x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გაიგეთ რომელი დაავადებებისკენ ხართ მიდრეკილი თქვენი სისხლის ჯგუფის მიხედვით

image


ბევრმა ადამიანმა თავისი სისხლის ჯგუფის შესახებ არაფერი იცის ვინაიდან ფიქრობს რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მას ეს ცოდნა ნაკლებად ესაჭიროება, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სისხლის ჯგუფს ამა თუ იმ დაავადებისადმი ადამიანის მიდრეკილების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია, ამიტომ ვფიქრობ ეს ცოდნა ზედმეტი არავისთვის იქნება!




თრომბები


image


მაგალითად, IV ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებთან შედარებით, ამ დაავადებისადმი მიდრეკილი უფრო I - ლი და II -ე ჯგუფის პირები არიან, რომელთა პროცენტული მაჩვენებლებიც 30% - ით (I, II) 20% -ი (IV) განისაზღვრება.




კუჭის კიბო


image


რაც შეეხება კუჭის კიბოს, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს არ გაუმართლა.





წყლულები

image


კუჭის წყლულოვანი დაავადებებისკენ მიდრეკილი პირველი ჯგუფის სისხლის ადამიანები არიან, ექიმების აზრით, ამის მიზეზი ინფექციაზე იმუნური სისტემის რეაქციაა.





გულის უკმარისობა


image


ამ დაავადებისგან კი ყველაზე მეტად მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე პირები იტანჯებიან, თუმცა აღნიშნული ფენომენის მიზეზს სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ ხსნიან.




პანკრეასის კიბო


image


პირველი ჯგუფის მქონე პირებს გილოცავთ, ამ თვალსაზრისით თქვენ სხვა დანარჩენთან შედარებით ნამდვილად გაგიმართლათ. პანკრეასის კიბოთი დაავადების შანსი III - ჯგუფს ყველაზე მაღალი - 72% - აქვს, IV -ს 51% -ი, აი, II ჯგუფს კი - 32% - ი, რაც მედიკოსების თქმით, გენეტიკური ფაქტორით აიხსნება. მეტიც, სპეციალისტები ამ ფაქტს ორგანიზმში ანთებით პროცესზე სისხლის ანტისხეულების მოქმედებით ხსნიან, თუმცა წინასწარ ნუ ინერვიულებთ! მართალია სისხლის ჯგუფის შეცვლას ვერ მოახერხებთ, მაგრამ ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილებით და არაჯანსაღ საკვებზე, მოწევასა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაზე უარის თქმით მრავალი დაავადების რისკს ნამდვილად შეამცირებთ.






0
294
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
294