x
image
თორ ნიკე
Mediator image
კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა რუსეთის იმპერიაში
კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა რუსეთის იმპერიაში


რუსეთის იმპერია არსებობდა 1721 წლის ნოემბრიდან 1917 წლის მარტამდე. ის დაყოფილი იყო უმსხვილეს ადმინისტრაციულ ერთეულებად - ეს იყო სამეფისნაცვლოები. სულ, რუსეთის იმპერიაში იყო მრავალი ათეული სამეფისნაცვლო. მაგალითად ეკატერინა II-ის პერიოდში რუსეთის იმპერია იყოფოდა 47 სამეფისნაცვლოდ. (იხ. რუსეთის იმპერიის სამეფისნაცვლოების სია).

ხშირად თითოეული სამეფისნაცვლო (Viceroyalty) არსებობდა მრავალი მმართველის პერიოდში უცვლელად. ზოგიერთი კი განიცდიდა გარკვეულ კორექტირებებს იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლებოდა იმპერიის საზღვრები თუ პოლიტიკური მიდგომები.

თავის მხრივ, აღნიშნული სამეფისნაცვლოები კიდევ იყოფოდა მის შემადგენელ უფრო მცირე რეგიონებად - გუბერნიებად (Governorate), ასევე ოლქებად (Oblast) და ოკრუგებად (Okrug).


ამ დანაყოფებს შორის გუბერნია იყო უდიდესი და ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე რეგიონი, რომელიც ცალკეული ქვეყნების მასშტაბის იყო (მაგალითად დღევანდელი ევროკავშირის ქვეყნების სიდიდის).

თითოეული გუბერნია იყოფოდა რამდენიმე უეზდად (Uezd). უეზდი შეეფარდებოდა მასშტაბით და მნიშვნელობით დღევანდელ მუნიციპალიტეტს.

ხოლო ოლქი (ობლასტი) და ოკრუგი სიდიდით დაახლოებით უეზდის მასშტაბის იყო, მაგრამ უფრო მაღალი სტატუსის, ვიდრე უეზდი. და უფრო დაბალი სტატუსის, ვიდრე გუბერნია.

განვიხილოთ კავკასიის დიდი რეგიონის (როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ კავკასიის) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში:


კავკასიის სამეფისნაცვლო (Caucasus Viceroyalty) - 1785-1917 წწ.

ადმინისტრაციული ცენტრით ეკატერინოგრადი - 17851796 წლებში.

ადმინისტრაციული ცენტრით ტიფლისი (Tiflis) - 1844-1883 წლებში და 1904-1917 წლებში.


1. კავკასიის პირველი სამეფისნაცვლო - 1785 წლის 5 მაისი - 1796 წლის 31 დეკემბერი.

2. კავკასიის მეორე სამეფისნაცვლო - 1844 წლის 27 დეკემბერი - 1881 წლის 22 ნოემბერი.

3. კავკასიის მესამე სამეფისნაცვლო - 1905 წლის 26 თებერვალი - 1917 წლის 9 მარტი.


რუსეთის იმპერიის გუბერნიები კავკასიის ტერიტორიაზე

1. კავკასიის გუბერნია (Caucasus Governorate) - 1785-1796; 1802-1822; ადმინისტრაციული ცენტრი ეკატერინოგრადი; 1790 წლიდან ასტრახანი; ხოლო 1802 წლიდან გეორგიევსკი.

2. საქართველოს გუბერნია (Georgia Governorate) - 1801-1840 წწ. ადმინისტრაციული ცენტრი - ტიფლისი.

3. საქართველო-იმერეთის გუბერნია (Georgian-Imeretian Governorate) - 1840-1846 წწ. ადმინისტრაციული ცენტრი ტიფლისი.

4. ქუთაისის გუბერნია (Kutais Governorate) - 1846-1917 წწ.

5. ტიფლისის გუბერნია (Tiflis Governorate) - 1846-1917 წწ.

6. დარუბანდის გუბერნია (Derbent Governorate) - 1846-1860 წწ.

7. შემახას გუბერნია (Shemakha Governorate) - 1846-1859 წწ.

8. სტავროპოლის გუბერნია (Stavropol Governorate) - 1847-1924 წწ.

9. ერევნის გუბერნია (Erivan Governorate) - 1849-1917 წწ.

10. ბაქოს გუბერნია (Baku Governorate) - 1859-1917 წწ.

11. ელიზავეტოპოლის გუბერნია (Elizavetpol Governorate) - 1867-1920 წწ.

12. შავი ზღვის გუბერნია (Black Sea Governorate) - 1896-1920 წწ. ადმინისტრაციული ცენტრი ნოვორასიისკი.


ოლქები

1. იმერეთის ოლქი - (Imeretian Oblast) - 1811-1840 წწ.

2. სომხეთის ოლქი / სომხეთის ობლასტი (Armenian Oblast) - 1828-1840 წწ.

3. კასპიის ოლქი (Caspian Oblast) - 1840 - 1846 წლის 14 დეკემბერი.

4. ყუბანის ოლქი (Kuban Oblast) - 1860-1917 წწ.

5. დაღესტნის ოლქი (Dagestan Oblast) - 1860-1921 წწ.

6. თერგის ოლქი / ტერეკის ობლასტი (Terek Oblast) - 1873-1917 წწ.

7. ყარსის ოლქი (Kars Oblast) - 1878-1918 წწ.

8. ბათუმის ოლქი (Batum Oblast) - 1878 წლის 20 სექტემბერი - 1883 წლის 12 ივნისი.


დამოუკიდებელი ოკრუგები

1. ზაქათალას ოკრუგი (Zagatal Okrug) - 1859-1918 წწ.

2. სოხუმის ოკრუგი (Sukhumi Okrug) - 1883-1921 წწ.


1. ბაქოს საქალაქო ხელისუფლება (Baku Gradonachalstvo) - 1906-1917 წწ.

2. სოხუმის სამხედრო განყოფილება (Sukhumi Military Department) - 1866 წლის 17 აგვისტო - 1883 წ.



საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პოლიტიკური ერთეულები მე-20 საუკუნიდან დღემდე:

1. გურიის რესპუბლიკა - (Gurian Republic) - 1902-1906 წწ.

- ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (Special Transcaucasian Committee) - 1917 წლის 9 მარტი - 1917 წლის 11 ნოემბერი.

- ამიერკავკასიის კომისარიატი (Transcaucasian Commissariat) - 1917 წლის 11 ნოემბერი - 1918 წლის 22 აპრილი.

2. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (Transcaucasian Democratic Federative Republic) - 1918 წლის 22 აპრილი - 1918 წლის 28 მაისი.

3. საქართველოს დემორატიული რესპუბლიკა (Democratic Republic of Georgia) - 1918 წლის 26 მაისი - 1921 წლის 25 თებერვალი.

4. საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა (Socialist Republic of Georgia) - 1921 წლის თებერვლიდან - 1922 წლის 12 მარტამდე.

5. ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა (Transcaucasian Socialist Federative Soviet Republic) - 1922 წლის 12 მარტი - 1936 წლის 5 დეკემბერი.

6. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Georgian Soviet Socialist Republic) - ცალკე საბჭოთა რესპუბლიკა იყო 1936 წლის 5 დეკემბრიდან - 1991 წლის 9 აპრილამდე.

7. საქართველო (Georgia) - 1991 წლის აპრილიდან დღემდე.

8. აფხაზეთი (Abkhazia) - 2008 წლიდან დღემდე. ნაწილობრივ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო (საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი საერთაშორისო სამართლის მიხედვით).

9. სამხრეთ ოსეთი (South Ossetia) - 2008 წლიდან დღემდე. საწილობრივ აღიარებული სახელმწიფო (საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი საერთაშორისო სამართლის მიხედვით).



წყარო 1: რუსეთის იმპერიის გუბერნიების სია (რუსულად);

წყარო 2: Caucasus Viceroyalty (1801-1917);

წყარო 3: კავკასიის სამეფისნაცვლო;

წყარო 4: რუსეთის იმპერიის ობლასტების სია (რუსულად);



კავკასიის პირველი სამეფისნაცვლო - 1785 წლის 5 მაისი - 1796 წლის 31 დეკემბერი


კავკასიის სამეფისნაცვლო შეიქმნა 1785 წლის 5 მაისს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბრძანებულებით. კავკასიის სამეფისნაცვლო შედგებოდა ორი გუბერნიისგან: კავკასიის და ასტრახანის გუბერნიისგან.


1. კავკასიის გუბერნია (Caucasus Governorate) - 1785-1822 წწ.

კავკასიის გუბერნია (Caucasus Governorate) - 1785-1822 წწ.



კავკასიის გუბერნია არ მოიცავდა სამხრეთ კავკასიას და მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ ტერიტორიას მოიცავდა.

ხოლო ასტრახანის გუბერნია საერთოდ არ მდებარეობს კავკასიის დიდ რეგიონში, მაგრამ მაინც შეყვანილი იყო კავკასიის პირველი სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში.


2. ასტრახანის გუბერნია (Astrakhan governorate) - 1717 წლის 22 ნოემბრიდან (3 დეკემბრიდან) - 1928 წლის 21 მაისამდე.

ასტრახანის გუბერნია (Astrakhan governorate) - 1717 წლის 22 ნოემბრიდან (3 დეკემბრიდან) - 1928 წლის 21


ორივე ხსენებული გუბერნია შეიქმნა ასტრახანისა და კავკასიის პროვინციების ბაზაზე. ამ პროვინციებს შეეცვალათ სტატუსი, კერძოდ სტატუსი აუმაღლდათ და გახდნენ გუბერნიები.

კავკასიის პირველი გუბერნიის გუბერნატორის შტაბი მდებარეობდა ეკატერინოგრადში (ახლანდელი სოფელი ეკატერინოგრადსკაია).

ხოლო 1790 წლის 30 აპრილიდან - ასტრახანში. კავკასიის სამეფისნაცვლოს ტერიტორია მოიცავდა სტეპებს ვოლგისა და დონის ქვედა დინებას შორის და ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილს ყუბანსა და თერგამდე.

1796 წლის 12 დეკემბერს პავლე I-მა გამოსცა ბრძანება რუსეთის იმპერიის გუბერნიებად დაყოფის შესახებ. იმავე დროს გაუქმდა კავკასიის სამეფისნაცვლო.



სამხრეთ კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა რუსეთის იმპერიაში - 1801-1844 წლებში


სამხრეთ კავკასიის არცერთი ტერიტორია არ შედიოდა კავკასიის პირველ სამეფისნაცვლოში. და არც კავკასიის მეორე სამეფისნაცვლოში 1844 წლამდე. რუსეთის იმპერიამ 1801 წლიდან დაიწყო ქართული დამოუკიდებელი 6 სახელმწიფოს ნელ-ნელა შეერთება და აქცია ისინი თავის რეგიონებად. შემდეგ მათგან ჩამოყალიბა ორი ცალკეული გუბერნია - ჯერ საქართველოს გუბერნია (1801-1840 წწ.) და შემდეგ საქართველო-იმერეთის გუბერნია (1840-1846 წწ.). ეს უკანასკნელი 1844 წელს შევიდა კავკასიის მეორე სამეფისნაცვლოში.


1. საქართველოს გუბერნია (Georgia Governorate) - 1801-1840 წწ.


საქართველოს გუბერნია 1801-1812 წლებში

საქართველოს გუბერნია (Грузинская губерния) - 1801-1812 წლებში


საქართველოს გუბერნია 1813-1828 წლებში

საქართველოს გუბერნია (Грузинская губерния) - 1813-1828 წლებში


საქართველოს გუბერნია 1829 წელს

 საქართველოს გუბერნია (Грузинская губерния) - 1829 წელს


საქართველოს გუბერნია 1830-1840 წლებში

საქართველოს გუბერნია (Грузинская губерния) - 1830-1840 წლებში




2. იმერეთის ოლქი (Imeretian Oblast) - 1811-1828 წწ.

იმერეთის ოლქი 1811-1828 წლებში

იმერეთის ობლასტი / იმერეთის ოლქი (Имеретинская область) - 1811-1828 წლებში


იმერეთის ოლქი 1828-1840 წლებში

იმერეთის ობლასტი / იმერეთის ოლქი (Имеретинская область) - 1828-1840 წლებში



3. სომხეთის ოლქი - 1828-1840 წწ. (შემდგომში გახდა ერევნის გუბერნია)

არმენიის ოლქი / არმენიის ობლასტი (Armenian Oblast; Армянская область) - 1828-1840 წწ.



4. კასპიის ოლქი - 1840-1846 წწ. შევიდა კავკასიის მეორე სამეფისნაცვლოში მხოლოდ 1844 წლიდან.

კასპიის ოლქი - 1840-1846 წწ.




კავკასიის მეორე სამეფისნაცვლო - 1844 წლის 27 დეკემბერი - 1881 წლის 22 ნოემბერი


1844 წლის 27 დეკემბერს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ კავკასიის ტერიტორიებზე აღდგა კავკასიის სამეფისნაცვლო - ცენტრით ტიფლისი.

კავკასიის მეორე სამეფისნაცვლოში თავიდან შედიოდა რამდენიმე გუბერნია და ოლქი, ესენი იყო:


1. საქართველო-იმერეთის გუბერნია (Georgian-Imeretian Governorate) - 1840-1846 წწ.

ის იყო ცალკეული გუბერნია ისე, რომ არ შედიოდა კავკასიის არც პირველ და არც მეორე სამეფისნაცვლოში 1840-1844 წლებში.

ხოლო 1844 წლის 27 დეკემბრიდან შევიდა კავკასიის მეორე სამეფისნაცვლოში.

საქართველო-იმერეთის გუბერნია (Georgian-Imeretian Governorate) - 1840-1846 წწ.



2. დარუბანდის გუბერნია (Derbent Governorate) - 1846-1860 წწ.

დარუბანდის გუბერნია (Derbent Governorate) - 1846-1860 წწ.

3. კასპიის ოლქი (Caspian Oblast) - იარსება 1840 წლიდან - 1846 წლის 14 დეკემბრამდე.

1840 წლიდან 1844 წლის 27 დეკემბრამდე არ შედიოდა კავკასიის სამეფისნაცვლოში.

1844 წლის 27 დეკემბრიდან შევიდა კავკასიის მეორე სამეფისნაცვლოში და იარსება 1846 წლამდე, სანამ არ დაიშალა.

შემდგომში მის ადგილას წარმოიქმნა დაღესტნის ოლქი, ზაქათალას ოკრუგი და ბაქოს გუბერნია.

კასპიის ოლქი (Caspian Oblast) - იარსება 1840 წლიდან - 1846 წლის 14 დეკემბრამდე



4. შემახას გუბერნია (Shemakha Governorate) - 1846-1859 წწ.შემახას გუბერნია (Shemakha Governorate) - 1846-1859 წწ.


1866 წლის 17 აგვისტოს შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება (Sukhumi Military Department).


1867 წელს ჩამოყალიბდა ელიზავეტოპოლის გუბერნია.

5. ელიზავეტოპოლის გუბერნია (Elizavetpol Governorate) - 1867-1920 წწ.

ელიზავეტოპოლის გუბერნია (Elizavetpol Governorate; Елисаветпольская губерния) - 1867-1920 წწ.



6. 1878 წელს ჩამოყალიბდა ბათუმის ოლქი და ყარსის ოლქი.

ბათუმის ოლქი (Batum Oblast) - 1878 წლის 20 სექტემბრიდან - 1883 წლის ივნისამდე.

შემდეგ გაუქმდა და კვლავ შეიქმნა ბათუმის ოლქი მეორედ.

ბათუმის მეორე ოლქი - 1903 წლის 1 ივლისიდან - 1918 წლამდე.

ბათუმის ობლასტი / ბათუმის ოლქი (პირველი) 1878-1883 წლებში; (მეორე) - 1903-1918;




7. ყარსის ოლქი (Kars Oblast) - 1878-1918 წწ.

ყარსის ოლქი / ყარსის ობლასტი (Kars Oblast; Карсская область) - 1878-1918 წწ.



გუბერნატორის უფლებები და მასსა და ცენტრალურ განყოფილებებს შორის საურთიერთობო წესრიგი ჩამოყალიბდა 1846 წლის 6 იანვრის "კავკასიის მეფისნაცვლის ურთიერთობის შესახებ" წესში.

კავკასიის სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ხელისუფლების ყოველი განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის რომ გაეერთიანებინათ ადგილობრივი მმართველობის სისტემა, კავკასიის სამეფისნაცვლო გაუქმდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის 1881 წლის 22 ნოემბრის ბრძანებით.რაც რეალურად ნიშნავდა კავკასიის მეორე სამეფისნაცვლოს ლიკვიდაციას. 1883 წელს კავკასიის სამეფისნაცვლო ფაქტობრივად გაუქმებულად გამოცხადდა.




კავკასიის მესამე სამეფისნაცვლო - 1905 წლის 26 თებერვალი - 1917 წლის 9 მარტი


1905 წლის 26 თებერვალს (11 მარტს) რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის ბრძანებულებით აღდგა კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა და მაშასადამე კავკასიის სამეფისნაცვლოც.

კავკასიის მესამე სამეფისნაცვლოში შედიოდა: 6 გუბერნია, 5 ოლქი და 2 დამოუკიდებელი ოკრუგი.


კავკასიის მესამე სამეფისნაცვლოს 6 გუბერნია:


1. ქუთაისის გუბერნია (Kutais Governorate) - 1846-1917 წწ.


ქუთაისის გუბერნია 1846-1858 წლებში

ქუთაისის გუბერნია (Кутаисская губерния) - 1846-1858 წლებში



ქუთაისის გუბერნია 1858-1864 წლებში

ქუთაისის გუბერნია (Кутаисская губерния) - 1858-1864 წლებში



ქუთაისის გუბერნია 1864-1867 წლებში

ქუთაისის გუბერნია (Кутаисская губерния) - 1864-1867 წლებში



ქუთაისის გუბერნია 1867-1883 წლებში

ქუთაისის გუბერნია (Кутаисская губерния) - 1867-1883 წლებში

.

.

ქუთაისის გუბერნია 1883-1902 წლებში

ქუთაისის გუბერნია (Кутаисская губерния) - 1883-1902 წლებში



ქუთაისის გუბერნია 1903-1906 წლებში

ქუთაისის გუბერნია (Кутаисская губерния) - 1903-1906 წლებში



ქუთაისის გუბერნია 1906-1917 წლებში

ქუთაისის გუბერნია (Кутаисская губерния) - 1906-1917 წლებში

.

.

2. ტიფლისის გუბერნია (Tiflis Governorate) - 1846-1917 წწ.


ტიფლისის გუბერნია 1846-1859 წლებში

ტიფლისის გუბერნია (Тифлисская губерния) - 1846-1859 წლებში



ტიფლისის გუბერნია 1859-1917 წლებში

ტიფლისის გუბერნია (Тифлисская губерния) - 1859-1917 წლებში



3. ერევნის გუბერნია (Erivan Governorate) - 1849-1917 წწ.

ერევნის გუბერნია (Erivan Governorate; Эриванская губерния) - 1849—1917 წწ.



4. ბაქოს გუბერნია (Baku Governorate) - 1859-1917 წწ.

ბაქოს გუბერნია (Baku Governorate) - 1859-1917 წწ.



5. ელიზავეტოპოლის გუბერნია (Elizavetpol Governorate) - 1867-1920 წწ.

ელიზავეტოპოლის გუბერნია (Elizavetpol Governorate; Елисаветпольская губерния) - 1867-1920 წწ.



6. შავი ზღვის გუბერნია (Black Sea Governorate) - 1896-1920 წწ.

შავი ზღვის გუბერნია (Black Sea Governorate; Черноморская губерния) - 1896—1920 წწ.



კავკასიის მესამე სამეფისნაცვლოს 5 ოლქი:


1. ყუბანის ოლქი (Kuban Oblast) - 1860-1917 წწ.

ყუბანის ოლქი (Kuban Oblast) - 1860-1917 წწ.


2. დაღესტნის ოლქი (Dagestan Oblast) - 1860-1921 წწ.

დაღესტნის ოლქი (Dagestan Oblast) - 1860-1921 წწ.



3. თერგის ოლქი / ტერეკის ობლასტი (Terek Oblast) - 1873-1917 წწ.

თერგის ოლქი / ტერეკის ობლასტი (Terek Oblast) - 1873-1917 წწ.



4. ყარსის ოლქი (Kars Oblast) - 1878-1918 წწ.

ყარსის ოლქი (Kars Oblast) - 1878-1918 წწ.



5. ბათუმის ოლქი (Batum Oblast) - ბათუმის პირველი ოლქი არსებობდა 1878-1883 წლებში;

ხოლო ბათუმის მეორე ოლქი - 1903-1918 წლებში.

ბათუმის ოლქი (Batum Oblast) - 1878-1883 წწ.; 1903-1918 წწ.



კავკასიის მესამე სამეფისნაცვლოს 2 დამოუკიდებელი ოკრუგი:


1. ზაქათალას ოკრუგი (Zakatal Okrug) - 1859-1918 წწ.

ზაქათალას ოკრუგი (Zakatal Okrug) - 1859-1918 წწ.



2. სოხუმის ოკრუგი (Sukhumi Okrug) - 1883-1921 წწ.

სოხუმის ოკრუგი (Sukhumi Okrug) - 1883-1921 წწ.



1. ბაქოს საქალაქო ხელისუფლება (Baku Gradonachalstvo) - 1906-1917 წწ.

ბაქოს საქალაქო ხელისუფლება (Baku Gradonachalstvo) - 1906-1917 წწ.



1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 9 მარტს რუსეთის დროებითმა მთავრობამ შექმნა ამიერკავკასიის მართვის სპეციალური ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი), რომელიც დაუქვემდებარა პეტროგრადიდან დანიშნულ 5 კომისარს.




სამეცნიერო სტატიები:

1. შესაძლებელია არსებობდეს ღმერთი აკადემიური მეცნიერების მიხედვით?

2. რამდენიმე საინტერესო მითი და ფაქტი კოსმოსის შესახებ

3. საინტერესო ფაქტები ანტიმატერიის შესახებ მოკლედ

4. საინტერესო ფაქტები სამყაროს გაფართოების შესახებ მოკლედ

5. საინტერესო ფაქტები შავ ხვრელებზე

6. საინტერესო მეცნიერული ფაქტები

7. ადამიანის უჯრედების ტიპები

8. კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა ქვემო ქართლში

9. ძვ.წ. 4200 წლის დიდი დასახლება ქვემო ქართლში

10. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ

11. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ

12. რუსების და რუსეთის ისტორია მოკლედ

13. ვინ და რატომ გაჰყო ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად?

14. და მაინც, რა არის სინათლე?

15. ქართველების როლი ბიზანტიის იმპერიაში

16. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები

17. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეორე

18. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მესამე

19. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეოთხე

20. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეხუთე

21. ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია

22. საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით

23. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი პირველი

24. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეორე

25. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მესამე

26. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეოთხე

27. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეხუთე

28. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეექვსე

29. რუსეთის 1917 წლის დროებითი მთავრობის ქართველი გენერლები

30. საბჭოთა კავშირის ქართველი გენერლები

31. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერლები 1918-21 წლებში

32. რამდენად დიდია სამყარო და სად არის ღმერთი?

33. რა არის ზენაციონალური გაერთიანება?

34. მიკრობები და მათი ტიპები

35. შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
219
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0