x
მეტი
  • 15.07.2024
  • სტატია:135974
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510275
"წითელი ტერორი" და პარალელები ჩვენს რეალობასთან

ტერორი (ლათ. terror) — «შიშს», «საშინელებას» ნიშნავს. ტერორი ასევე არის პოლიტიკური, ან სხვა მოტივით განხორციელებული ძალადობა, ან სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომლის განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ნებისმიერ პარტიას ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია.

თუ ვინ დაიწყო რუსეთში სამოქალაქო ომი (1917-1921 წწ.), – თეთრებმა, თუ წითლებმა, ჯერ კიდევ კამათის საგანია. ეს კი იმის მტკიცების საშუალებას არ იძლევა, რომ წითელი ტერორის მიზეზი, თეთრების მოქმედება იყო, უფრო კონკრეტულად კი, ლენინზე განხორციელებული თავდასხმა... თუმცა, ამ მხრივაც, არაერთი ეჭვი არსებობს.


image


ბელადზე თავდასხმის ოფიციალური ვერსია, ყველასთვის ცნობილია. ის მიხელსონის ქარხანაში, მუშებთან შეხვედრის შემდეგ, 1918 წ. 30 აგვისტოს დაჭრეს და მას ფანი კაპლანმა ბრაუნით ესროლა.

ეს ფაქტი, ნაჩქარევად და ზერელედ გამოიძიეს. ფანი კაპლანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 3 სექტემბერს დახვრიტეს. განაჩენი სისრულეში კრემლის კომენდანტმა პ. მალკოვმა მოიყვანა.

ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავდასხმის შემდეგ, ლენინი საავადმყოფოს ნაცვლად, მის კრემლის ბინაში გადაიყვანეს. ხოლო, სახლში გამოძახებულმა ექიმმა პრესას აცნობა, რომ ჭრილობები სახიფათო არ იყო და ტყვიებს მოგვიანებით ამოუღებდნენ... და ასეც მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებაც პრესაში დაიწერა.

საბჭოთა დროში, ლენინის სხეულიდან ამოღებული ტყვიების ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა და გაირკვა, რომ ტყვიები ბრაუნინგიდან არ იყო ნასროლი!

დღეს, ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ლენინზე თავდასხმა ინსცენირებული იყო და მის დაგეგმვაში, ლენინიც მონაწილეობდა. ხოლო, ფანი კაპლანი, უბრალოდ, გამოიყენეს...

და ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ 1918 წლის ზაფხულში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, უკმაყოფილო მუშები გაფიცვებს, ხოლო გლეხები, – ამბოხებებს აწყობდნენ. ხელისუფლება ავტორიტეტს კარგავდა. არც ესერები ჩერდებოდნენ, რომლებმაც არჩევნებზე, დამფუძნებელი კრების 715 მანდატიდან, უმრავლესობა, – 410 მანდატი მიიღეს. ხოლო, ბოლშევიკებმა ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორეს.

ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1917 წ. არჩევნებზე, მხოლოდ 175 მანდატი მიიღეს, რაც ხმების 24 % იყო, კრების პირველივე სხდომაზე, ბოიკოტი გამოაცხადეს და დარბაზი დატოვეს. ხოლო, მეორე დღეს, სხდომის გასაგრძელებლად მისულ სხვა დეპუტატებს, შენობის კარი, რომელშიც სხდომათა დარბაზი იყო, დაკეტილი დახვდათ. მას ლენინის ბრძანებით, ბოქლომი დაადეს და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები დარბაზში არ შეუშვეს. ასე გააუქმა ლენინმა სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ბოლშევიკების ამგვარმა ქმედებამ, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოიწვია. იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები და ოფიციალური მონაცემებით, 1917 წლის ნოემბრიდან – 1918 წლის იანვრამდე, მხარეებს შორის დაპირისპირებას, 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200 კი დაიჭრა.

შექმნილ სიტუაციაში, ბოლშევიკები ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლებას, დიდი ხნის მანძილზე ვეღარ შეინარჩუნებდნენ, თუ ქვეყანას რამე მნიშვნელოვანი მოვლენა არ «შეაჯანჯღარებდა». სწორედ ასეთი მოვლენა იყო ლენინზე თავდასხმა, რომელიც მათ «წითელი ტერორი» დაწყების უფლებს აძლევდათ.

1917 წელს ხელისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა 1921 წელს, წითლების გამარჯვებით დასრულდა და მათი ძალაუფლება 1991 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე დაპირისპირება თავად ხელისუფლების შტოებს შორის არ მოხდა და სსრ კავშირი არ დაიშალა. გაგრძელება >>>

ამრიგად, როგორც ისტორია გვასწავლის, ტერორს ის ადამიანები მიმართავენ, ვინც უმცირესობაში არიან, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა და მასში დამკვიდრების დიდი სურვილი და ამბიცია გააჩნიათ!


image

არხის სხვა სიახლეები:


* მითები დელფინების შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ

* ტესტ–გამოცანები ყურადღების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)

* საოცარი ფოტოები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



12
207
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
207
  
როგორც გურამიშვილი იტყოდა,"ქართლელების აღმა ხნული,კახელებმა დაბლა ფარცხესო" ეს იყო საქართველოს სიტუაცია და ხალხს იმდენი ტვინი არ ეყოთ რო ამას მიმხვდარიყო. დღესაც ეს ხდება,საქართველოს დაყოფა უნდათ,თუმცა ჯერ კიდევ ვართ ადამიანები,ვინც ამას არ შეეგუება. ადრე თუ ირან ოსმალეთი იყოფდა საქართველოს,დღეს ამერიკა რუსეთი იყოფს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რო მთლიანად ერთ მხარეს დავრცეთ. რუსები ცოცხალი თავით არ დააბრუნებენ იმ ნაწილებს,რადგან ამერიკას ყურის ძირში არ მოიყვანს,ხოლო ჩვენ შეგვიძლია აქედან გავყაროთ ამერიკელები. დიახ,იმის თქმა მინდა რო რუსეთისკენ უნდა მოვხდეთ,რათა საქართველო არსებულ საზღვრებში ერთიანი დარჩეს. როცა ტაო და სხვა მიწები სხვის გალენის ქვეშ მოყვა,ამიტომაც დაიკარგა. ამ მოცემულობაში რუსეთი განიცდის აღმასვლას,ხოლო როცა სუსტები იყვნენ,ჩვენ იმდენი ჭკუა არ გვეყო რო ერთმანეთი არ დაგვეჭამა. თუ ვინმეს გონია რო საქართველო აბსოლიტურ სუვერენიტეტს მოიპოვებს ახლო მომავალში,მალადეც იმას,მაგარი ოპტიმისტი ყოფილა. აქ ან იქეთ უნდა იყო ან აქეთ,ოღონ ეს უნდა იყოს მთლიანად,რათა სამუდამოდ არ დაიკარგოს აფხზეთი და სამაჩაბლო
24 მაისი, 6:57
ცოტა რამ ჩვენი ქვეყნის წარსულიდან:
მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა ისტორიული სიმართლე მდგომარეობს შემდეგში:
ისტორიის განვითარების სხვადასხვა პერიოდებში საქართველოს ტერიტორია ხან იზრდებოდა, ხან კიდევ პატარავდებოდა...
ისტორიული ფაქტია, რომ აფხაზთა მეფემ გააერთიანა დღევანდელი საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებში არსებული სამეფო-სამთავროები და 1008 წლიდან გახდა აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III-ის სახელით...
მრავალი ომების გადატანისა და შიდა არეულობების შედეგად 1490 წელს საქართველო ოფიციალურ დაიშალა, ხოლო 1555 წლის ამასიის სამშვიდობო ხელშეკრულებით სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა საქართველოს ტერიტორიები შუაზე გაიყვეს.
დასავლეთ საქართველო ოსმალებმა ჩაიგდეს ხელში, აღმოსავლეთი - სპარსეთმა...
რუსეთის იმპერიამ დაწყებული მე-18 საუკუნიდან მრავალგზის წარმოებული ომების შედეგად სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს წაართვა ის ტერიტორიები, რომლებზეც არსებობს დღევანდელი საქართველო...
ის რო საქართველო გაერთიანდება ეს ფაქტია,თუმცა დასავლეთის აგენტურა უნდა გაიტისკოს ამ ქვეყანაში და შევიწორებული იქნას.არაფერში არ სჭირდება რუსეთს არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო,ეს არის შემაჩერებელი ეფექტის მქონე,რათა საქართველოში არ გაბატონდნენ დასავლური ძალები. აფხაზეთი არ უნდა მოხვდეს ამერიკის ხელში,რუსები თვლიან მას საქართველოს ტერიტორიად,თუმცა მანამ არ დააბრუნებენ სანამ იქნება იმის საფრთხე რო იქ ამერიკელები გაბატონდებიან. ამ 33 წლის მანძილზე,თუ რამე რესურსი იყო ყველაფერი გაზიდეს საქართველოდან და რას უზავენ აფხაზეთს? ქვეყანა აქციეს მოსამსახურეებად და ხალხი დაჩლუნგებულად,ისეთი სიტუაცია დადგა რო ქართველი აქციას მართავს რო ევროპელ მოხუცს ტრ** გამოუწმინდოს,ხომ არის ასე? მერედა,მასწავლებელი ბრძანდებით და საშიშია თქვენი ყოფნა სკოლაში,თქვენაირმა ხალხმა მიიყვანა ეს ქვეყანა დეგრადაციამდე და განათლების სისტემა.კოლექტიური გიგი თევზაძეები ხართ და როცა გეტყვით ადამიანი,მერე ბრაზდებით. სიმართლე ასეთი ან ისეთი ვერ იქნება,სიმართლე ერთია და ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. მიშა იყო ამერიკული პროექტი,რომელსაც რუსეთმა მწვანე აუნთო,ხოლო ქართველ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარეს. პროცესები ისე წაიყვანეს რო მუდმივად სტაფილო ყოფილიყო ჩვენს თავზე და ასე გამოელაყებინათ ადამიანები,რაც ნაწილში აშკარად შეძლეს. საქართველოს არც ევროკავშირში და მით უფრო ნატოში არავინ მიიღებს,ამიტომაც შეწყვიტეთ ოცნება ამაზე და იზრუნეთ ქვეყანაში წარმოების განვითარებაზე. დროა,შეიცვალოს მიდგომა ევროპელი მოხუცების ტრ** გამოწმენდაზე ოცნების ნაცვლად თოხი ალესეთ და გავარდით სოფელში. დასაწყისისთვის ესე აჯობებს,ხოლო მერე წარმოების დაწყებაც შეიძლება.
საქართველომ 1466 წლიდან 1801 წლამდე ვერ შეძლო გაერთიანება,ერთმანეთან დაპირისპირებას შეალიეს ეს წლები და იმი თქმა რო რუსებმა გაგვანადგურეს არის ტყუილი. საქართველო გაერთიანდა რუსეთის შემადგენლობაში და მიზანიც ეს იყო,გარდაუვალი იყო სუვერენიტეტის დაკარგვა,ამიტომ ეს უნდა მომხდარიყო ისე რო ყველა ქართული სამეფო ერთ მხარეს უნდა დარჩენილიყო. ამიტომაც რუსებმა ეს პირობა დაუდეს ერეკლეს და იმ საიდუმლო მუხლებში ამაზე იქნებოდა საუბარი. ქართლ-კახეთი მიიერთა,მერე დანარჩენებიც მოყვა ამას ანუ საქართველო მთლიანად გადავიდა რუსეთის მფლობელობაში. აქ მთავრი ხაზი იყო სარწმუნოების თემა,რამაც თავისი ქნა შემდგომში და ეს სწორი ნაბიჯი იყო. ბევრი რო არ გავაგრძელო,რუსებთან მიერთებამ გადაგვარჩინა როგორც ერი,ამიტომაც ყველაფერს თავსისი სახელი უნდა დაერქვას. ახლაც ასეა,არ იქნება რუსეთი ამ რეგიონში,საქართველო დარჩება ისევ მარტო და იგივე საფრთხე დაემუქრება. მარტივი ციფრებით ვიმსჯელოთ,სსრკ დაშლის დროს საქართველოს მოსახელობა იყო 5,6 მილიონი,ხოლო ახლა ყველაზე კარგ ვარიანტში 3.6 მილიონი.33 წელში ორი მილიონით შემცირდა მოსახლეობა,ეს მოიტანა ისტორიის გაყალბებამ და რუსების ეშმაკად გამოყვანამ. ხო ამბობენ რო რუსები გვხოცავდნენო,მაშინ რანაირად მოხდა ისე რო მაშინ უფრო მეტნივიყავით,ვიდრე ახლა?
არ მგონია რო სოციალისტები უმცირესობაში იყვნენ,აქ იგულისხმება ორივე სოციალისტური ბანაკი(მენშევიკები და ბოლშევიკები).ეს ორი ერთი აზროვნების და გაქანების ხალხი იყო,ორივე მიმართავდა საჭირო დროს ძალადობას და ადამიანების ლიკვიდაციას. ამბობენ რო ლენინს დასავლეთ ევროპელები აფინანსებდნენ,თუმცა ვერ გათვალეს,სტალინი შერჩათ ხელში. ლენინს რო ეცოცხლა ის იქნებოდა დასავლეთის მარიონეტი,თუმცა ვერ იცოცხლა და მიიღეს ისეთი ქვეყანა,რომელმაც მათი ჰეგემონია დაასრულა. გადმოვიდეთ აქეთა წლებში,გარბაჩოვის დახმარებით დაანგრიეს სსრკ,მხარი დაუჭირეს და მოიყვანეს პიანი ეცინი,რომელიც დასავლეთის მარიონეტი იყო,მერე რუსეთში მყოფმა პატრიოტებმა გახსნეს გონება და მოვიდა პუტინი,დასავლეთმა ისევ მიიღო ტირანი. არ შეიძლება ქვეყნების პოლიტიკაში ჩარევა და ვიღაცის ნაძალადევად დასმა ტახტზე,რადგან ასე მთავრობები ხალხის მსახურებას წყვეტენ და გადადიან ტერორზე. საბჭოთა რუსეთს რო საქართველოში ბევრი მეხოტბე და მლოცველი ყავდა,ეს დადასტურებული ფაქტია და მათ მოიწვიეს ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად. ისტორია ისეთი რამეა,თუ აურევს ამ ამბავს,ყველაფერი თავდაყირა დგება,ხოლო სიმართლე ფეხზე აყენებს ერებს. ასე იყო მეთვრამეტე საუკუნეში,რუსები ჩვენ მოვიწვიეთ აქ და ტყუილია ის აზრი რო რუსებმა დაგვიპყრეს. ვიღაცეებმა არ იცოდნენ და მიტომ ქონდათ კონფლიქტი მერე რუსებთან,თორე ერეკლემ გადაწყვიტა ასე.ხშირად ურევენ ხოლმე და მიტომ ვახსენე საქართველო,როცა ქართლ-კახეთის თემა იყო,თუმცა ამასაც კი ამახინჯებენ.
18 მაისი, 19:06
და თქვენ რა იცი რომ ბოლშევიკებმა 24% აიღეს. ეგეც ანგლოსაქსური ტყუილია.
მე კი ერთი რაღაცა ვიცი და ვერავინ ვერ გადამათქმევინებს, გარბაჩოვის მოთრევამდე სსრკ იყო ყველაზე კარგი ქვეყანა. ეგერ თამთა კოსტავამ, მერაბ კოსტავას შვილმა, ნახა დამოუკიდებელი საქართველო ემიგრაციაში აშშ-ში იყო 12 წელი დაბრუნდა და განაცხადა მამაჩემი სტალინის გზას გაყოლოდა ჯობდაო. ბატონმა ყარამანმა სწორად გირჩიათ დაანებეთ ამ სისულელეების წერას თავი
ისტორიულ თემებზე დეპაშების სტილის სტატიები რომ იწერწება იმიტომ გვყავს ამდენი რეგვენი. ეს ხალხის დადებილების ანგლოსაქსური მეთოდია. ეგერ უკრაინას გადაუწერეს ისტორია პრეზიდენტი ებრაელი თავდაცვის მინისტრი თათარი მთავარსარდალი რუსი, ომი კი უკანასკნელ უკრაინელამდე მიდის. ასე იცის საკუთარი ისტორიის დავიწყებამ.

ქალბატონო ლალი თხვენ თუ მართლა გაინტერესებთ იმ წლებში რა მოხდა ამას მოუსმინეთ

https://www.youtube.com/watch?v=EEttEyAOjjg&ab_channel=%D0%A1%D1%83%D0%B1%D1%8A%D0%B5%D0%BA%D1%82%D0%A1%D1%82%D1%80%D0%B0%D1%82%D0%B5%D0%B3%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE%D0%94%D0%B5%D0%B9%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B8%D1%8F
არაპოლიტიკური თემები უკეთესად გამოგდით... :)
როდესაც წერთ ისტორია გვასწავლისო, ისტორიულ ფაქტებს უნდა დაეყრდნოთ.... მაგრამ აგერ კომენტარში ისეთი რამ გიწერიათ, რომ.... :) :).ქოცები, ნაცები და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი პარაზიტები არიან, რომლებიც უერთმანეთოდ ვერ იარსებებენ...
თავმოყვარე ერი, ერი რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნება გააჩნია, სამუდამოდ გაანადგურებდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერი და მთავარსარდალი თავისი ავადმყოფური ამბიციების გამო დაკარგულ ქვეყნის ტერიტორიაზე იტყოდა----მერე რა მოხდა, ქვების გროვა იყოო.... სამწუხაროდ იმხელა სახელწიფოებრივი წყვეტა იყო რამდენჯერმე ჩვენს ისტორიაში, რომ შორს ვართ სახელმწიფოებრივი აზროვნებისაგან და დამახინჯებული ისტორიული ფაქტები მოგვყავს მაგალითებად და პარალელებად....
რა 24%.... რა 27%......
ეგ ყველაფერი რომ ეწეროს, სტატია კი არა, პოლიტიკური დეტექტივი იქნებოდა. აქ მხოლოდ იმაზე არის საუბარი, რომ უმცირესობა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, ყველაფერზე მიდის. ბოლშევიკებს ეს გამოუვიდათ... არა და მათ არჩევნებში ხმების 24 % მიიღეს, ნაცმოძრაობამ - 27 %... და რასაც აკეთებენ, თავადაც იცით.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10