x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მაგი რაია..." - სახალისო ამბავი კარლო საკანდელიძეზე
image

1 აპრილს (1928 წ.) დაიბადა ქართული კიონოს და თეატრის მსახიობი კარლო საკანდელიძე, 1949 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 61 წელი გაატარა, მას 50-მდე კინოროლი და 80-მდე როლი თეატრში აქვს შესრულებული. მისი მნიშვნელოვანი როლებია: გოგია („ლოსვეს ამბავი“), გიო („ტარიელ გოლუა“), ოსიკო ხარებაძე („შემოდგომის აზნაურები“), კუჩარა („ყვარყვარე თუთაბერი“), ტოშეკი („რა სიყვარული“), ჭინჭრაქა („ჭინჭრაქა“), ბუთხუზა („ძველი ყომარბაზები“), არისტო ქვაშავაძე („სამანიშვილის დედინაცვალი“) გლეხი და ქმარი („კავკასიური ცარცის წრე“), კეტსბი („რიჩარდ III“), სკრუჯი („შობის ღამის სიზმარი“).



კარლო საკანდელიძის პირველი კინოროლი „მაგდანას ლურჯა“ში იყო 1955 წელს, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმში მან ვანოს როლი შეასრულა. ამ ფილმმა კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მეორე მნიშვნელოვანი ფილმი იყო დათა თუთაშხია, სადაც მან ნიკანდრო ქირია განასახიერა.


კარლო საკანდელიძე იყო მკვეთრად სახასიათო და კომიკური ინდივიდუალობის მქონე მსახიობი. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩევა დასრულებულობით, მთლიანობით, ეროვნული, სოციალური თუ ასაკობრივი ხასიათების კონკრეტულობით და სიცხადით. სხვადასხვა ტიპის ხასიათების პერსონიფიცირებას მსახიობი დეტალების, ნიუანსების, მხატვრული ხერხების სახოვანძიებებით და გონებამახვილური მიგნებებით აღწევდა. ახასიათებდა შემოქმედებითი აქტიურობა, შინაგანი ექსპრესია, ტემპერამენტი, სასცენო გარდასახვის დიდი უნარი.



1961 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1974 წელს საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდებები. 1998 წელს გახდა საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. 2008 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრთან კარლო საკანდელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.


კარლო საკანდელიძე, 2010 წლის ოქტომბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


გთავაზობთ სახალისო ისტორიას, რომელსაც ზურა ყიფშიძე მოგვითხრობს, მოქმედების მთავარი გმირები არიან კარლო საკანდელიძე, გია ფერაძე და რამაზ ჩხიკვაძე.


0
950
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
950
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0