x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ მიულოცა დაბადების დღე რობერტ სტურუას მამამ იმ ქვეყნიდან
image


დღეს, 31 ივლისს, 85 წელი შეუსრულდა ქართული თეატრის და კინოს რეჟისორს, სსრკ და საქართველოს სახელმწიფო პრემიების, ასევ სხვა უამრავი ადგილობრივი თუ უცხოური პრემიების ლაურეატს რობერტ სტურუას;


დღეს მოგითხრობთ არაჩვეულებრივ ამბავს, თუ როგორ მიულოცა რეჟისორს დაბადების დღე, მამამისმა, მხატვარმა რობერტ სტურუა უფროსმა საიქიოდან.


“მ ა მ ი ს მ ო ლ ო ც ვ ა?



საოცარი ამბავი შემემთხვა:
ამბროლაურიდან მივდიოდით მესტიაში.
სანდომიანმა, ლამაზმა ქართველმა ქალმა სასტუმროში მკითხა:
– ბატონო რობერტ, იცით რომ ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციას მამათქვენის ოთხი ნამუშევარი ამშვენებს?
– სამწუხაროდ, არა, – ვუპასუხე და შემრცხვა, რომ არ ვიცოდი, – არც გამიგია!
– ოთხი შესანიშნავი პორტრეტი უნდა ყველამ ნახოს!
ღამის ათი საათი იყო!
რა ვქნა, შევწუხდი, მუზეუმში დღეს ვეღარ მოვხვდები, უკვე დაკეტეს, ხვალ კი დილით ადრე მივემგზავრებით – გზა გრძელი გველის:
ამბროლაური-ზუგდიდი-მესტია!
ქალი მიხვდა რამაც ამაღელვა და დამამშვიდა:
– ხვალ დილის ცხრა საათზე მუზეუმს გააღებენ! შეგიძლიათ მიხვიდეთ!

დილის ცხრა საათზე იქ ვიყავი!
ქართველი მხატვრების შესანიშნავი კოლექცია დამათვალიერებინა მუზეუმის არაჩვეულებრივმა, თუ არ ვცდები, დირექტორმა, მხატვარმა ბატონმა ბესომ.

მამაჩემის ნახატებიც მომეწონა: სამი ჩემი ბიძაშვილის, ლილიკო ბოლქვაძის პორტრეტი და ერთი კი – ჩემი დის!
და როცა დღეს ფოტოებს ვასწორებდი, უეცრად იდუმალმა, თითქმის მისტიკურმა ფიქრმა გამინათა გონება:
ჩემი დაბადების დღეა და მამაჩემმა, მხატვარმა რობერტ სტურუამ, ხ მ ა მ ო მ ა წ ვ დ ი ნ ა!

მადლობა, რობერტ! (ასე ვეძახდი და ვეძახი მშობელს!) მადლობა!”(რობერტ სტურუა)

image

image

image

image

უფროსი რობერტ სტურუა 1933 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე.

მისი შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა „გამარჯვების ზეიმი“ — ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945–1950, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობის“ — სოფელ შრომის კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953–1956); „ბოროტსა სძლია კეთილმან“ — მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957–1960); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა.

საგულისხმოა რ. სტურუას ნამუშევრებიც წიგნის გრაფიკაში. კერძოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები.რობერტ სტურუა გარდაიცვალა 1982 წელს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

0
275
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0