x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137609
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
მეცნიერებმა ამოხსნეს კალიფორნიის კროულის ტბის სვეტების საიდუმლო
კალიფორნიის კროულის ტბა პოპულარული ტურისტული ადგილია. არა, აქ სანაპიროზე არ დადიან, რადგან ეს სიკეთე შტატში საკმარისად ბევრია. ტბა ცნობილია თავისი უნიკალური გრეხილი სვეტებით, რომლებიც მხარს უჭერენ ფლატეებიან ნაპირს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ბუნებრივი წარმონაქმნია, რომელშიც ადამიანის ხელი არ ურევია. და მაინც, ასეა. კროულის ტბის კოლონადა შეიქმნა ბუნების ძალების წყალობით, რომლებიც ქვაზე მუშაობდნენ მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.



image



გრეხილი სვეტები ვერტიკალურად დგას და ერთი და იგივე დიამეტრი აქვს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ძველმა ხუროთმოძღვრებმა ამოკვეთეს. კოლონადა რომაულს ან ბერძნულს ჰგავს, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა, მაგრამ მაინც კარგად შემონახულია. ტბის სტუმრები ყოველთვის ვერ იჯერებენ გიდის სიტყვებს, ხშირად კამათობენ ამ სვეტების წარმოშობის შესახებ.



image




კროულის ტბა მეცნიერული თვალსაზრისით ტბა არ არის. ეს არის ხელოვნური წყალსაცავი, რომლის წყლის დონე რეგულირდება კაშხალის ჩამკეტებით. კროულის წყალსაცავი 1941 წელს ჩამოყალიბდა ლონგ–ველის კაშხალის აგებისას. მანამდე აქ ერთი ჩვეულებრივი მდინარე ოუენსი მიედინებოდა.



image



როცა წყალი ამოიწია, ტერიტორია, სადაც ახლა საოცარი კოლონადა მდებარეობს, წყლის ქვეშ მოექცა. წყალსაცავს ხან ბოლომდე ავსებდნენ, ხან წყალს უშვებდნენ. დანალექი ქანების სანაპირო ზოლმა დაიწყო ნგრევა წყლის, ქარის და ტემპერატურის ცვლილებების გავლენის შედეგად.



image



რბილი ქანები უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე მკვრივი სტრუქტურები. მალე ბუნების ძალებმა ამოიღეს ყველაფერი „უსარგებლო“, დატოვეს მხოლოდ გამძლე ქვის სვეტები.



image



მეცნიერებმა ეს სწრაფად დაადგინეს და ამ პროცესის დაკვირვება ახლაც შესაძლებელია. მაგრამ გეოლოგებმა ახლახან გაარკვიეს, როგორ აღმოჩნდა სხვა ქანების ვერტიკალური სვეტები დანალექ ქანებში. ეს ყველაფერი ცივი მდნარი წყლის და ცხელი ვულკანური ფერფლის ურთიერთქმედებას უკავშირდება.



image



ბუნებრივი სასწაულის მეცნიერული ახსნა



დაახლოებით 760 ათასი წლის წინ იქვე იყო მოქმედი ვულკანი. ვულკანური აქტივობის გამო თოვლი გადნა. მდნარი წყალი ცხელი ვულკანური ფერფლის ფენაში ჩაედინებოდა. ამ ურთიერთქმედების შედეგად შეიქმნა ქანი, რომელიც თავისი თვისებებით ცემენტს წააგავს.



image



ამ „ცემენტისგან“ დამზადებულ სანაპიროს არ აშინებს წყალი, ყინვა, სიცხე და ქარი. სვეტების მიერ დაკავებული ფართობი 400 ჰექტარზე მეტია. მეცნიერებმა უკვე დათვალეს 5000 სვეტი. მათ უმეტესობას აქვს სპირალური ფორმა, მაგრამ გლუვი ვარიანტებიც გვხვდება.



image



ხალხი ხშირად უწოდებს ამ ადგილს კალიფორნიის პომპეის. კოლონადა ზომის ზრდას აგრძელებს, რადგან წყალი ნაპირის ხელუხლებელ უბნებს აღწევს.



ასევე დაგაინტერესებთ:

20 წარმოუდგენელი რამ, რაც შეგიძლიათ ნახოთ ისლანდიაში

ტოპ 10 ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი მსოფლიოში

დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ

ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ

აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება


0
265
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
265