონეზიის კანონმდებლობაში არ იყო გათვალისწინებული ქორწინების მინიმალური ასაკობრივი ზღვარი, ამიტომ ბევრ გოგონას 16 წლამდე გათხოვების უფლებას აძლევდნენ. 156 2-ს მოსწონს
|