x
image
Yoona
Mediator image
სტივენ კინგმა დაასახელა თავისი საყვარელი სერიალი და ის ჰორორის ჟანრში არაა
მსოფლიოში ცნობილი საშინელებათა წიგნების ავტორი სტივენ კინგი აგრძელებს რეკომენდაციების გაცემას წიგნების, სერიალების და ფილმების შესახებ. ჰორორის ჟანრის ცნობილი ნამუშევრების ავტორი სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს მიმართავს.

ამჯერად კინგმა პირველად დაასახელა თავისი საყვარელი სატელევიზიო შოუ.


სტივენ კინგი უდავოდ პირველი სახელია, რომელიც საშინელებათა წიგნებზე საუბრისას გვახსენდება.

image

ამერიკელი მწერალი ერთ–ერთი ცნობილი ავტორია, რომელიც საშინელებათა, თრილერის, დეტექტივის, ზებუნებრივი ფანტასტიკის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრებში მუშაობს. მისი წიგნები მრავალ ენაზე ნათარგმნია და სხვადასხვა ქვეყნის ბესტსელერების სიაში შედის. მთელი მსოფლიო გატაცებულია კინგის შემოქმედებით, რომელმაც მოიპოვა დამსახურებული აღიარება ისეთი ნამუშევრებით, როგორიცაა „შინაური ცხოველების სასაფლაო“, „ნისლი“, „ის“, „ნათება“.


გასაკვირი არაა, რომ მისტერ კინგს ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავს მთელი მსოფლიოდან.


image

თანამედროვე მწერალი სოციალური ქსელების მეშვეობით გვიზიარებს რეკომენდაციებს წიგნების, ფილმების და სერიალების შესახებ. ბოლო თვეებში აქტიურად განიხილავს რჩევებს და რეკომენდაციებს მათთვის, ვისაც მწერლობა სურს.


კინგმა პირველად გაგვიზიარა სერიალი, რომელსაც საუკეთესოდ მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ სერიალის ჟანრი საშინელება არაა.

image

მწერალი, რომელსაც ტვიტერზე დაახლოებით 7 მილიონი გამომწერი ჰყავს, აცხადებს, რომ მისი ყველა დროის საყვარელი სერიალია „მოსმენა“.

ძალიან მალე სერიალი ცნობისმოყვარეობის საგანი გახდა.


სერიალი „მოსმენა“ (THE WIRE) 5 სეზონისგან შედგება და 2002-2008 წლებში გამოდიოდა.

image

სერიალის აღწერა: ბალტიმორის პოლიცია სპეციალური საშუალებების, მოსმენის და ფარული ვიდეო გადაღებების გამოყენებით ცდილობს გამოიძიოს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების დანაშაული, რომლებიც ნარკოტიკის უკანონო გავრცელებით არიან დაკავებულნი.


კრიმინალური დეტექტივის ჟანრის სერიალი მაყურებელს აცნობს „რეალურ“ ინფორმაციას პენსიაზე გასული პოლიციელის წყალობით.

image

სერიალი გვიყვება ბალტიმორში, აშშ–ში ნარკოტიკულ საქმიანობაზე. მასში წარმოდგენილია ყოფილი პოლიციელები, რომელთა ისტორია თითოეულ სეზონზე პრობლემის სხვადასხვა ასპექტს განიხილავს.

სერიალის არსი იმაშია, რომ ის დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და არ არის უბრალოდ ქურდების დევნა. სწორედ ამიტომ, დღემდე პოპულარულია.

სტივენ კინგმა თავის წინა პოსტში ამ სერიალის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა.


ამ ახსნამ მისი წიგნებიდან ადაპტირებული სერიალები გაგვახსენა.

image

არის ბევრი სერიალი, რომელიც კინგის წიგნებიდან ადაპტირებულია. ასეთია „ნათება“, „კერი“, „ნისლი“, „მიზერი“.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

2. 14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს

3. 10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

4. სიმღერები, რომლებმაც ადამიანებს სიცოცხლე დაუბრუნეს

5. დიდებული ადამიანების ციტატები სიყვარულის შესახებ

6. ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
48