x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გურუს რჩევები: რას მიირთმევს საუზმეზე ლეო ბოკერია

image


ლეო ბოკერი - გახლავთ ცნობილი კარდიოქირურგი, პროფესორი, აკადემიკოსი, ჯანმრთელობის ეროვნული ლიგის პრეზიდენტი და უბრალოდ ადამიანი, რომელმაც ადამიანთა წარმოდგენაში დიეტისა და კვების რეჟიმის შესახებ რევოლუცია მოახდინა.



კარდიოქირურგის საუზმე


image



ექიმი დარწმუნებულია, რომ გამონათქვამი - "საუზმე მარტომ შეჭამე, სადილი მეგობარს გაუყავი, ვახშამი კი მტერს მიეციო" არასწორია. ათწლეულების მანძილზე თავად ბოკერია საუზმეზე მხოლოდ ხაჭოს მიირთმევს, რომელსაც მას მეუღლე საგანგებოდ უმზადებს: "მე ყოველთვის ვყიდულობ რძეს და ნაღებს, რომლისგანაც ჩემი მეუღლე ყოველდღე ხაჭოს მიმზდებს. მე მივირთმევ მას და მივდივარ სამსახურში". პროფესორს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ის მთელი დღის განმავლობაში ათაბით ოპერაციას ატარებს, ამიტომ დღის განმავლობაში შეუძლია თავს მხოლოდ მსუბუქი ხემსის - იოგურტის, ხილის ან იგივე ხაჭოს მირთმევის უფლება მისცეს.


image


ექიმი ამტკიცებს, რომ მსუყე საუზმე - თავსმოხვეული მითია, ვინაიდან ადამიანი როგორც კი იღვიძებს მისი ორგანიზმი აქტიურ მუშაობას იწყებს, და თუ მას ხორცითა და ფქვილის პროდუქტებით "დავტვირთავთ" სისხლის მიმოქცევა კვლავ შეიცვლება. კუჭში სისხლის მიმოქცევა გაიზრდება, თავის ტვინში კი - შემცირდება, რის შედეგადაც შრომისუნარიანობა მცირდება. "როდესაც დილით ძღომამდე მიირთვით, საჭმლის მომნელებელი სისტემა საბრძმედე ღუმელივით იწყებს მუშაობას, შედეგად კი ადამიანს უჩნდება წამოწოლისა და ძილის სურვილი".


image


პროფესორმა ამასთან დაკავშირებით ერთ - ერთ ინტერვიუში თავისი დაკვირვებების შესახებ ისაუბრა. საბჭოთა-ამერიკული თანამშრომლობის დროს მან შეამჩნია თუ როგორ "საუზმობდნენ" მსოფლიოში ცნობილი ქირურგები მხოლოდ პატარა ფინჯანი ყავით და სამსახურში მიდიოდნენ. 12-დან 13 საათამდე მათ ჰქონდათ ე.წ. ლანჩი, რომლის დროსაც მათ შეეძლოთ პატარა სენდვიჩის მირთმევა. სრულფასოვნად ისინი მხოლოდ საღამოს, სახლში დაბრუნებულები იკვებებოდნენ. სწორედ მაშინ შეგიძლიათ მოდუნდეთ, ნოყიერად ივახშმოთ, აუზს ან სპორტდარბაზს ესტუმროთ, წიგნი წაიკითხოთ და ა.შ. ლეო ბოკერია თვლის, რომ სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობის მქონე ქვეყნებში ადამიანები ამ პრინციპით იკვებებიან:



საუზმე – მიეცი მტერს


სადილი - მსუბუქი ხემსი


ვახშამი - სრულფასოვანი კვება, თუმცა ის არ უნდა იყოს ძალიან გვიან, არამედ მხოლოდ - მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. მეცნიერი დევიდ ლევიცკი კორნელის უნივერსიტეტიდან ამ ვერსიას სრულად ეთანხმება. მან დაადგინა რომ თუ საუზმეზე ერთი კვირის განმავლობაში უარს იტყვით, რამდენიმე კილოგრამს ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე დაიკლებთ. მისი აზრით, ასეთი სტრატეგია სულაც არ გამოიწვევს მთელი დღის განმავლობაში მეტი საკვების მიღების სურვილს. ეს არ გახლავთ უსაფუძვლო განცხადება, მეცნიერმა ამის დასამტკიცებლად ექსპერიმენტიც კი ჩაატარა. მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. პირველი რეგულარულად საუზმობდა, მეორე კი - არა. ჯგუფი, რომელიც არ საუზმობდა, მომატებულ მადას გრძნობდა, მაგრამ დღის ბოლომდე მათი მოხმარებული საკვების რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით, პირველ ჯგუფთან შედარებით 408 კალორიით ნაკლებიც კი მიიღეს.




კვების პრინციპი და ცხოვრების წესი


image


თავად ექიმი ამტკიცებს, რომ დიეტას არ იცავს, თუმცა ცდილობს დიეტურად იკვებოს. ახალგაზრდობაში მან "კრემლის დიეტის" დაცვაც სცადა, რომლის არსიც ცუდად ასათვისებელი პროდუქტების რაციონიდან გამორიცხვაში მდგომარეობს. ხორცის ან თევზის შემთხვევაში ისინი მხოლოდ მოხარშული სახით მიიღება, მარილი - შეზღუდვით, შაქარი და ფქვილი კი საერთოდ ტაბუირებულია, ახალი მწვანილის მირთმევა ნებისმიერი რაოდენობით ნებადართულია, გამომდინარე იქიდან რომ გარნირში ბევრი ბოჭკოა, რომლის გამოდევნას ორგანიზმიდან დიდი დრო სჭირდება, ამ დიეტის დაცვის დროს უმჯობესია რომ მასზე საერთოდ უარი თქვათ.


image


მრავალი წელია აკადემიკოსი არ მოიხმარს შაქარს და რაციონში 99%-იანი შოკოლადი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ ჩართო, რადგან მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს პროდუქტი ნორმალიზებას უწევს სხეულის ყველა ფუნქციას და ჰიპერტენზიის პროფილაქტიკასაც ემსახურება, თუმცა ბოკერია ადამიანებს მოუწოდებს, რომ 80-70%-იან შოკოლადზე არ გადავიდნენ, რადგან მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია, რადგან უამრავ შაქარს შეიცავს.


image


ვინაიდან ქირურგი დღეში რამდენიმე ოპერაციას აკეთებს, მისთვის მოსახერხებელია მხოლოდ საღამოს კვება, თუ ის სახლში ცხრაზე ბრუნდება, მხოლოდ ფაფით იკვებება და დასაძინებლად მიდის, ხოლო თუ გაუმართლა და შინ რვამდე მივიდა, ის სრულფასოვნად ვახშმობს. "დღის განმავლობაში საოპერაციო ბლოკიდან ვერ გამოვდივარ და ამიტომ ვერფერს ვჭამ. მივირთმევ მხოლოდ საღამოს, როცა სახლში ვბრუნდები"- აცხადებს ლეო ბოკერია. გასაკვირია, რომ ცნობილი კარდიოქირურგი ოდესღაც საკმაოდ სტაჟიანი მწეველი იყო, თუმცა მავნე ჩვევასთან გამომშვიდობება მხოლოდ ერთ დღეში მოახერხა. ახლა პროფესორი აღიარებს, რომ მასზე გავლენა ამერიკელმა კოლეგებმა მოახდინეს: "როდესაც ამერიკელებმა დამინახეს, რომ ვეწეოდი კინაღამ "შემჭამეს" - სწორედ მათი წყალობით დავანებე თავი მოწევას, თუმცა 25 წელი ვეწეოდი". ის ასევე არ მოიხმარს ალკოჰოლს, რადგან დარწმუნებულია რომ ის ორგანიზმს სარგებელს არანაირი დოზით არ მოუტანს, თუმცა ოდესღაც კონიაკი მისი საყვარელი სასმელი იყო.


image


დღეს ექიმი საკუთარი თავით ამაყობს, ამბობს რომ დამღუპველი დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა, მიუხედავად იმისა, რომ ლეო ბოკერია ქართველია და ის ბავშვობიდან მშვენივრად იცნობს დღესასწაულების ტრადიციებს. საიდუმლო ძალიან მარტივია, ბოკერია ირწმუნება, რომ თუ რაიმე ჩვევას მოიშორებ, ის სწრაფადვე იქცევა ანტიჩვევად. აკადემიკოსი ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევა, სწორი კვების გარდა, ის ასევე ცურავს და ჩოგბურთს თამაშობს. იცავს რეჟიმს - დროულად იძინებს და ადრე დგება.


image


აი, 84 წლის გამოჩენილი ექიმის ყველა საიდუმლო. აღსანიშნავია, რომ ის დღესაც ატარებს რთულ, მრავალსაათიან ოპერაციებს, ხოლო კითხვაზე თუ როგორ ახერხებს ის მაღალი პროფესიული აქტივობის შენარჩუნებას ლეო ბოკერია იღიმის და პასუხობს, რომ ყველაფერი სწორ კვებაში, დღის რეჟიმის დაცვასა და კარგ განწყობაშია!







0
1097
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1097