x
image
მაკა ნიკვაშვილი
ყურადღება - სახიფათოა! აი, რა უნდა იცოდეს კიბორჩხალის ჩხირების ყველა მოყვარულმა...

image


კიბორჩხალის ჩხირების სალათა არაერთი ადამიანის საყვარელი კერძია, თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცის რომ საკმაოდ უჩველო გემოს მქონე ეს ნახევარფაბრიკატი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა. სამწუხაროდ, ბევრი მწარმოებელი სცოდავს და მასში სხვადასხვა სახის გემოს გამაძლიერებლებს, სტაბილიზატორებსა თუ არომატიზატორებს ამატებს. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი მის მთავარ კომპონენტს - სურიმის (თევზის ფარში) საერთოდ სხვა ინგრედიენტებით ანაცვლებს. კიბორჩხალის ჩხირების შეძენისას მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი გავაკეთოთ და სახლში ისეთი პროდუქტი არ წავიღოთ, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. მაშ ასე, მოდით ერთად გავარკვიოთ თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხარისხინი და უხარისხო კიბორჩხალის ჩხირები!






შემადგენლობა



image


კიბორჩხალის ჩხირების შერჩევისას პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მის შემადგენლობას. თუ კომპონენტთა ჩამონათვალში, სურიმი პირველ ადგილზეა - ეს ნიშნავს რომ პროდუქტი ხარისხიანია, ხოლო თუ სურიმი მეორე ადგილზეა - ეს უკვე მასში თევზის რაოდენობის მინიმალურ შემცველობაზე მიანიშნებს. ზოგჯერ კიბორჩხალის ჩხირების შემადგენლობაში თევზის ფარშის ნაცვლად სახამებელი, სოიოს ცილა და სხვადასხვაგვარი შემცვლელებია. ამ შემთხვევაში კი, სჯობს მსგავსი სახის ნახევარფაბრიკატის შეძენისგან საერთოდ თავი შეიკავოთ.





გარეგნული მხარე


image


ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კიბორჩხალის ჩხირების გარეგნულ მხარესაც: გახსოვდეთ, რომ პროდუქტი შეღებილი მხოლოდ ერთ მხარეს უნდა იყოს. ჩხირების ფერი კი ღია ვარდისფრიდან ვარდისფერ - წითლამდე უნდა ვარირებდეს. გაითვალისწინეთ, რომ ნახევარფაბრიკატის ხასხასა წითელი ფერი პროდუქტში საღებავის ჭარბ რაოდენობაზე მიუთითებს. კიბორჩხალის ჩხირები ასევე უნდა იყოს გლუვი, თანაბარი და მაგარი. არ ღირს ისეთი პროდუქტის შეძენა, რომელიც ხელში იმტვრევა და იფხვნება.






შეფუთვა


image


იმის გარკვევა კიბორჩხალის ჩხირები დიდი ხნით საყინულეში ინახებოდა თუ არა, შეფუთვიდანაც შესაძლებელია, ამ შემთხვევაში მას როგორც წესი გარეკანზე მცირე რაოდენობით ყინული აღენიშნება. გახსოვდეთ, რომ ერთი და იმავე ზომისა და ფორმის ჩხირები ჰერმეტულად დაცულ შეფუთვაში უნდა იყოს. ამ ნახევარფაბრიკატის არჩევისას უმჯობესია თუ უპირატესობას ცნობილ მწარმოებლებს მიანიჭებთ, რადგან თევზის ფარშთან ხუმრობა სახიფათოა.




შეამოწმეთ შიგთავსი

image


სურიმი - საკმაოდ ელასტიური მასაა, რომელიც ადვილად დეფორმირებადია. შეეცადეთ კიბორჩხალის ჩხირი მოხაროთ თუ ის ოდნავ გაიბზარება, ნიშნავს რომ პროდუქტი მაღალი ხარისხისაა, ხოლო თუ გატყდება - ეს ფაქტი უკვე მასში დიდი რაოდენობით სახამებლის შემცველობაზე მიუთითებს. ასევე შეეცადეთ გაშალოთ კიბორჩხალის ჩხირი, თუ თქვენ ამგვარი მანიპულაციის ჩატარებას შეძლებთ ეს, პროდუქტში სურიმის დიდ რაოდენობაზე მიანიშნებს, ხოლო თუ ჩხირი წებოვან მასად იქცევა ეს უკვე იმის ნიშანია, რომ პროდუქტში ბევრი სახამებელია. ამ ნახევარფბრიკატის შეძენისას უპირატესობა ყოველთვის იმ კიბორჩხალის ჩხირებს მიანიჭეთ, რომელშიც მცირე რაოდენობით კარტოფილის სახამებელია.



0
29
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
29