საქართველო "აჯობებს თქვენ არ იყოთ, ვიდრე საქართველო გაქრეს!" - დიტო სამხარაძე 10 მაისი, 20:00
დეპუტატ დიტო სამხარაძეს "ქართული ოცნებიდან" ქალიშვილის ლიკვიდაციით დაემუქრდნენ, შესაბამისი სქრინები პარლამენტარმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თან ასეთი მიმართვა დაურთო:
"20 საათი დაგრჩათ, ლომჯარიას, გიგაურს, 5ლე ჯაფარიძეს, გვარამიას და ყველა ჩირქიანს, რომლებიც სანაცეთში ყარხართ, მომითრიოთ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარის მომწერი! 20 საათი, თუ არა და მე თვითონ ამოვარჩევ თქვენში დამკვეთს! ყველანი ხართ ამაზე წამსვლელები, ამიტომ დიდად არ შევცდები! თქვენ გგონიათ ამით გამაჩერებთ? პირიქით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი მოთესლება ხელისუფლებაში არ შეიძლება და ნებისმიერი ფორმით და ხერხით უნდა აღვკვეთოთ თქვენი მცდელობები. აჯობებს თქვენ არ იყოთ, ვიდრე საქართველო გაქრეს. გპირდებით გაგამწარებთ, არ გემუქრებით, გაფრთხილებთ"-წერს სამხარაძე. ბოლო პოსტში დიმიტრი სამხარაძე ყოფილ სახალხო დამცველს ნონო ლომჯარიას მიმართავს: "ლომჯარიამ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარა მოჭრა და ჩემი პოსტი ისე გამოაქვეყნა ტვიტერზე! ჩემმა უფროსმა შვილმა უპასუხა და სავარაუდოდ წაშლის! სახეში აგაფარებთ სიმართლეს. აქაც ჩანს თქვენი მავნებლობა, ბომბების ცვენა და საქართველოს მტრობა! ლომჯარია-გიგაური ვინც არიან ყველამ ვიცით! ნებისმიერი შეგინება ან ლანძღვა ამ არსებების მიმართ კომპლიმენტია"-წერს სამხარაძე. 310 2-ს მოსწონს
|