x
image
Yoona
Mediator image
ცნობილი რეჟისორების 10 მუზა, რომელთა მონაწილეობის გარეშე მათი ფილმების უმეტესობა წარმოუდგენელია
ნიჭის გამოვლენა შთაგონების გარეშე შეუძლებელია. შემოქმედება, როგორც პატარა ბავშვი, მომთხოვნი და მოუთმენელია. ძველმა ფილოსოფოსებმა და მოაზროვნეებმა აღწერეს შთაგონების უმოკლესი გზა, ეს არის მუზა. სასარგებლო ცოდნის დახმარებით თანამედროვე კინორეჟისორებმა ბევრი საოცარი ფილმი გვაჩუქეს.



image



ვნახოთ, ვის თვლიან თანამედროვე ცნობილი რეჟისორები თავიან მუზებად და დავთვალოთ, რამდენ ფილმში ჩართეს თავიანთი შთაგონება.



რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი და მსახიობი ემა სტოუნი

image




ემა სტოუნი რეჟისორის მუზის ნამდვილი მაგალითია. როგორც ჩანს, მსახიობმა ლანთიმოსის გული მოიგო. რეჟისორი არ დაელოდა ფილმის „საბრალონი“ ტრიუმფალური მსვლელობის დასასრულს და გამოაცხადა, რომ მალე გამოვა ახალი ფილმი ემა სტოუნის მონაწილეობით „სიკეთის სახეები“. ასევ იორგოსის ფავორიტმა ითამაშა მის გახმაურებულ ფილმში „ფავორიტი“ და მოკლემეტრაჟიან ფილმში „Vlihi“.



რეჟისორი მარტინ სკორსეზე – მსახიობი ლეონარდიო დიკაპრიო

image



დიკაპრიო და სკორსეზე არის დუეტი, რომელმაც გვაჩუქა 7 შესანიშნავი ფილმი: „ნიუ–იორკის ბანდები“, „ავიატორი“, „მიცვალებულები“, „ჩაკეტილი კუნძული“, „უოლ–სტრიტის მგელი“, „სინჯები“, „ყვავილის მთვარის მკვლელები“. მალე შევძლებთ კიდევ ერთი ნამუშევრით ტკბობას, რადგან ახლა დამუშავების პროცესშია მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი „რუზველტი“, რომელშიც, ბუნებრივია, ლეონარდოც მიწვეულია.



რეჟისორი უეს ანდერსონი – მსახიობი ბილ მარი

image



ბილ მარი თავისი თამაშით არა მხოლოდ მაყურებლებს, არამედ რეჟისორებსაც შთააგონებს. უეს ანდერსონი იმდენად აფასებს ვარსკვლავის ნიჭს, რომ მზად არის თითქმის ყველა ფილმში გადაიღოს. 1998 წლიდან მარიმ რეჟისორის 7 ფილმში ითამაშა: „რაშმორის აკადემია“, „ტენენბაუმების ოჯახი“, „ცხოვრება წყალქვეშ“, „მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით“, „სავსე მთვარის სამეფო“, „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“, „ფრანგი მოამბე“. გარდა ამისა, მარი მიწვეული იყო მულტფილმების „შეუდარებელი მისტერ ფოქსი“ და „ძაღლების კუნძული“ გასახმოვანებლად.



რეჟისორი ტიმ ბარტონი – მსახიობი ჯონი დეპი

image



ამ დროისთვის ჯონი დეპმა ითამაშა ბარტონის 8 ფილმში. მათ შორისაა „მაკრატელისხელება ედვარდი“, „ედ ვუდი“, „მთვლემარე ხეობა“, „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, „სუინი ტოდი: დემონი–დალაქი ფლიტ–სტრიტიდან“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ბნელი ჩრდილები“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში: სარკის გავლით“. გარდა ამისა, დეპმა გაახმოვანა ბარტონის მულტფილმის „პატარძალი–გვამი“ მთავარი გმირი.



რეჟისორი პედრო ალმოდოვარი – მსახიობი პენელოპე კრუსი

image



ახალგაზრდა პენელოპე ოცნებობდა ალმოდოვარის ფილმში მონაწილეობაზე და ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი ოცნებები ახდებოდა. მსახიობი და რეჟისორი ერთმანეთს შეხვდნენ 1990–იანი წლების დასაწყისში და მას შემდეგ ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კინოდუეტი გახდნენ, რომლებმაც მაყურებელს აჩუქეს 8 ფილმი: „მთრთოლარე სხეული“, „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“, „დაბრუნება“, „კანიბალი მრჩეველი“, „შეწყვეტილი ამბორი“, „მე აღგზნებული ვარ“, „ტკივილი და დიდება“, „პარალელური დედები“.



რეჟისორი რიდლი სკოტი – მსახიობი რასელ კროუ

image



რიდლი სკოტის და რასელ კროუს პირველმა ერთობლივმა ფილმა „გლადიატორი“ მოიპოვა 5 „ოსკარი“. როგორ არ უნდა შთაგაგონოს ამან, თუნდაც უკვე ცნობილი რეჟისორი იყო? ამის შემდეგ ნაყოფიერი თანამშრომლობა გააგრძელეს 4 ფილმში: „კარგი წელი“, „განგსტერი“, „სიცრუის ერთობლიობა“ და „რობინ ჰუდი“.



რეჟისორი სტივენ სპილბერგი და მსახიობი ტომ ჰენქსი

image



შეიძლება ითქვას, რომ ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი დუეტია კინოში. პირველივე ერთობლივმა ფილმა „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ შეაგროვა 5 „ოსკარი“. ამის შემდეგ ჰენქსმა ითამაშა სპილბერგის კიდევ 4 წარმატებულ ფილმში: „დამიჭირე, თუ შეძლებ“, „ტერმინალი“, „ჯაშუშთა ხიდი“, „ფოსტა“.



რეჟისორი პოლ ანდერსონი – მსახიობი მილა იოვოვიჩი

image



მუზიდან ცოლამდე ერთი ნაბიჯია. ეს ყველაზე კარგად ესმის პოლ ანდერსონს. მისი შემოქმედებითი კავშირი მილა იოვოვიჩთან სწრაფად გადაიზარდა რაღაც დიდში. წყვილის ერთობლივ ნამუშევრებს შორისაა „ბოროტების სავანე“–ს 4 ნაწილი, ასევე ფილმები „მუშკეტერები“, „მონსტრებზე მონადირე“ და „დაკარგულ ქვეყნებში“.



რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი – მსახიობი მაიკლ კეინი

image



თავის ფილმებში ნოლანი ხშირად იღებს კილიან მერფის, მაგრამ უფრო ხშირად მის ნამუშევრებში შეგიძლიათ იპოვოთ მაიკლ კეინი. მათი ერთობლივი ფილმების სია მოიცავს 8 ფილმს: „ბეტმენი: დასაწყისი“, „პრესტიჟი“, „ბნელი რაინდი“, „დასაწყისი“, „ბნელი რაინდი: აღზევება“, „ვარსკვლავთშორისი“, „დიუნკერკი“, „პრინციპი“.



რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი – მსახიობი უდო კირი

image



უდო კირიმ ითამაშა ლარს ფონ ტრიერის 10 ფილმში და ეს რეჟისორის თითქმის ყველა ცნობილი ფილმია. მათი ერთობლივი პირველი ნამუშევარი გახდა 1998 წლის დრამა „მედეა“, კირი არა მხოლოდ ტრიერის საყვარელი მსახიობია, არამედ მისი ქალიშვილის ნათლია.



ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ არ უყვარს ნოლანის ფავორიტს, კილიან მერფის ცნობადობა და მალავს ოჯახს საზოგადოებისგან

10 ფილმი ნამდვილ მეცნიერებზე, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

ჯურღმულიდან პოდიუმამდე – „ველური ორქიდეის“ კერი ოტისის რთული ბედი

მარგალიტი სკანდინავიელ ლამაზმანთა დინასტიიდან: ნენა ფონ შლებრიუგე, უმა თურმანის დედა

სტივენ კინგმა დაასახელა თავისი საყვარელი სერიალი და ის ჰორორის ჟანრში არაა

საიდუმლო, რომელსაც კლინტ ისტვუდს 30 წელი უმალავდნენ

0
248
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
248