x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ იწინასწარმეტყველა აკაკი ხორავამ საკუთარი სიკვდილი
image

დღეს 29 (ძვ.სტ.17)აპრილს დაიბადა ქართული თეატრის და კინოს დიდი ვარსკვლავი აკაკი ხორავა, მასზე ამბობდნენ და წერდნენ, სულ რომ არაფერი ეთამაშა თეატრში მარტო "ოტელოს"ბრწყინვალედ შესრულებული როლით სამუდამოდ შევიდოდა ისტორიაშიო, კინოში ითამაშა გიორგი სააკაძე, ალბათ სრულიად წარმოუდგენელია, სხვა მსახიობი გვეხილა მის ადგილზე, კინოში კიდევ ერთ-ერთი შთამბეჭდავი როლი შექმნა ფილმში "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"(გიჟუა).


კაკი ხორავა გარდაიცვალა 1972 წლის 23 ივნიის 77 წლის ასაკში,

ღვაწლმოსილი მსახიობი მთაწმინდაზეა დაკრძალული.










ხორავამ საკუთარი გარდაცვალება ზუსტად იწინასწარმეტყველა.ლოგინს მიჯაჭვული მსახიობი სიცოცხლის ბოლო დღეებში მარტოობას უჩიოდა, ადამიანებთან საუბრი ენატრებოდა, წუხდა, რომ მისი სახლის ტელეფონი დუმდა და არავინ ურეკავდა…

სიკვდილთან მებრძოლი აკაკი ხორავას ოთახიდან გამოსულმა ახლობელმა აღელვებულმა თქვა:

– იცით, ახლა რა თქვა აკაკიმ? – საშა, საშა, ხუთი დღეს შემდეგ შევხვდებითო…

მსახიობი მართლაც 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

თეატრმცოდნე ეთერ გუგუშვილი თვლიდა, რომ სანდრო ახმეტელის პიროვნება, რომელსაც აკაკი ხორავა საშას ეძახდა, მისთვის ყველაზე მტკივნეული და სათუთი საკითხი იყო:

„სიკვდილის წინ ადამიანი მიუბრუნდა თავის სულსა და გულს და იგონებს ყველაზე მტკივნეულს, ყველაზე სადარდებელსა და განუკურნებელს…“



ცნობისთვის, აკაკი ხორავა ფაქტობრივად სანდრო ახმეტელის აღმოჩენა იყო, მათ თეატრში ერთად იმუშავეს 12 წლის მანძილზე (1923-1935), ისინი ოჯახებით მეგობრობდნენ და ახმეტელი ხორავას მეჯვარე იყო, თუმცა მათ შორის კონფლიქტი 1935 წელს ბაქოში გასტროლების დროს მოხდა, დისციპლინის მოყვარულმა ახმეტელმა სპეექტაკლის წინ მეგობარს ალკოჰოლის მიღება არ აპატია, რის გამოც თბილისში დაბრუნებისთანავე რუსთაველის თეატრიდან დაითხოვა, მსახიობსა და რეჟისორს შორის კონფლიქტი ახმეტელის წინააღმდეგ გამოიყენეს, ბერიამ ხორავას გარიცხვის გამო ახმეტელი თეატრიდან დაითხოვა, ხორავა კი თეატრში დააბრუნეს.

ამის გამო აკაკი ხორავას ბევრი ადანaშაულებდა, ბრალდება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც ცოტა ხანში სანდრო ახმეტელი დააკავეს და დახვრიტეს.



ამ ამბავს მსახიობი ძალზე განიცდიდა, თითქოსდა ბრალის გამოსყიდვა სურდაო. აქტიურად ზრუნავდა და ფინანსურად ეხმარებოდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახებს და თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებს.მათ შორის დოდო აბაშიძეს, გიული ჭოხონელიძეს და სხვას.


როგორც ამბობენ აკაკი ხორავამ მხოლოდ 1958 წელს, როდესაც 1937 წელს დახვრეტილი ხელოვანების რეაბილიტაცია მოხდა, ამოიღო სანდრო ახმეტელის გადამალული ფოტო და კედელზე დაკიდა.


image

ფოტოზე: თამარ ჭავჭავაძე, სანდრო ახმეტელი, აკაკი ხორავა(ეროვნული არქივი)


image

ასევე დაგაინტერესებთ


27 აპრილი (2021 წ.)შესანიშნავი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა, ამასთან დაკავშირებით მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან: ***ერთი ისტორია გამიგია კახი კავსაძეზე, არ ვიცი მართალია თუ არა. შეიძლება არც არის.. მოკლედ, იმ ბნელ 90-იანებში, რუსთაველზე მოდის კახი და შეხვდა ნაცნ...


1959 წლის 13 აპრილს ქალაქ თბილისში ელვისებურად გავრცელდა თავზარდამცემი ამბავი, პლეხანოვზე ჟორა შავგულიძე ტროლეიბუსმა გაიტანაო, უმალ ხალხი მიესია თურმე, ხელში აიტაცა უსაყვარლესი მსახიობი და იქვე ცხარე ცრემლით დაიტირა... ტროლეიბუსის მძღოლი თავს იკლავდა, როდესაც გაიგო შავგულიძე მოვკალიო, ტროლეიბუსის სალონში სწორედ მისი სურათები ჰქონია გაკ...


8 აპრილი ლეილა აბაშიძის გარდაცვალების დღეა, შეგახსენებთ გასული საუკუნის შუახანების ქართული კინოს მეგავარსკვლავი 2018 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. რა იყო ლეილა აბაშიძის ყველაზე დიდი ნატვრა? აი რას ამბობდა მსახიობი მამუკა პავლიაშვილი: რამდენი წელი იხვეწებოდა და ენატრებოდა კინოში გადაღება, ქართული კინოს ჭეშმარიტ ვარსკვლავს! ამას ...


1 აპრილს დაიბადა ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ქაფიანიძე.მისი დებიუტი შედგა ფილმში "ხევსურული ბალადა"(1965) მას შემდეგ მსახიობმა კიდევ 50-მდე ფილმში ითამაშა. მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი იხსენებს...


1 აპრილს (1928 წ.) დაიბადა ქართული კიონოს და თეატრის მსახიობი კარლო საკანდელიძე, 1949 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია (ლოსვეს ამბავი), გიო (ტარიელ გოლუა), ოსიკო ხარე...

0
542
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0