x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თუ ქესტუმას ბიჭი გმირია, მაშ ეს გოგო ვინ არი? "-გელა ზედელაშვილი

image

"ქესტუმას ბიჭი გმირიაო!

ვინ არი ქესტუმა?


“გმირმა'', ანუ თავისმა შვილმა ტრ@@ში რომ დაჭრა ბებუთით, ეგ არი.

თუ ქესტუმას ბიჭი გმირია, მაშ ეს გოგო ვინ არი?

ჩემთვის ეს გოგოა გმირი, რომელიც ასე მაშინ დადიოდა, როცა შეიძლებოდა, მოეკლათ და მაღაზიის ჭერზე შემოედოთ... ან საპყრობილეში ჩაეგდოთ, ეწამებინათ და შინაგანი ორგანოებიც ამოეჭრათ.

ქესტუმას ბიჭი გმირიაო, დღევანდელი ახალგაზრდობის სახეაო, ევროპული მომავლის სიმბოლოაო.

ჰა, ჰა, ჰა!

მაშინ დააფსას დეპუტატმა მაჭუტაძემ ეგეთ ახალგაზრდობასაც, ეგეთ გმირობასაც და ეგეთ ევროპულ მომავალსაც.

საქმეც ის არის, რომე... ეგ არც გმირია, არც სახეა და არც სიმბოლოა, ერთი ცოტაასაკიანი გაბრიყვებული პიჟონია!

არ ვიცი, ეს გოგო ვინ არი, ალბათ უკვე დაქალებულია და ვიმედოვნებ, “არარუსულკანონებთან'' არ არი, ტაშს “ნაცებს'' არ უკრავს, ქვეყნის ამრევებს არ აგულიანებს. სამწუხაროდ, მკვლელებთან ზოგიერთი ნაწამებ-ნაბეგვიც კი გადაბარგდა. ისეთი დროება დაგვიდგა, ვეღარ გაიგებ, ვინ საით და ვინ საიდან უბერავს!

ფოტო გიორგი აბდალაძისა, რომელმაც კარგად იცის, რა ხდებოდა ციხეებში ბაჩოს, ვანოს და მიხოს ზეობის ხანაში.


სწორედ იმ დროს უნდა მჯდარიყო ქესტუმას წარმონაქმნი და ისეთ მუსიკებს მოასმენინებდნენ, თავის ტრ@@ში დაჭრილ მამილოს საერთოდ ვეღარ იცნობდა.

ჰმ... ციხეში ძაან სიმკაცრე იყო, ჩემი გემოვნების მუსიკას არ მასმენინებდნენო.

P.S. ავი ენები ამბობენ, აქციებზე ბაჩო ახალაიაც გამოჩნდაო. არ ვიცი, მე ტელევიზორში თვალი არ მომიკრავს, მაგრამ არ გამოვრიცხავ - რატომაც არ გამოჩნდებოდა?!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.


image

0
771
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0