„ყინულის ქვეყანაში“ გამგზავრებისას, მზად უნდა იყოთ ბევრი სიურპრიზისთვის. ისლანდია დაიპყრობს თქვენს გულს ბუნების სილამაზით, თვითმყოფადობით და საკმაოდ რბილი კლიმატით არქტიკული სახელმწიფოსთვის.

გაინტერესებთ, რა აოცებთ ყველაზე მეტად ამ ქვეყნის სტუმრებს?
1. პლასტმასის ბოთლის დიზაინი, რომელიც აისბერგს ჰგავს
უჩვეულო რამ უკვე ხდება ისლანდიისკენ მიმავალ გზაზე: თვითმფრინავის სალონში მგზავრებს სთავაზობენ სასმელ წყალს პლასტმასის ბოთლებში, რომელიც აისბერგს ჰგავს.
2. ფუტურისტული განათება ჩრდილოეთის ციალის სახით

თვითმფრინავის სალონში სუფევს სპეციალური ატმოსფერო, რომელსაც ჩრდილოეთის ციალის მსგავსი სპეციალური განათება ქმნის.
3. ჯადოსნური ჩრდილოეთის ციალი

ისლანდიაში ყველა ვიზიტორს ისე არ უმართლებს, რომ პოლარული ციალის ჯადოქრობა დაინახოს. გახსოვდეთ, ცაზე დაუვიწყარი შოუ სექტემბრიდან აპრილამდე იმართება.
4. უჩვეულო საგზაო ნიშნები

ქვეყნის იდენტობამ შეაღწია ისეთ ადგილებშიც, როგორიცაა საგზაო ნიშნები.
5. გენდერული პოლიტიკა საგზაო ნიშნებზე

თვითმყოფადობა ხელს არ უშლის დემოკრატიას, გენდერულ თანასწორობას და ბევრ სხვა რამეს. ეს ყველაფერი აისახება ისეთ წვრილმანებშიც, როგორიცაა საგზაო ნიშნები.
6. არ მოისაქმოთ!

ღია ველში ტუალეტის არარსებობა მიზეზი არაა, რომ შესაფერისი ბუჩქი მოძებნოთ.
7. წარმოუდგენლად რომანტიული შუქნიშანი

აკურეირის მაცხოვრებლები არ განიცდიან უარყოფით ემოციებს, როდესაც წითელ შუქნიშანს ხედავენ. ასეთი სიგნალის დარღვევა არავის სურს.
8. ასეთი განსხვავებული საცალფეხო გადასასვლელები

თითქოს, რა შეიძლება იყოს უფრო ბანალური, ვიდრე „ზებრა“ გადასასვლელი? ისლანდიაში კი ასეთი უჩვეულო საცალფეხო გადასასვლელები შეგხვდებათ.
9. ღობე ფანჯრით

ღია და კეთილმეზობლური ურთიერთობები რიგითი ისლანდიელების ცხოვრებაში – დიდი ფანჯარა ღობეზე.
10. მაკდონალდსი – სამუზეუმო ექსპონატი

ისლანდიაში კარტოფილი ფრის და ჩიზბურგერის ჭამა შეუძლებელია. 2009 წელს მაკდონალდსის პროდუქცია აკრძალული გახდა. კარტოფილი ფრის და ჩიზბურგერის ბოლო პორცია სამუზეუმო ექსპონატად გადაიქცა.
11. ისლანდიაში გვხვდება ცისფერთვალება ცხენები

თუ ცხენების მოყვარული ხართ, მაშინ იცით, რა უჩვეულოა ცისფერთვალება ცხენები. მხოლოდ აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ციური ფერის მქონე ცხენებს.
12. ბუნებამ „ყინულის ქვეყანას“ აჩუქა მრავალფეროვანი მინერალები

ისლანდიაში ფეხით სეირნობის შემდეგ სახლში შეიძლება დაბრუნდეთ უცნაური აღმოჩენით – უჩვეულო მინერალით. სათანადო გაფორმებით ნებისმიერი ინტერიერის ღირსეული ნაწილი გახდება.
13. სავაჭრო აპარატი ლუდის მოყვარულთათვის

ისლანდიაში ბევრი არამსმელია. დაახლოებით 20 წლის წინ აქ ლუდის გაყიდვის უფლება მიიღეს და „მშრალი“ კანონი გააუქმეს. ამ სავაჭრო აპარატში შეგიძლიათ შეიძინოთ ბოთლი ან მთელი ყუთი ლუდი.
14. რეკლამის ნაცვლად – გზამკვლევი, როგორ უნდა შეკრათ ჰალსტუხი

რეიკიავიკის მეწარმეები სარეკლამო ადგილებისთვის არ იბრძვიან. სავაჭრო ცენტრში კედელი გადააქციეს გზამკვლევად, როგორ უნდა შეკრათ ჰალსტუხი.
15. თანამშრომელი კატა – თაგვების დამჭერი

სნეფელსნესის ნახევარკუნძულზე Fosshotel-ში დაასაქმეს კატა თაგვების დასაჭერად. უჩვეულო თანამშრომელს სპეციალური ბეიჯიც აქვს. სასტუმროს ყველა თაგვის რისხვას ინსტაგრამზე საკუთარი გვერდიც აქვს.
16. მონეტები ზღვის ცხოველებით

თევზაობა ქვეყნის უძველესი საქმიანობაა. ალბათ ამიტომაც ამშვენებს საზღვაო ფაუნის წარმომადგენლები ისლანდიურ მონეტებს.
17. ბალახი სახურავზე თბოიზოლაციას უზრუნველყოფს

პირველად ისლანდიაში დაიწყეს სახლის სახურავზე მცენარეების და ბალახის გაზრდა ხე–ტყის ნაკლებობის გამო. დღეს მოწინავე ქვეყნები სწავლობენ ისლანდიის გამოცდილებას მწვანე სახურავების სფეროში.
18. ისლანდიური ავიაკომპანია თვითმფრინავებს ვულკანების სახელებს არქმევს

ფრენის დროს მგზავრებს შეუძლიათ წაიკითხონ არა მხოლოდ ვულკანის აღწერა, არამედ მისი რთულად წარმოსათქმელი სახელებიც ისწავლონ.
19. ისლანდია – ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა

პატარა სახელმწიფო მრავალი წელი რეგულარული ჯარის გარეშე არსებობს. აქ პოლიციელებს მოწყენილობა კლავთ. ხანდახან მორიგეობის დროს ერთობიან.
20. ზრუნვა ყველასა და ყველაფერზე

ისლანდიაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობთ მზრუნველობას, თვითმფრინავიდან დაწყებული. მაგალითად, კიდევ სად შეძლებთ ხელების გაშრობას ისე, რომ ონკანს არ მოშორდეთ?

სახლში დაბრუნებისას ყველა ტურისტი ფიქრობს სუვენირებზე. ყურადღება მიაქციეთ ქილებს ისლანდიის მთის ჰაერით. მათთან ერთად ნამდვილად არ მოგიწევთ ბარგის წონის გადაჭარბების გამო გადახდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ
17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია
საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე