სიახლეები რისი თქმა სურს გამონაყარს: ეს ჩინური "სახის რუკა" გეტყვით, რა აწუხებს თქვენს ორგანიზმს 2020, 3 მარტი, 0:32 კანი - სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომლის ზედაპირზეც შესაძლოა მრავალი შინაგანი ორგანოს დაავადება გამოვლინდეს. როგორც წესი, ხშირად კანის პრობლემები ჯანმრთელობის ამა თუ იმ სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებს. ამრიგად, ჩინელები თვლიან, რომ სახის ცალკეული ნაწილები სხეულის სხვადასხვა ორგანოებთან არის დაკავშირებული. სახეს შეუძლია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე მთელი რიგი ცვლილებებისა და დარღვევების შესახებ გვამცნოს, რომელიც კანზე - გამონაყარის, აკნეს ან კანის ფერის შეცვლით გამოიხატება. გთავაზობთ, დეტალურად გაშიფრულ "სახის რუკას", რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უფრო მეტი რამ შეიტყოთ.შუბლი: დაკავშირებულია შარდის ბუშტთან და წვრილ ნაწლავთანმიზეზი: ჭარბი რაოდენობით ცხიმისა და დამუშავებული საკვების მიღება, სტრესი, ძილის ნაკლებობა, შაქრისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება როგორც წესი, საჭმლის მონელების პროცესს ანელებს.მკურნალობა: დალიეთ ბევრი წყალი, უარი თქვით ალკოჰოლის მიღებაზე, იკვებეთ დაუმუშავებელი, უმი ბოსტნეულით და გაიუმჯობესეთ ძილის ხარისხი.წარბებს შორის ადგილი: დაკავშირებულია ღვიძლთანმიზეზი: ხორცის გადაჭარბებული მოხმარება, შესაძლოა თქვენ ასევე რომელიმე პროდუქტზე ალერგიაც კი გქონდეთ, შესაბამისად, კუჭი მეტი დატვირთვით მუშაობს, რის გამოც ის შესაბამის დასვენებას ვერ ახერხებს.მკურნალობა: მიირთვით რაც შეიძლება მეტი ორგანული, სუფთა და ჯანმრთელი საკვები, იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე, დაკავდით მედიტაციით ან იოგით.წარბებს შორის "თაღი": დაკავშირებულია თირკმელების პრობლემებთანმიზეზი: გულის სისუსტე, სისხლის ცუდი მიმოქცევა, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება და მოწევა.მკურნალობა: შეზღუდეთ ალკოჰოლის, კოფეინისა და ტკბილი სასმელების მიღება, სვით რაც შეიძლება ბევრი, სუფთა წყალი.ცხვირი: დაკავშირებულია გულის დაავადებებთანმიზეზი: სისხლის ცუდი მიმოქცევა, მუცლის შებერილობა, დაბინძურებული ჰაერი და მაღალი არტერიული წნევა.მკურნალობა: თქვენ სისტემატურად უნდა აკონტროლოთ არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე, ჩაიტაროთ ორგანიზმის დეტოქსიკაცია მწვანე ჩაის დახმარებით და რეგულარულად დაკავდეთ სპორტით.ლოყების ზედა ნაწილი: დაკავშირებულია ფილტვებთანმიზეზი: მოწევა, ასთმა, დაბინძურებული გარემო.მკურნალობა: დაანებეთ სიგარეტის მოწევას თავი და გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო სუფთა ჰაერზე, დაიწყეთ ყოველდღიური ვარჯიში.ლოყები: დაკავშირებულია ფილტვებთან და თირკმელებთანმიზეზი: ცუდი კვება, სტრესი, ჭარბი რაოდენობით შაქრის გამოყენება, მოწევა.მკურნალობა: ამოიღეთ რაციონიდან მავნე საკვები პროდუქტები და ჩაანაცვლეთ ისინი ნატურალური, ჯანსაღი საკვებით.პირი და ნიკაპი: დაკავშირებულია კუჭის პრობლემებთანმიზეზი: შაქრის, ალკოჰოლის, კოფეინისა და ცხიმის მაღალი შემცველობის პროდუქტების ხშირი გამოყენება, სტრესი.მკურნალობა: თქვენ უნდა დაიცვათ ბალანსირებული კვების პრინციპები და იკვებოთ რაც შეიძლება მეტი ხილითა და ჯანსაღი პროდუქტებით.ყბა და კისერი: დაკავშირებულია ჰორმონებთანმიზეზი: დეჰიდრატაცია, ჭარბი რაოდენობით - მარილიანი საკვები, კოფეინი ან სანელებლები.მკურნალობა: სვით ბევრი წყალი და რაც შეგიძლიათ შეამცირეთ მარილიანი და სანელებლებიანი საკვების მიღება, ასევე თავი შეიკავეთ ჭარბი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებისგან.6484 1-ს მოსწონს |