x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ულამაზესი გოგოები ლურჯი თვალებით, რომელთა სილამაზე შთაგონების წყაროდ ხშირად ქცეულა

image

ადამიანის ხასიათს, ბუნებას თუ ზნეს თვალების ფერი არ განსაზღვრავს, შესაბამისად თვალის ფერი არ შეიძლება პრიორიტეტული იყოს ადამიანის შეფასებაში.
ყველას ისეთი მოსწონს სასურველი ადამიანი, როგორიცაა ის რეალურად და არა მგონია ვინმე თვალის ფერის მიხედვით ეძებდეს ცხოვრების მეორე ნახევარს.
არც ისეა მამაკაცებს კარგი აღნაგობის ქალები არ ერჩივნოთ მძიმეწონოსან, ცელულიტიან ქალებს, ასევე ვის ლურჯი თვალების მქონე ქალები მოწონს, ვის თაფლისფერთვალება, ვის შავთვალება და ვის ღია ფერის თვალებიანი.

"ცოდვა გამხელილი ჯობიაო", ყოველთვის მიზიდავდა ლურჯი თვალების მქონე გოგონები, მართალია მომავალი მეუღლე თვალის ფერით არ მიძებნია, მაგრამ მისმა ლურჯმა თვალებმა უზარმაზარი სტიმული მომცა, ის გამხდარიყო ჩემი ცხოვრების მეგზური და საბედნიეროდ ასეცაა.

სხვათაშორის თავად ქალებისგან მსმენია, ნეტავი ლურჯი ფერის თვალები მქონდესო და ამ "პრობლემას" ლურჯი ლინზების ჩასმით აგვარებენ.
გვინდა თუ არა ამისი საჯაროდ თქმა ფაქტია, რომ ლურჯი ფერის თვალები ქალს განსაკუთრებულად შარმიანს ხდის, ლურჯი თვალები უამრავი პოეტის შთაგონების წყაროც გამხდარა, მარტო კონსტანტინე გამსახურდიას ეს ლექსი რად ღირს?

“ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას, ” – კონსტანტინე გამსახურდიას ეს ლექსი ქართული პოეზიის მოყვარულთა უმრავლესობამ ზეპირად იცის:
“ზღვისფერი გაქვს თვალები და
თავად გავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და,
მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე
თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა
და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს,
შენ სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ, მოღალატევ,
მაგ ნაფერებ ქმარს
ზღვისფერი გაქვს თვალები
და თავად ჰგავხარ ზღვას…”…

მე არ ვიცი ეს ლექსი რეალურად ვის მიუძღვნა კონსტანტინემ, მაგრამ აუცილებლად ლამაზ ქალს, რომ მიუძღვნიდა ფაქტია, კონსტანტინეს გემოვნება არ დაეწუნებოდა, როგორც მისი ეპოქის ადამიანები წერენ.

ასეთი ფერის თვალების მქონე ქალებს დაუწერენ ლექსს აბა რა იქნება?

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



























0
104
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
104