თეატრი "ღვარღვარად ჩამოსდიოდათ ცრემლები" -ზონაში დადგმული "საბრალდებო დასკვნა" 2024, 19 ოქტომბერი, 13:08 ![]() გთავაზობთ ერთ საინტერესო ისტორიას, რომელსაც თავად რეჟისორი მოგვითხრობს: „საბრალდებო დასკვნას” ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა. ეს სპექტაკლი რუსთავში დავდგი და თავის დროზე საკმაოდ პოპულარულიც იყო. ერთხელ ჩემთან კოლონიის უფროსი მოვიდა და მითხრა: პატიმრები მეუბნებიან, ოღონდ ეგ სპექტაკლი გვიჩვენეთ და მთელ წელიწადს კოლონიაში დისციპლინას არავინ დავარღვევთო. – კი, მაგრამ, სად ვითამაშოთ, პატიმრებს თეატრში წამოიყვანთ-მეთქი? – ვკითხე. – ერთი პატარა ოთახი გვაქვს, იქ შეიძლება, სახელდახელო სცენის მოწყობა და უარს ნუ გვეტყვითო, – მთხოვა კოლონიის უფროსმა და სხვა რა გზა იყო? დავთანხმდი. მართლაც, ძალიან პატარა სცენაზე მოუწიათ მსახიობებს თამაში. სპექტაკლს დიდი დეკორაციაც არ სჭირდებოდა. საკნებიდან გამოიტანეს „ნარები“, წამოწვნენ ზედ მსახიობები და დაიწყო სპექტაკლი. უცნაური რამ მოხდა. თუკი თეატრში სპექტაკლის მსვლელობისას გაუთავებელი სიცილ-ხარხარი იყო, აქ ერთხელაც კი არავის გაუცინია – პატიმრები მთელი სპექტაკლის განმავლობაში გაუნძრევლად ისხდნენ, სცენას მისჩერებოდნენ და ღვარღვარად ჩამოსდიოდათ ცრემლები: მათთვის არ იყო ეს მხიარული ამბავი, მათთვის ეს იყო ტრაგიკული ავტობიოგრაფია, რომელსაც შორიდან უყურებდნენ... ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაკვეთილი აღმოჩნდა – გაკვეთილი იმისა, რომ მთავარი ის კი არ არის, რას თამაშობ ან რას დგამ, მთავარია, ვისთვის თამაშობ ან ვინ უნდა ნახოს ის სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორი დგამს." ![]() 126 2-ს მოსწონს
|