სულელური ტრენდები: 5 მოდური გადაწყვეტილება, რომელიც სჯობს რომ არ გამოიყენოთ
24 აპრილი, 15:33
თითოეული ჩვენგანი მეტ-ნაკლებად ყოველთვის ცდილობს ტრენდში ყოფნას და თანამედროვე მოდის სტანდარტებისთვის ფეხის უწყობას, თუმცა ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს სტანდარტები იმდენად ექსტრავაგანტული ან მოუხერხებელია რომ ისინი სრულიად აბსურდულად გამოიყურება. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ 5 მსოფლიო მოდის ტრედს, რომელზეც სჯობს რომ საერთოდ უარი თქვათ.
ბადისებრი კაბები
ბადისებრი კაბებისა და კომბინეზონების ნახვა მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანზე თუ შეიძლება და ისიც მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში. ფუმფულა ფორმების მქონე გოგონებზე კი ისინი აბსოლუტურად შეუფერებლად გამოიყურება.
შლაპუნები
გარდერობის ეს აქსესუარი მეტ-ნაკლებად შესაფერისად მხოლოდ სანაპიროზე, შორტებთან ერთად კომბინაციაში გამოიყურება, მაგრამ არამც და არამც კლასიკურ შარვალთან ან საღამოს კაბასთან ერთად.
მხრებიანი ტანსაცმელი
90-იანი წლების მხრის ბალიშები აქტუალური ვიწრო მხრების მქონე გოგონებისთვის არის. განიერი მხრების მქონეთათვის კი ასეთი სამოსი ფიგურას არაბუნებრივს და ნაკლებად ქალურს ხდის.
ჯინსომანია
2000-იანი წლების ცნობილი ტრენდი კვლავ გაცოცხლდა, თუმცა დღეს ის ისე კარგად აღარ გამოიყურება, როგორც ადრე. დღეს უკვე სრულებით აღარ არის საჭირო ფეხი აუწყოთ ამ სასაცილო ტრენდს და თქვენი გარდერობის ყველა ჯინსის ნივთი ერთდროულად ატაროთ.
შარვლის ქვეშიდან ალმაცერად "მომზირალი" ტრუსები
შესაძლოა, ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ასეთი სტილი მართლაც სექსუალურად გამოიყურება, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში უმეტესობა მშვენიერი სქესის წარმომადგენელს გულით გინდა რომ უთხრა: "ქალბატონო, აიწიეთ შარვალი!".