სხვა სენსაციური ფოტოები, რომლისაც მსოფლიომ დაიჯერა, ტყუილი აღმოჩნდა 30 მაისი, 11:15 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. მრავალი სენსაციური ფოტო გვაქვს, რომელთა სიმართლეში ეჭვი ბევრ თვქენგანს არ შეუტანია. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სენსაციურ ფოტოებს, რომლის რეალობის მსოფლიოს სჯეროდა, თუმცა ფეიკი აღმოჩნდა. სენსაციური ფოტოები, რომლისაც მსოფლიომ დაიჯერა, ტყუილი აღმოჩნდა1. ბავშვები ინტერნეტ-კაფეში, მას შემდეგ, რაც ფილიპინებში წყალდიდობა მოხდა. 2012 წელს, დიდი წყალდიდობის დროს, ინტერნეტში ეს ფოტო გაჩნდა, სადაც დატბორილ აუდიტორიაში, ბავშვები კომპიუტერებით ერთობიან. მსოფლიომ დაიჯერა ფაქტი, თუმცა ფოტო ფეიკია. 2. დათოვლილი სფინქსი. ფოტო, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გაჩნდა, სენსაციად იქცა, რადგან ბოლო 112 წლის განმავლობაში, მსგავსი შემთხვევა არავის ახსოვდა. სფინქსი ნამდვილად დაითოვლა, თუმცა იაპონიაში, Tobu World Square-ს მინიატურული მაკეტების სკვერში. 3. ძროხა ავტომობილზე. ფოტომ წარწერით "ამას მხოლოდ რუსეთში ნახავთ", მსოფლიო მოიარა, სინამდვილეში კი ის კარგი ფოტოშოპია. 4. ტურისტი ნიუ-იორკის ცათამბჯენი, სავაჭრო ცენტრის სახურავზე 2001 წლის 11 სექტემბერს. ბევრმა დაიჯერა, რომ ეს ფოტო, ნაპოვნი ციფრულის შედეგდ აღმოაჩინეს და სენსაციად იქცა, "სიკვდილამდე წამით ადრე"... თუმცა, როგორც დადგინდა, ესეც ტყუილია. 5. შავი ლომი. ფოტომ მსოფლიო მოიარა. როგორც ითქვა, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ჯიშის შავი ლომი, რომელმაც ფერი, გენური მუტაციით იცვალა, სინამდვილეში, ფოტო ყალბი აღმოჩნდა. 6. დათვი და მესურათეები. ბევრს სჯეროდა ფოტოს ნამდვილობის და ფინალიც აინტერესებდა, რა ბედი ეწიათ მათ? სინამდვილეში, ფოტოშოპია. 7. ოპიუმის წვეულება 1918 წელს. ფოტომ ინტერნეტი და მასთან ერთად მსოფლიო მოიარა, სადაც 1918 წლის ოპიუმის წვეულებაა მოცემული. ფოტო ტყუილი აღმოჩნდა. ის ფრანგი რეჟისორის- ჟორჟ რემონის ფილმი «Dandy-Pacha»- დან ერთ-ერთი კადრია. 8. უცენზურო მარტინ ლუთერ კინგი. დღემდე სჯერა ბევრს, რომ სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ფერადკანიანი მარტინ ლუთერ კინგი უცენზურო ჟესტს ნამდვილად გვაჩვენებს. სინამდვილეში კი ეს ფოტოც ფეიკია, ის მესურათეს ორ თითს აჩვენებდა. 9. ლენონი და ჩე გევარა. რაც არ უნდა რეალურად გამოიყურებოდეს ფოტო, ლენონს არასოდეს დაუკრავს ერნესტო ჩე გევარასთან ერთად. ამ ფოტოზე ის მუსიკალური ჯგუფი Elephant’s Memory-ის წევრთან უეინ გაბრიელთან ერთად უკრავს. 10. ყველაზე დიდი ობობა. არახნოფობებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, არავითარი მსგავსი ზომის ობობა არ არსებობს, ეს ფოტოც ფეიკია. 11. ჯონ კენედის მკვლელობა. ფოტო, რომელმაც მართლაც მსოფლიო მოიარა, დღემდე მიიჩნეოდა, რომ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე წამში გადაიღეს, სადაც მისი მეუღლე პანიკაშია და ამ გზით ტოვებს ავტომობილს, თუმცა ეს კადრი არის ფილმიდან, ასევე კენედის მკვლელობის შესახებ. 12. დერბიშირის ფერია. დენ ბეინსის საპირველაპრილო ხუმრობა დერბიშირიდან (ინგლისი). თითქოს ფოტოზე მუმიფიცირებული ფერიაა. ფოტომ ნამდვილად ააფეთქა ინტერნეტი. ავტორმა აღიარა, რომ ეს უბრალოდ ტყუილია. 13. ფენებიანი ღრუბელი. ფუჯის მთაზე პირამიდის ფორმის ღრუბლების ფოტო ძალიან ლამაზია, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ყალბია. სინამდვილეში იქ მხოლოდ ერთი ღრუბელი იყო. 14. კოშკი კლდეზე. აბსოლუტურად ფანტასტიკური ფოტო სინამდვილეში მიიღეს გერმანული ციხესიმაგრეს შერწყმით ტაილანდის კლდოვან კუნძულთან. 572 4-ს მოსწონს
|