საქართველო ერთი წამით დავუშვათ, რომ "ქართულმა ოცნებან" დათმო ეს კანონი და გაიწვია"-ბაკურ სვანიძე 24 მაისი, 21:18
"ერთი წამით დ ა ვ უ შ ვ ა თ, რომ "ქართულმა ო ც ნ ე ბ ა მ" დათმო ეს კანონი და გაიწვია! გეტყვით, როგორ მოხდება ა მ ე რ ი კ ი ს მხრიდან საქართველოსთვის ვ ი ზ ე ბ ი ს ლიბერალიზაციის პროცესი - 2025 წელს აშშ კონგრესი შეიტანს წინადადებას, რომ საქართველო აღიარებული იქნას, როგორც ვიზალიბერალიზაციისთვის მზად მყოფი ქვეყანა!
2028 წელს აშშ ს ე ნ ა ტ ი დაადასტურებს ამ წინადადებას. 2030 წელს მოხდება მისი რატიფიკაცია. 2034 წელს "გახსნიან მოლაპარაკებებს" საქართველოსთვის ვიზების გამარტივების შესახებ. 2042 წელს დასრულდება საქართველოსთან პ ი რ ვ ე ლ ა დ ი მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციაზე და დაიწყება დ ა ს კ ვ ნ ი თ ი ეტაპი მოლაპარაკებებისა... 2045 წელს აღინიშნება ავანტიურისტი ს ტ ა ლ ი ნ ი ს მიერ ჰ ი ტ ლ ე რ ი ს ომისკენ წაქეზებისა და ჰუმანისტი დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 8 მაისს მსოფლიოში ფაშიზმისა და კომუნიზმის ბოროტების დამარცხების 100 წლისთავი! აჰ, უი, ამერიკასთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ვწერდი და ეს რა შუაშია? რა ვიცი, აბა, თუ ძმა ხარ, 2045 წელს ვიღას ემახსოვრება საქართველოსთვის ვიზების გამარტივების თემა... და თუ მაინც მივაწვებით, აშშ კონგრესი დაადგენს, რომ საქართველომ ამ ბოლო 20 წლის მანძილზე გ ა დ ა უ ხ ვ ი ა დემოკრატიისკენაღებულ კურსს და თუ გვსურს ვიზალიბერალიზაცია, ამ კურსს უნდა დ ა ვ უ ბ რ უ ნ დ ე თ, რათა ამერიკამდ ა ი წ ყ ო ს ჩვენთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი!"-წერს ირონიულად სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე. 590 5-ს მოსწონს
|