ტენდენციები ტრუსებისა და სირცხვილის გარეშე: რატომ არ ატარებენ გლამურული ლამაზმანები საცვლებს კაბების ქვეშ 2021, 17 ივნისი, 14:26 მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები ყოველთვის საზოგადოების წინაშე თავს თამამი და "გულახდილი" კაბებით იწონებენ, ახალი ტრენდი მაინც ყველაზე გაბედული და თამამი ქალბატონებისთვის არის განკუთვნილი. როგორც წესი, გლამურული ლამაზმანები უმრავლეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის უპირატესობას მაღალი ჭრილის მქონე კაბებს ანიჭებენ, თუმცა ქვედა საცვლებს რატომღაც მუდამ ივიწყებენ, შედეგად კი, მთელი ეს "სანახაობა" მედიის მხრიდან განხილვის მთავარ თემად იქცევა. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ რომელმა ცნობილმა ქალბატონმა გაბედა წითელ ხალიჩაზე ზედმეტად პიკანტური კაბით გამოჩენა.საცვლების გარეშე, მაღალი ჭრილის საღამოს კაბებში გამოწყობილი ცნობილი ლამაზმანები თავიანთი სხეულის ინტიმური ნაწილების დემონსტრირებას წითელ ხალიჩაზეც არ ერიდებიან და შეკრებილი საზოგადოებისა და ათასობით ფოტოგრაფის წინაშე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე პოზირებენ.სწორედ კენდალ ჯენერი გახლდათ პირველი, ვინც საცვლების გარეშე საზოგადოების წინაშე ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა, ეს იყო ტორონტოში "MTV Video Awards"- ის დაჯილდოებაზე, სადაც ლამაზმანი ღია ფერის, ულამაზესი ექსტარავაგანტური კაბით წარსდგა. მის მაგალითს მალევე სხვა ვარსკვლავებმაც მიბაძეს.კანის 69-ე კინოფესტივალზე ბელა ჰადიდმა Alexandre Vauthier-ის თეძოდან ბოლომდე შეხსნილი ულამაზესი წითელი კაბით ყველა მოხიბლა, რომელსაც ქვეშიდან აშკარად არაფერი ემოსა, თუმცა მოგვიანებით როგორც ლამაზმანმა აღიარა, ქვედა საცვალი მას ნამდვილად ეცვა.მოგვიანებით იტალიელმა მოდელებმა ჯულია სალემიმ და დაიანა მელომ ბელა ჰადიდი უკან ჩამოიტოვეს და ვენეციის კინოფესტივალზე უმშვენიერესი, საღამოს კაბებით გამოჩნდნენ, რომლებიც მათ თითქმის ყველა "ღირსებას" აშიშვლებდა. ტემპერამენტიანი ლამაზმანები მთელი საღამოს განმავლობაში ყველნაიარად ცდილობდნენ საკუთარი სხეულის პიკანტური ნაწილების ხელებით დაფარვას.ჯულიას ქვედა საცვლების მაგივრად სხეულზე მხოლოდ გარუჯვის კვალი ეტყობოდა. გოგონას თქმით, ტრუსების ნაცვლად მან "Shibue" გამოიყენა, რომელიც მხოლოდ სასქესო ორგანოს უფარავდა."შიბუე" - გახლავთ ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ინტიმურ ადგილს ფარავს და სხეულზე სილიკონის გელით მაგრდება. "შიბუეს" შემქმნელები აცხადებენ, რომ თავიანთი ე.წ. "პლასტირით" ქალებს შეუძლიათ ყველაზე თამამი სამოსიც კი, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ატარონ.1260 1-ს მოსწონს |