სიახლეები იაპონელების 10 საიდუმლო, რომელიც აახალგაზრდავებს სხეულსა და ახანგრძლივებს სიცოცხლეს 2020, 11 ნოემბერი, 12:12 მოგესენებათ, რომ იაპონელები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი ერია.ისინი საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, სწორედ ამიტომ ამომავალი მზის ქვეყნის შვილები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თუ რითი იკებებიან და როდის. გარდა ამისა, იაპონელები საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც მკაცრად აკონტროლებენ, მათი აზრით სული და სხეული ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში უნდა იყოს. ისინი ყველანაირად ცდილობენ სტრესსა და შფოთს თავი აარიდონ. ყველაფერ ამასთან ერთად მათთვის თვითრეალიზაცია, ცხოვრების შეცნობა და სხვა ასპექტებია მნიშვნელოვანი. მხოლოდ ასე შეუძლიათ ამ საოცარი კულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხს ბედნიერებისა და სიმშვიდის მიღწევა. დღეს, გადავწყვიტე მოგიყვეთ იაპონელების 10 საიდუმლოს შესახებ, რაც მათ სხეულისა და გონების სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება.1. მიირთვით მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად გშიათ. არ ღირს უზომოთ ჭამა, სწორედ ამიტომ იაპონელები ყოველთვის მცირე ულუფებით იკვებებიან.2. აუცილებელია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან კონტაქტის შენარჩუნება და კარგ ურთიერთობებაში ყოფნა. მარტოობამ შესაძლოა თქვენზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს.3. ამომავალი მზის ქვეყნის შვილები კვირაში ერთხელ აბანოსაც სტუმრობენ, მათი აზრით, სხეულის გათბობა მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე დადებითად აისახება.4. იაპონელი ქალები სახის მასაჟს ყოველდღე იკეთებენ, ასევე მას საგულდაგულოდ იბანენ და შემდეგ სკრაბითაც იმუშავებენ. ამგვარად, ისინი კანს ჯანმრთელობას უნარჩუნებენ და ნაოჭების ნაადრევად წარმოქმნასაც აფერხებენ.5.ისინი ყველანაირად ცდილობენ მზის სხივებისგან თავის დაცვას, რადგან კარგად იციან, რომ ულტრაიისფერი სხივები კანის დაავადებებსა და ადრეულ დაბერებას იწვევს.6. ამომავალი მზის ქვეყანაში მწვანე ჩაის როგორც წესი, ჟასმინთან ერთად მიირთმევენ, ის აძლიერებს სისხლძარღვებს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ამცირებს ქოლესტერინს.7. იაპონელები ყველანაირად ცდილობენ აქტიური ცხოვრების წესი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნონ.8. ისინი შფოთსა და სტრესს ყველანაირად ერიდებიან და ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობენ სიმშვიდე შეინარჩუნონ. მათთვის ფსიქიკური სტაბილურობა პირველ ადგილზეა.9. იაპონელები ჯანმრთელი ცხოვრების წესს, არაჯანსაღ საკვებსაც ჰარმონიულად უთავსებენ, ისინი ზოგჯერ თავს ძლიერი სასმელით ან ტკბილეულით ინებივრებენ.10. ამ უნიკალური ქვეყნის წარმომადგენლები გირჩევენ რომ ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს სხეულსა და სულს, ვინაიდან მათი აზრით, მხოლოდ ასე შეიძლება სხეულისა და სულის ჯანმრთელობის ხანგრძლივად შენარჩუნება.256 1-ს მოსწონს |