x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
იცით, რას იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე?
ჩვენმა წინაპრებმა არ იცოდნენ სიტყვა „კომფორტი“, მაგრამ მისკენ მიისწრაფოდნენ. ისტორიის მანძილზე კაცობრიობა აუმჯობესებდა ყოფას და ამას დღემდე აგრძელებს. ბევრი, ჩვენთვის ნაცნობი და ბანალური რამ წარსულის ადამიანებისთვის მიუწვდომელი იყო. მათ შორისაა ტუალეტის ქაღალდი. თუმცა მისი არარსებობა არ ნიშნავს, რომ ადრე არ იცავდნენ ჰიგიენის წესებს. უბრალოდ საკუთარი წესები ჰქონდათ.



image

რომაული საზოგადოებრივი ტუალეტი



გამოსავალის ძიებაში



ათასობით წლის განმავლობაში კლიმატის, კულტურის და სოციალური სტატუსის მიხედვით იყენებდნენ სხვადასხვა ნივთს ჰიგიენური მიზნებისთვის. ბერძნები იყენებდნენ გლუვ კენჭებს, სკანდინავიელები – მატყლს, პოლინეზიელები – მოლუსკების ნიჟარებს ან ქოქოსის ნაჭუჭს.



image




ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ინდიელები იყენებდნენ სიმინდის ფოთლებს და ტაროს, ეგვიპტელები პაპირუსს, ხოლო იაპონელები ლითონის ბრტყელ ჩხირებს. ისლამურ და ინდუისტურ კულტურაში უწმინდურობა ირეცხებოდა მარცხენა „ბინძური“ ხელით და წყლით.



ძველი რომი და საბერძნეთი



პირველი საზოგადოებრივი ტუალეტი, ლატრინე, რომის იმპერიაში გამოჩნდა. წარმოადგენდა ოთახს, კედლის გასწვრივ დასაჯდომი ადგილით. მოსაქმებისას რომაელები ერთმანეთის მოპირდაპირედ ისხდნენ და უახლეს ამბებსა და ჭორებს განიხილავდნენ.



image

ძველი რომაული ტუალეტის ნანგრევები



ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებდნენ სპეციალურ ჯოხს ბოლოში ღრუბლით. პროცედურის დასრულების შემდეგ ჯოხი თავსდებოდა მარილიანი წყლით ან ძმრით სავსე ჭურჭელში.



imageტუალეტის ქაღალდის ანტიკური ანალოგი



რომაელებმა ძველი ბერძნებისგან ისესხეს ტუალეტები. ელინებს შორის ტუალეტში შესვლა დიდგვაროვნების პრივილეგია იყო და უბრალო ხალხისთვის მიუწვდომელი იყო. კუნძულ კრეტაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ტუალეტი კანალიზაციის სისტემის პროტოტიპით, რომელიც 4 ათასი წლისაა. შედგებოდა თიხის კასრისგან ხის საჯდომით. ტუალეტის შიგთავსი ხვდებოდა ზღვაში ჩამავალი წყლით სავსე ქვის ღარში.



ჩინეთი – ტუალეტის ქაღალდის სამშობლო

ისტორიკოსებისთვის ცნობილია, რომ ტუალეტის ქაღალდი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 105 წელს ჩინეთის იმპერატორის ჩაი ლუნის დიდგვაროვანმა გამოიგონა. ჰიგიენური მიზნებისთვის ქაღალდის ფართო გამოყენება დაიწყეს 589 წელს. ჩინელმა მოაზროვნემ იან ჟიტუიმ 589 წელს მოუწოდა თანამემამულეებს არ გამოეყენებინათ ფურცლები ბრძენების ტექსტით და მათი სახელებით.



imageჩინური ბრინჯის ქაღალდის რულონები



ეს ჰიგიენური საშუალება მხოლოდ 1391 წელს გაიხსენეს. მინის იმპერიული ოჯახის მომარაგების სამსახურმა გამოთვალა, რომ მმართველების საჭიროებისთვის წელიწადში 70x90 სმ ზომის 15 ათასი სურნელოვანი ფურცელი იხარჯებოდა. იმ დროს ქაღალდი ძვირი ღირდა, მაგრამ იმპერატორის კარისკაცებმა ასევე შეუკვეთეს 720 ათასი ფურცელი თავისთვის.



ტუალეტის ქაღალდის გამოგონება



თანამედროვე ტუალეტის ქაღალდი, როგორიც დღეს ვიცით, ტუალეტის გამოგონებიდან 3 საუკუნის შემდეგ გამოიგონეს. 1857 წელს ამერიკელმა მეწარმემ ჯოზეფ გაიეტიმ დაიწყო ალოეს წვენით გაჟღენთილი „სამკურნალო ქაღალდის“ გაყიდვა, როგორც საშუალება ბუასილით დაავადებული ადამიანებისთვის. მანამდე ევროპელები და ამერიკელები იყენებდნენ გაზეთებს, სარეკლამო ბროშურებს, ხავსს, ოროვანდს, ძაფის ხვეულას, მრავალჯერადი გამოყენების ქაღალდის პირსახოცს.



imageტუალეტის ქაღალდი, დამზადებული ბუკლეტის სახით



ჯოზეფ გაიეტის ბიზნეს იდეა ჩავარდა, მაგრამ წლების შემდეგ იგი განახორციელეს დიდ ბრიტანეთში, სადაც გაიხსნა „წმინდა ანდრიას ქაღალდის ქარხანა“, რომელიც ჰიგიენური ქაღალდის რულონების პირველ მასობრივ მწარმოებლად ითვლება.



imageტუალეტის ქაღალდი, რომელსაც მე–20 საუკუნის 60–იან წლებში კომპანია Nokia აწარმოებდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ არ შეიძლება დაბანა, როცა სარეცხი მანქანა ჩართულია

როცა ატრიას კიდებდნენ: სპაგეტის წარმოება მე–20 საუკუნის დასაწყისში

ენას კბილი დააჭირე ან რკინის ნიღაბი ჭორიკანების დასასჯელად შუა საუკუნეებში

რა არის დაისუგი ან როგორ მივიღოთ ხის მასალა ტყის გაჩეხვის გარეშე

მეცნიერებმა ამოხსნეს კალიფორნიის კროულის ტბის სვეტების საიდუმლო

0
8769
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
8769