x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135375
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509663
"მაგას ნიშნავს შოთაძის გადადგომა... არაფერს სხვას" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი ირაკლი შოთაძის მიერ გენერალური პროკურორის პოსტის დატოვებას პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნულ გადაწყვეტილებას შემდეგი მოტივით ხსნის:


"ვისაც წაგებული მთავრობის პროკურორობის ძალის სჯერა და ფიქრობს რომ შოთაძე ამიტომ მოხსნეს, რომ ახალი ვადით წაგების მერეც იყოლიონ თავისი, ანალიზთან მწყრალადაა.


ბიძინამ თუ წააგო, პირობითი “შოთაძე” გინდ ყოლია გინდ არა.


პ.ს. ირღვევა, და მაგას ნიშნავს ამ კრიზისში შოთაძის გადადგომა. არაფერს სხვას. ყველა უნდა მიყვეს, ვისაც საკუთარი ოჯახი უყვარს."- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან "ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის" გამო მიიღო.


"ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით" - წერს აწ უკვე ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.






0
367
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
367