x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
რა არის ზენაციონალური გაერთიანება?
რა არის ზენაციონალური გაერთიანება?


რა არის ზეეროვნული ანუ ზენაციონალური გაერთიანება? კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ერთობის მხოლოდ 2 მაგალითი არსებობდა დღემდე:

1. საბჭოთა კავშირი.

2. ევროკავშირი.



ზენაციონალური გაერთიანება (Supranational Union) არის საერთაშორისო ორგანიზაციის სახეობა, რომელიც უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილება და ფუნქცია, რომელიც მე-20 საუკუნემდე მხოლოდ სახელმწიფოებისთვის იყო დამახასიათებელი. ზენაციონალური ორგანიზაცია გულისხმობს მისი წევრი სახელმწიფოების მიერ სუვერენიტეტის (დამოუკიდებლობის ხარისხის) დიდი ნაწილის დათმობას, დიდწილად შეზღუდვას და მის გადაცემას იმ ზენაციონალური ორგანიზაციის სამმართველო ცენტრისთვის თუ ინსტიტუციებისთვის, რომლის წევრიც ხდება.


კაცობრიობის ისტორიაში ზენაციონალური გაერთიანების პირველი მაგალითია საბჭოთა კავშირი, რომელიც შეიქმნა 1922 წელს და რომელიც დე-იურე ფუნქციონირებდა, როგორც ზენაციონალური ორგანიზაცია 1922-1936 წლებში, მაგრამ ამ დროსაც კი, დე-ფაქტო იყო უფრო მეტად ფედერაცია. ეს ფაქტობრივი მდგომარეობა 1936 წლიდან ნაწილობრივ (მაგრამ არა მთლიანად) გაფორმდა იურიდიულადაც.


ევროკავშირი კი აღწერილია, როგორც ზენაციონალური ორგანიზაციის პარადიგმული შემთხვევა (ის მეორე ასეთი გაერთიანებაა დედამიწის ისტორიაში საბჭოთა კავშირის შემდეგ), რადგან მას გააჩნია ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ხარისხი, რომელიც მოიცავს საერთო ბაზარს, ერთობლივ სასაზღვრო კონტროლს, უზენაეს სასამართლოს და რეგულარულ სახალხო არჩევნებს, მაგრამ ამავე დროს არ არის ფედერაცია და მისი წევრი სახელმწიფოები, მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობენ შეკვეცილი სუვერენიტეტით, მაინც ოფიციალურად, დე-იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ითვლებიან.


ამ ორი მაგალითის გარდა 21-ე საუკუნეში არსებობს სხვა, მსგავსი, მაგრამ არა სრულად იდენტური რეგიონული ორგანიზაციები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ზენაციონალური გაერთიანებები, უკვე ატარებენ ან აპირებენ გაატარონ ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი სახის ინტეგრაცია. ეს ორგანიზაციებია:


1. აფრიკის კავშირი (African Union - AU)

აფრიკის კავშირი



2. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია - ასეანი (Association of Southeast Asian Nations - ASEAN)

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია - ასეანი



3. ბენილუქსი (Benelux) - ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის პოლიტიკური გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფოები უკვე არის ევროკავშირის წევრი, ევროკავშირი უშვებს ასეთი გაერთიანების არსებობას თავის წიაღში სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე.

ბენილუქსი



4. კარიბის საზოგადოება (Caribbean Community - CARICOM)

კარიბის საზოგადოება - მუქი მწვანე - წევრები,  მწვანე - კანდიდატები; ღია მწვანე - დამკვირვებლები;



5. ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემა (Central American Integration System - SICA)

ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემა



6. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა - დსთ (Commonwealth of Independent States - CIS)

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა - დსთ




7. სპარსეთის ყურეს არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (Cooperation Council for the Arab states of the Gulf - Gulf Cooperation Council - GCC)

სპარსეთის ყურეს არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო



8. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (Economic Cooperation Organization - ECO)

ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია




9. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (Eurasian Economic Union - EAEU)

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი




10. ჯგუფი 77 (Group of 77 - G77) - განვითარებადი ქვეყნების კავშირი მეტი თანამშრომლობისთვის.

ჯგუფი 77




11. იბერიულ-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია (Organization of Ibero-American States - OEI)

იბერიულ-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია



12. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (Organization of the Black Sea Economic Cooperation - BSEC)

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია - მუქი მწვანე - წევრები; ღია მწვანე - დამკვირვებლები



13. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია (Organization of Turkic States)

თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია




14. წყნარი ოკეანის ალიანსი (Pacific Alliance) - ლათინური ამერიკის სავაჭრო ბლოკი.

წყნარი ოკეანის ალიანსი




15. სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაცია (South Asian Association for Regional Cooperation - SAARC)

სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაცია





16. სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი (Union of South American Nations - USAN)

მწვანედ - წევრები. ვარდისფრად - ყოფილი წევრები;



17. საკავშირო სახელმწიფო (Union State) - რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის გაერთიანება.

საკავშირო სახელმწიფო




18. არაბული ლიგა (Arab League)

არაბული ლიგა




19. წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი (Pacific Islands Forum)

წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი



20. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობა (Community of Latin American and Caribbean States - CELAC)

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობა



21. აღმოსავლეთ აფრიკის საზოგადოება (East African Community)

აღმოსავლეთ აფრიკის საზოგადოება



22. ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა (Economic Community of Central African States - CEMAC)

ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა



23. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა (Economic Community of West African States - ECOWAS)

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა



წყარო: Supranational Union;


სამეცნიერო სტატიები:

1. შესაძლებელია არსებობდეს ღმერთი აკადემიური მეცნიერების მიხედვით?

2. რამდენიმე საინტერესო მითი და ფაქტი კოსმოსის შესახებ

3. საინტერესო ფაქტები ანტიმატერიის შესახებ მოკლედ

4. საინტერესო ფაქტები სამყაროს გაფართოების შესახებ მოკლედ

5. საინტერესო ფაქტები შავ ხვრელებზე

6. საინტერესო მეცნიერული ფაქტები

7. ადამიანის უჯრედების ტიპები

8. კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა ქვემო ქართლში

9. ძვ.წ. 4200 წლის დიდი დასახლება ქვემო ქართლში

10. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ

11. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ

12. რუსების და რუსეთის ისტორია მოკლედ

13. ვინ და რატომ გაჰყო ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად?

14. და მაინც, რა არის სინათლე?

15. ქართველების როლი ბიზანტიის იმპერიაში

16. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები

17. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეორე

18. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მესამე

19. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეოთხე

20. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეხუთე

21. ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია

22. საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით

23. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი პირველი

24. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეორე

25. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მესამე

26. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეოთხე

27. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეხუთე

28. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეექვსე

29. რუსეთის 1917 წლის დროებითი მთავრობის ქართველი გენერლები

30. საბჭოთა კავშირის ქართველი გენერლები

31. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერლები 1918-21 წლებში

32. რამდენად დიდია სამყარო და სად არის ღმერთი?

33. შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0