x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამყარო ოპტიმისტებს ეკუთვნით, პესიმისტები კი, მხოლოდ მაყურებლები არიან – ბრძნული ციტატები ბედნიერებაზე

ბედნიერება – სულისა და ტვინის მდგომარეობაა... და თუ ადამიანი სულში ბედნიერებას ვერ გრძნობს, ამ მდგომარეობის გამოსწორება, ტვინით შეუძლია, თუ წარმოიდგენს რომ ბედნიერია. მართალია, თავდაპირველად, ეს მოჩვენებითი ბედნიერება იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში, შედეგს აუცილებლად იგრძნობს. და ვიდრე ასეთი მომენტი დადგება, ეს ციტატები დაგეხმარებათ, რომ თავი უფრო მშვიდად და ბედნიერად იგრძნოთ:


რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ცოტა რამ არის ამ ქვეყანაზე, რაც მნიშვნელოვანი, დიდი ხნის მანძილზეა.

რემარკი

ის რასაც მშვიდად აღიქვამთ, თქვენს მართვას ვერ შეძლებს.


სამყარო ოპტიმისტებს ეკუთვნით, პესიმისტები მხოლოდ მაყურებლები არიან...


image


როდესაც ზღვას დიდი ხნის მანძილზე უყურებთ, ადამიანები გენატრებათ, ხოლო როდესაც ადამიანებს უყურებთ, დიდ ხნის მანძილზე – ზღვა.

ჰარუკი მურაკამი


ვინც იღებს – ხელს ავსებს
ვინც გასცემს – ავსებს გულს


რაც უფრო სულმდაბალია ადამიანი, მით უფრო მაღლა სწევს ცხვირს. ის ცხვირით მიისწრაფვის იმისკენ, რასაც სული ვერ შესწვდა.

ომარ ხაიამი


ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს პაუზები. ისეთი პაუზები, როდესაც ცხოვრებაში არაფერი ხდება – უბრალოდ, ზიხარ და სამყაროს უყურებ, ხოლო სამყარო, შენ გიყურებს.

კარლ რენცი


image


ღმერთმა უკეთესად იცის, ჩვენთვის რა არის კარგი და რა ცუდი. ადრე, თუ გვიან, ის საჭირო ადამიანებს შეგვახვედრებს და დაგვაშორებს მათ, ვისთანაც ურთიერთობა გვავნებს, ან სარგებელს არ მოგვიტანს.


ბედნიერება ყველასთან მოვა. აუცილებელი არ არის ეს კვირის განსაზღვრულ დღეს, ან წლის წინასწარ დაგეგმილ თვეში მოხდეს. მაგრამ, აუცილებლად მოულოდნელად მოვა...


არ არსებობს ბედნიერების გასაღები. მისი კარები ყოველთვის ღიაა...

დედა ტერეზა


სუსტი შურს იძიებს, ძლიერი აპატიებს, ხოლო ბედნიერი – დაივიწყებს.


სიგარეტის კოლოფზე – "მოწევა კლავს" ნაცვლად, "ბედნიერები არ ეწევიან", უნდა ეწეროს!


image


ბედნიერ ადამიანებს ყველაფერი საუკეთესო არა აქვთ, მაგრამ ისინი იღებენ საუკეთესოს იქიდან, რაც აქვთ.


ნუ შეაჩერებთ იმას, ვინც მიდის და ხელს ნუ ჰკრავთ იმას, ვინც მოდის და მაშინ, ბედნიერება თავად გიპოვით.

ომარ ხაიამი


ერთხელ, სრულიად შემთხვევით, აღმოჩნდებით საჭირო დროს, საჭირო ადგილზე და ერთ წერტილში, მილიონობით გზა გადაიკვეთება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "წითელი ტერორი" და პარალელები ჩვენს რეალობასთან

* მითები დელფინების შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ

* ტესტ–გამოცანები ყურადღების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0