x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მაგონდება ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები, ქართველებო გაჩერდით ჩვენ ობოლი ერი ვართო"-ქეთევან კიკნაძეს საგულისხმო სიტყვები
image
ცნობილი გახდა, რომ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს მეუღლე.


ქართველი მაყურებლებისთვის ქეთევან კიკნაძემ რამდენიმე დასამახსოვრებელი როლი შექმნა, როგორც თეატრში, ასევე კინოში.მსახიობი 1959 წლიდან 1967 წლამდე მოღაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში . 1977 წლიდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება, სადაც თამაშობდა 100-მეტ სპექტაკლში: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“) და სხვ.


ასევე ითამაშა 16 მხატვრულ ფილმში, მათ შორის გამორჩეულია ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელი), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“, 1990 წელი), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1983) და სხვა.ქეთევან კიკნაძე 1999 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.




image


ფოტოზე: ქეთევან კიკნაძე და ლეილა აბაშიძე ფილმში "შეხვედრა წარსულთან"(1966 წელი)



გთავაზობთ ქეთევან კიკნაძის რამდენიმე წლის ნათქვამ საგულისხმო სიტყვებს, რომელიც დღესაც და სავარაუდოდ მომავალშიც აქტუალური იქნება:


“ოცი წლის განმავლობაში, თითი არავის გაუნძრევია ჩვენი გულისთვის. ყველას გამსაღებლად ვჭირდებით. მაგონდება ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები, ქართველებო გაჩერდით ჩვენ ობოლი ერი ვართო.


ვინმეს თავში თუ მოსვლია აზრად, რომ ნეიტრალური ქვეყანა ვიყოთ. ”ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდნოდესო”, ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს ხომ დიდი ილიას სიტყვებია, მაშინ თავზე ვერავინ დაგვაჯდება ვერც რუსეთი და ვერც სხვა.


ჩვენი გულისთვის ომს არავინ დაიწყებს, მეტი საქმე არა აქვთ, ჩვენ შეგვაკვდნენ. აბა ევროკავშირი, აბა ნატო და მერე რაა? როცა ტერიტორიული მთლიანობა არა გვაქვს, ვერც ნატოში შევალთ და ვერც კატოში, სიმართლე ეს არის. ჩვენ თავზე ვიღაც უნდა გვაჯდეს, სხვანაირად არ შეგვიძლია. ბოლო ბოლო ვთქვი ის, რაც დიდი ხანია გულში მქონდა!”

0
126
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0