x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ყველაზე კომიკური და სამარცხვინო ის ხალხი ხართ, ვინც აღშფოთდით ხაბეიშვილის ვითომ სასტიკად ცემით"-ნიკოლოზ მეტრეველი

image

„ყველაზე კომიკური და სამარცხვინო ის ხალხი ხართ, ვინც აღშფოთდით ლევან ხაბეიშვილის ვითომ სასტიკად ცემით, ხოლო რამდენიმე დღის უკან კი, ალეკო ელისაშვილის ყოვლად არაკაცურ, ლაჩრულ თავდასხმას მამუკა მდინარაძეზე მიესალმებოდით“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, უსინდისობაა ორმაგი სტანდარტების არსებობა.


„ყველაზე კომიკური და სამარცხვინო ის ხალხი ხართ, ვინც აღშფოთდით ლევან ხაბეიშვილის ვითომ სასტიკად ცემით, ხოლო რამდენიმე დღის უკან კი, ალეკო ელისაშვილის ყოვლად არაკაცურ, ლაჩრულ თავდასხმას მამუკა მდინარაძეზე მიესალმებოდით. ასმაგ სტანდარტებზე მეტი უსინდისობა არაფერი არ არის“, - წერს მეტრეველი.




შეგახსენებთ, წუხელ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილს სასტიკად სცემეს.გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს დაზიანებული ხაბეიშვილი.


„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ იგი პოლიციამ გაიტაცა და დაკავებისას სცემა.


პარტიის ცნობით, „რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი“


თუმცა გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ რომ ხაბეიშვილი თავად შევარდა პოლიციის კორდონში.


იმასაც შეგახსენებთ, რომ მანამდე, კერძოდ 15 აპრილს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს, რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, მიპარვით მიუვარდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.

0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0