x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"ბუდუ შვილო, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო" - შოთა ხაბარელი მიმართავს ბუდუ ზივზივაძეს


image



საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ამჟამად პოლიტიკოსი და "ქართული ოცნების" იმ 83 დეპუტატიდან ერთ-ერთი, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრს ბუდუ ზივზივაძეს კახა კალაძეს ადარებს და მიმართავს - "ბუდუ შვილო სანამ რამეს დაწერ ცოტა დაფიქრდი!"




გთავაზობთ ხაბარელის სრულ პოსტს:



"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას.



მეც რაღაც გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…


ამიტომ, მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ.


ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…" - წერს შოთა ხაბარელი.


შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ კიდევ ერთხელ გამოუცხადა თბილისში მომიტინგეებს მხარდაჭერა, თავისი აზრი გამოხატა და ღიად თქვა "არა რუსეთს და ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს", რამაც როგორც ჩანს შოთა ხაბარელი გაანაწყენა.


ბუდუ ზივზივაძის პოსტი "ფეისბუქზე":

image
1
165
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
165
  
გამოგორებული სპორტსმენები მაგარი ღადაობაა,ორივე მხარეს საცოდაობა მიდის. ქოცები 300 ცინგლიან მომიტინგეს ვერ აშოშმინებს,ვერ არბევს,რადგან ეშინია ამის გაკეთება,ხოლო ოპოზიცია კი არადა,ნაცები 300 კაცზე მეტს ვერ აგროვებენ,ვისაც ძალადორბივ საქმეში გამოიყენებენ. ერის გაYლევება ასეთი გაგებულა,თან უკვე მეორედ? 30 წლის წინ,ძმებში იყო უთანხმოება,ერთი ზვიადისტი იყო და მეორე მხედრიონში,დაერივნენ ერთმანეთს და თავპირი ალეწეს. ახლაც იგივე ხდება,ოჯახები ჩხუბობენ იმის გამო რო ბიძინიმ ან ლომჯარიას კანტორა უფრო მეტი მოქაფოს. აქ ჩანს უკვე რო ორივე მხარე არასწორი მიმართულებით მიდის და ხალხიც პირდაფჩენილი ამათ აყოლია. როცა ოჯახები გაყოფას იწყებენ პოლიტიკის გამო,იქ ერთი მეტეორი საკმარისი არ არის,ორი მაინც უნდა. თუ ასე გაგრძელდა,მალე იქნება ეგ,ოღონ მეტეორი არ იქნება,უფრო ნგრევა. უი ბოდიში,არის უკვე ეგ და ვერ გამიგია,პარლამენტის ჭიშკარმა რა დააშავა ან კამერამ? ისინი იღებენ კანონს თუ რას ერჩიან ეს დაქლიავებული ხალხი? საკუთრების ხელყოფა დანაშაულია,თუნდაც კერძო და თუნდაც საჯარო,მარა არავინ დაუჭერიათ.ნაცებმა იციან რო კამერას არაფერი დაუშავებია,თუმცა მაინც აფუჭებენ და ურნებს ზედ აყოლებენ. აქედან დასკვნა,ორივე მხარეს აწყობს ეს ამბავი,სავაჭრო მეტი ექნებათ ვიღაცასთან ან ერთმანეთთან. თუმცა დანგრეულ ქვეყანას ვინ აგიშენებთ გამქლიავებულო ხალხო?

#გავარტყიქოცებს და გავარტყი#ევროსაიუზს
0 1 1