x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნახეთ, რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ძილის, ჰაერის, წყლისა და სინათლის გარეშე გაძლება
image


ადამიანის სხეული არასრულყოფილია და, სიმართლე გითხრათ, არც თუ ისეთი ფუნქციონალური. ჩვენ არ შეგვიძლია - ფრენა, ჩქარი სირბილი, წყლის ქვეშ 1-2 წუთზე მეტხანს ცურვა და კიდევ ბევრი სხვა რამ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დროის მკაცრად განსაზღვრული შეზღუდვები სხეულისთვის საჭირო წყლის, საკვების, ჰაერისა და სინათლის მისაწოდებლად, რაც სისტემატურად უნდა გაკეთდეს, მაგრამ რა მოხდება, თუკი საკუთარ სხეულს ავუჯანყდებით და მისთვის სასიცოცხლო რესურსების მიწოდებას შევწყვეტთ. რამდენ ხანს შევძლებთ მათ გარეშე ცხოვრებას?





ძილის გარეშე - ხანგრძლივობა: 11 დღე


image


1965 წელს ჩვიდმეტი წლის რენდი გარდნერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელმაც 264, 4 საათი ანუ 11 დღე და 24 წუთი ძილის გარეშე გაძლო. მისი ექსპერიმენტის გამეორებას არავის ვურჩევ ვინაიდან ძილი მოგეხსენებათ, როგორც ჩვენი მეხსიერებისთვის, ასევე ტვინის სწორად ფუნქციონირებისთვისა და მიმდინარე მოვლენებზე ადეკვატური რეაგირებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.




ჰაერის გარეშე - ხანგრძლივობა: 22 წუთი



image


დანიელმა ფრი - დაივერმა სტიგ სევერინსენმა წარმოუდგენელი რეკორდი დაამყარა, გაატარა რა წყალქვეშ მთელი ოცდაორი წუთი. ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებლად ჟღერს ვინაიდან ადამიანის ტვინი ჟანგბადის გარეშე უკვე ოთხი წუთის შემდეგ იღუპება. სევერინსენმა სიკვდილი მოატყუა, ის წყალში ჩაყვინთვამდე სუფთა ჟანგბადს 19 წუთის განმავლობაში სუნთქავდა რამაც საბოლოოდ, მას ამდენ ხანს წყლის ქვეშ გააძლებინა. მყვინთავის სხეულის ყველა უჯრედი ჟანგბადით იმდენად იყო გაჯერებული რომ მან ამდენი ხნით წყალქვეშ ყოფნა სწორედ ამიტომაც შეძლო.




საკვებისა და წყლის გარეშე - ხანგრძლივობა: 18 დღე


image


1979 წელს 18 წლის განგსტერი ანდრეას მიხავეჩი საკვებისა და წყლის გარეშე ციხის საკნის სარდაფში იქნა მივიწყებული. თითქმის სამი კვირის შემდეგ მის შესახებ გაახსენდათ - ანდრეას გამოჯანმრთელებას მთელი თხუთმეტი დღე დასჭირდა. არ ღირს მსგავსი ექსპერიმენტების სახლში გამეორება, ვინაიდან წყალი სახსრების ერთგვარი ბიოლოგიური საპოხია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს კვებავს და მის ტემპერატურას არეგულირებს.





გრავიტაციის გარეშე - ხანგრძლივობა: 437, 7 დღე



image


სივრცეში ცურვა - სახალისო საქმიანობაა. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოიყურება ის გვერდიდან. რუს კოსმონავტს ვალერი პოლიაკოვს გრავიტაციის გარეშე 437, 7 დღის გატარება მოუწია, რაც აბსოლუტური რეკორდია. რატომ არის ეს ცუდი? რადგან ჩვენი სხეული შეიქმნა იმისთვის რომ მიწიერი მიზიდულობის გავლენის ქვეშ იფუნქციონიროს, ვინაიდან მის გარეშე კუნთები ძალიან სწრაფად კარგავენ როგორც წონას, ასევე ძალასაც.




მზის სინათლის გარეშე - ხანგრძლივობა: წლები


image


2004 წელს ჩეხმა ფაკირმა ზდენეკ ზაჰრადკამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომლითაც მთელი 10 დღე კუბოში სასუნთქი მილის საშუალებით, თუმცა საკვებისა და წყლის გარეშე გაატარა, მაგრამ მზის სინათლის გარეშე დიდხანს ყოფნის რეკორდი მას მაინც არ ეკუთვნის. 2012 წელს რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მიწისქვეშა მცხოვრებთა კულტი აღმოაჩინეს, რომელიც თათრეთის რესპუბლიკის ტერიორიაზე მდებარეობს. კულტის წევრ ბავშვებს მზე არასოდეს უნახავთ. მოგეხსენებათ, მზის სხივი D ვიტამინის აუცილებელი წყაროა, რომელიც სხეულს კალციუმის ათვისებაში ეხმარება.






0
321
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
321