საზოგადოება "რუსულ კანონს" აპროტესტებს ისეთები, წაკითხული კი არა კანონის აზრზე, რომ არაა ისეთები" 3 მაისი, 11:39
"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა, ლეგენდარულმა რიჩარდ დანმა "ნიუკასლთან" შეხვედრისას 2 ავტოგოლი გაიტანა საკუთარ კარში.
ვინმეს ენა მოუბრუნდება და იტყვის, რომ ესენი ცუდი ფეხბურთელები იყვნენო? საკუთარ სასახელო ფეხბურთელზე ენა როგორ გიბრუნდებათ არასწორად? ვინმე ალადაშვილს "შერცხვა თურმე" კაკაძესთან, რომ აქვს ნათამაშები რამდენიმე მატჩი. სატირალი, რომ არ იყოს სასაცილოა, რუსულ ჩემპიონატში ითამაშა ნახევარ კარიერაზე მეტი და "რუსეთუმეობას" კალაძეს სწამებს. "ნამუსიც კარგი საქონელიაო"-ნათქვამია ალადაშვილო! ბავშვები არიან და პოლიციელებმა მათზე ხელი როგორ აწიესო?-სრულწლოვანი, რომ ხდები იქ მთავრდება შენი ბავშვობა, მოიქეცი კანონის ფარგლებში და არავინ შეგეხება. ქვას, რომ ესვრი პოლიციელს, რომელიც წესრიგს იცავს, დედას აგინებ და მონას დაუძახებ-ეს უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და კანონი იწყებს მოქმედებას. თქვენ ხომ გინდათ ევროპა და ამერიკა? აბა გაბედეთ და ამერიკელ პოლიციელს სამი თითის კომბინაცია ანახეთ, ძველი ინდიელებივით სკალპს გაგაძრობენ. პარლამენტში შევარდნის მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად ითვლება ყოველთვის, ამიტომაც დაუშინეს ტრამპის აგრესიულ მხარდამჭერებს საკანონმდებლო ორანოში შეჭრისას არა რეზინის ტყვიები, არამედ საბრძოლო. გოგო-ბიჭებო, სამი თითის კობინაციას სულ სხვა ისტორია და წარმოშობის მიზეზი აქვს, წაიკითხეთ მეტი და გეცოდინებათ. დალპა ოპოზიცია, როგორც უმაცივროდ შენახული თურქული პომიდორი და ვა-ბანკზე მიდის რევოლუციური სცენარით. თავადაც რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილე ვარ და ძალიან ბევრ ქართველს ვიცნობ იქიდან, წუხელაც დავინახე ახალგაზრდებს შორის ჩამდგარი ეს ყოფილი პრეზიდენტის ნაზონდერალი ყოფილი ძალოვნები. რამდენიმე ქართველმა მებრძოლმა უკრაინიდან მიმართვა გაავრცელა: "ჩამოვალთ და დემონსტრანტებს დავიცავთო"-მოიქცნენ კანონიერი გზებით და არავინ შეეხება, მეორე და უმთავრესი, თქვენ თუ გგონიათ თქვენი აქ ჩამოსვლით "ვარდების რევოლუცია2"-ს მოგაწყობინებთ, ძალიან მწარედ ცდებით. გირჩევთ კანონი წაიკითხოთ გულდასმით და მერე იფიქრეთ, იქცევით სწორად თუ არა როცა კანონის სადარაჯოზე მდგარ პოლიციელს ქვებს დაუშენთ და დედას აგინებთ. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრის პიროვნების გასაჯაროება კი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევაა და ამაზე ნებისმიერ ჟურნალისტს მოგეთხოვებათ პასუხი კანონის ფარგლებში. ვინ უფრო დიდ რუსულ საქმეს აკეთებს, პოლიციელი რომელიც კონსტიტუციურ წესრიგს იცავს, თუ თქვენ, ვინც სპეციალური დანიშნულების რაზმების მებრძოლების ვინაობას და სახეს ასაჯაროებთ? P.S ახალგაზრდობას ყოველთვის დავუდგები გვერდით, როცა საქმე სიმართლისათვის ბრძოლას შეეხება, მაგრამ არასდროს დავდგები იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც ეროვნული დროშით საჯდომს იფარავს. კეთილი ინებეთ და პატივი ეცით ჩემი ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოს, რომლის ქვეშაც ვებრძოდით რუსეთს 2008 წელს. 73 5-ს მოსწონს |