x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
„მილიონზე მეტი აქვს უკვე დახარჯული" - „ნაცმოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები კეზერაშვილის ცოლისძმამ დაიბარა და აგინა
image

„ქრონიკას" წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ გუშინ პირველ საათზე ბროსეს ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია და სხვა ლიდერები დაიბარეს. ამავე წყაროს ცნობით, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და მათ შორის მძიმე საუბარი შედგა.


ჩიქოვანმა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და განაცხადა, რომ უკმაყოფილოა და მეტი მუხტი სჭირდება. წყაროს ინფორმაციით, ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ „მილიონზე მეტი აქვს უკვე დახარჯული და მათგან შედეგს ვერ იღებს".


ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები თათბირის შემდეგ მძიმე შეურაცხყოფის გამო გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მიაწოდა „ქრონიკას" ექსკლუზიურად ინფორმაცია დიმიტრი ჩიქოვანის მიერ მძიმედ ჩატარებული თათბირის შესახებ.



დიმიტრი ჩიქოვანთან საუბარს "კურიერთან" ადასტურებს იგორ ნარმანია, თუმცა შეურაცხყოფის ფაქტს ის უარყოფს.


"დიმა ჩიქოვანი ვნახეთ, ჩვეულებრივ ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რა მილიონის დახარჯვა? სისულელეა თავიდან ბოლომდე. შეხვედრა და კომუნიკაცია ჩვენ დიმიტრი ჩიქოვანთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ჩვეულებრივ გვაქვს და ამაში არანაირ პრობლემას არ ვხედავთ. დანარჩენი სისულელეა, არანაირი შეურაცხყოფა არ იყო, " - ამბობს იგორ ნარმანია.


ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ითხოვს თავად დიმიტრი ჩიქოვანი.


"აქციას არ სჭირდება დაფინანსება. თუ რამე მტკიცებულება არსებობს, დამბრალებელმა მოიტანოს, " - ამბობს დიმიტრი ჩიქოვანი.

0
546
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0